- ძიუდომ 10 წლის ასაკში დამაინტერესა, ეს ჩემი ოჯახის და ჩვენი ნათესავის ვარლამ ლიპარტელიანის დამსახურებაა. ასევე, ძალიან ემოციურად იმოქმედა ჩემზე ოლიმპიადაზე ზურაბ ზვიადაურის და ირაკლი ცირეკიძის გამარჯვებებმაც. პირველი წარმატება 13 წლის ასაკში მოვიდა, თბილისის ჩემპიონატზე გავიმარჯვე, მაშინ დავისახე მიზნები და ვცდილობ, ყველაფერი განვახორციელო. ძიუდოს პარალელურად საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტი
- რა პროფესიას ეუფლები?
- მენეჯმენტზე ვსწავლობ. ძალიან მიყვარს მათემატიკა და შესაბამისად, ყველაზე კარგად ამ საგანს ვსწავლობ. მინდა, რომ ერთმანეთს შევუთავსო ძიუდო და მენეჯმენტი. რთულია ორივეს შეთავსება, მაგრამ ადამიანს როცა სურვილი აქვს, ყველაფერს მოასწრებს. ჩემმა მშობლებმა ასე გამზარდეს - ვიცი, რომ განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ამიტომაც კარგად ვსწავლობ. დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ, დღის პირველ ნახევარში ვსწავლობ, საღამოს სპორტს ვუთმობ.
- როგორი პირობები გაქვთ სავარჯიშოდ?
- ვისაც ვარჯიში უნდა, ყველა ივარჯიშებს. ელემენტარული ხელშეწყობა აუცილებელია. ფედერაციის პრეზიდენტი უნდა ფიქრობდეს ძიუდოს განვითარებაზე და არა სხვა პრობლემებზე. ჩვენი ფედერაციის დიდი პრობლემაა ის, რომ თავად წყვეტენ, ვინ რა ჯილდო უნდა აიღოს. მე როგორც სპორტსმენი, როცა გავიმარჯვებ გარანტია უნდა მქონდეს, რომ საკუთარ ჯილდოს ავიღებ.
- ყოფილა შემთხვევა, როცა კუთვნილი ჯილდო არ გადმოგეცათ?
- კი, შარშან „ზედაზენის“ თასის გამარჯვებული გავხდი, თანხები თამაშდებოდა, ამით დააინტერესეს ხალხი და უცხოელებიც ჩამოვიდნენ. არ ვიცოდი, თურმე მეორე დღეს 10 საათზე ვარჯიში გვქონდა, თუმცა, ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ამიტომ ჩვეულებისამებრ, საღამოს მივედი ვარჯიშზე და გამოგვიცხადეს, რადგან დილით ვარჯიში გააცდინეთ, კუთვნილი პრიზი არ გადმოგეცემათო. კაცმა არ იცის, ის ფული სად წავიდა.
- ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ სწავლის საფასური გადაგიხადათ...
- მან თქვა არ მივეცით ჯილდო, მაგრამ სწავლა დავუფინანსეთო. ეს არის ტყუილი. სწავლის დაფინანსება სამინისტროს შექმნილი პროგრამაა - წარჩინებულ ნაკრების წევრებს უფინანსებს სწავლას, რადგან ნაკრების წევრი ვარ, უნივერსიტეტის ერთი წლის საფასური ამ პროგრამით გადამიხადეს. რისთვისაც მადლობას ვუხდი სპორტის სამინისტროს. დიდი პასუხისმგებლობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობა. მან უნდა იცოდეს სპორტსმენების გასაჭირი, კიმანოები და ელემენტარული ხელშეწყობა სჭირდებათ სპორტსმენებს.
- შეყვარებული ხარ?
- ადრე ვიყავი შეყვარებული, ახლა აღარ ვარ. ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც შემიყვარდება.
- როგორი გოგონები მოგწონს?
- გამორჩეული გოგო უნდა იყოს, ვერ ვიტან, როცა ჭკუა და სილამაზე ერთმანეთთან თანწყობაში არ არის.
- რომელი ქვეყნის ქალები მოგწონს განსაკუთრებით?
- ამბობდნენ რუსეთს ისეთი მაგარი გოგონები ყავს, გინდა არ გინდა გინდაო (იცინის), საქმე იმაშია, რომ ჩვენ და რუსებს უფრო გვესმის ერთმანეთის. რაც შეეხება ევროპელ გოგონებს, კლუბში თუ გაიცნობ გოგონას, მისთვის მხოლოდ იმ დღეს ხარ და მეორე დღეს შეიძლება არც კი შემოგხედოს. ქართველებს კი ასეთი რაღაცეები არ გვიყვარს.