17 ივნისი, 2018
"ორი სკამის ტური ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო" - რა აკავშირებს ანრი გუჩმანიძეს გიორგი ნაკაშიძესთან და რა რჩევებს აძლევს მას პროექტის გამარჯვებული
21 წლის ანრი გუჩმანიძე საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო. ის „იქს ფაქტორის“ კონკურსანტია და პროექტში გამარჯვებისთვის იბრძვის. ბათუმელი ახალგაზრდა პროექტს მიღმა ორი სკამის ტურზე რჩებოდა, თუმცა, „იქს ფაქტორის“ პროდუსერების გადაწყვეტილებით, კონკურსს მეხუთე მენტორი ანრი ჯოხაძე დაემატა და სწორედ მან აარჩია საკუთარი გუნდისთვის ანრი გუჩმანიძე. ანრი 3 წლის ასაკიდან მღერის, პროფესიით ფინანსისტი უნდა გამოვიდეს, თუმცა, უფრო დაწვრილებით მის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.

- აქამდე მხოლოდ ოჯახურ გარემოში ვმღეროდი, მეგობრებთან ერთად დაბადების დღეებზე. სიმღერის სიყვარული მამისგან მომყვება, ის
არის პირველი როკ-ჯგუფის დამაარსებელი საქართველოში. ახლა უკვე მარტო მღერის. ბათუმში გავიზარდე და დავიბადე. ჩემი ბავშვობის მეგობარია „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე და მასთან ერთადაც ხშირად მიმღერია.

- რა რჩევებს გაძლევს გიორგი, როგორც გამოცდილი „იქს ფაქტორელი“?
- ბევრ რჩევებს მაძლევს. მთავარი, რაც მისგან ვისწავლე, არის ის, რომ კრიტიკულ მომენტში არ ვინერვიულო და მშვიდად შევხვდე ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ორშაბათს ერთად ვიმღერებთ ფილარმონიის სცენაზე.

- სიმღერის გარდა რას აკეთებთ?
- ვსწავლობ. ჯერ მოსკოვში ვსწავლობდი, მაგრამ მივხვდი, საქართველოს გარეშე არსად ცხოვრება არ შემიძლია და ამიტომ დავბრუნდი აქ. ასპროცენტიანი დაფინანსებით მოვხვდი „სეუ“-ში, სადაც ფინანსების განხრით ვსწავლობ.

- რატომ ფინანსები?
- ბავშვობიდან აღმომაჩნდა მათემატიკის ნიჭი. ჩემთვის ეს სულ სხვა განზომილება და ჭეშმარიტებაა. მათემატიკა არის სულ სხვა სამყარო. თან ვფიქრობ, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს საფუძვლიანი განათლება, მითუმეტეს სულ ვერ იმღერებ, ცხოვრება არ მოგცემს ამის საშუალებას.



- აქამდე რატომ არ მოხვედით „იქს ფაქტორში“?

- მე ცოტა სხვანაირად ვცხოვრობ. ეტაპებად გავდივარ ცხოვრებას. წელს ვიფიქრე, რომ ჩემთვის აქ მოსვლა წარმატებული იქნებოდა, ამიტომ მოვედი, გამიმართლა და მინდა, გავიმარჯვო.

- თუმცა, ორი სკამის ტურზე მხოლოდ ანრი ჯოხაძის გამოჩენამ გადაგარჩინა...
- ჩემთვის ორი სკამის ტური იყო ურთულესი ეტაპი და დიდი გამოცდილება. საბედნიეროდ, ანრი ჯოხაძემ ამირჩია. ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით. ანრიმ ბევრი რამ მასწავლა, ნიჭიერი და განათლებული პიროვნებაა, მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა.

- უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, თქვენი გული თავისუფალია?
- პირადში ჯერ არაფერი არ ხდება. ადრე ვიყავი შეყვარებული, ახლა აღარ ვარ. სულ სხვა გეგმები მაქვს და პირადზე არ ვფიქრობ.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ბიბი
შემდეგ ტურში გუჩმანიძე დატოვებს პროექტს.
20:19 / 19-06-2018
გამოხმაურება / 0 /
Lusi
გუჩმანიძე სუსტი მომღერალია.
06:37 / 19-06-2018
გამოხმაურება / 1 /
Lusi- ს
გეთანხმები
15:34 / 19-06-2018
TOPS