21 მაისი, 2013
„მე სოსო ჯაჭვლიანი ვარ და ეს ვიქნები მთელი ცხოვრება...“
მე ისეთი გადამხდა, კინაღამ მოვკვდი, ერთი თვე არაფერი მიჭამია, ლანდი გამდიოდა. ყველამ კარგად იცის, რომ პრეზიდენტი მკვლელია. აფრასიძეები დახოცეს, შარაძე დახვრიტეს, ასზე მეტი ახალგაზრდა და პრემიერ-მინისტრი ჟვანია მოკლეს. 26 მაისი და 7 ნოემბერი დაარბიეს... ლაჩარი და მსუბუქი ყოფაქცევის პრეზიდენტი გვყავს, რომელიც დაწანწალებს მსოფლიოში და ქვეყანას აბეზღებს“, - აცხადებს დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი , რომლის თქმითაც , „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური საფლავი ელოდება...

- ბატონო სოსო, რატომ გადაწყვიტეთ უმცირესობისთვის ლექსის მიძღვნა?
- ეს მე კი არა, გენიოსმა ტერენტი გრანელმა
გააკეთა. მან თავისი უძლიერესი ლექსებით უწინასწარმეტყველა „ნაციონალებს“ დღევანდელი განაჩენი, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა გამოუტანა იმ არაადამიანური დამოკიდებულების გამო, რითაც თავი დაგვამახსოვრეს. ლექსი „მიცვალებულის დღიურიდან“ პირდაპირ ეხმიანება დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ პოლიტიკურ სამარე ელოდებათ და ეს გარდაუვალია... გენიოსი იმიტომ არის გენიოსი, რომ მისი ფიქრი და აზრი საუკუნეებს უძლებს.
- გახსოვთ ლექსი?
- რა თქმა უნდა, გრანელი ჩემი საყვარელი პოეტია. შემიძლია წაგიკითხოთ კიდეც რამდენიმე ფრაზა:
„შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის
ვარსკვლავები.
დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და

გვირგვინები...“
მინები, ვარდები და გვირგვინები კი ძალიან უყვართ ამათ, დემოკრატობას რომ იბრალებენ, სინამდვილეში კი, „ნაციონალების“ ნებისმიერი ლიდერი ნამდვილი სიკვდილის ფორმულა იყო. ყველა მათგანს უამრავი ცოდვა აქვს ჩადენილი და თავი დემოკრატებად მოაქვთ.
- პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდით...
- დიახ, მხოლოდ ჩემთვის კი არა, დანარჩენი მსახიობებისთვისაც უნდა მოეხადა ბოდიში. მისი სიტყვები გაახმოვანა პრემიერ-მინისტრმა, უსუფაშვილი მეუბნება, არ გავბედო არჩევნებში მსახიობებისა და რეჟისორების კანდიდატურების დაყენება, კანონპროექტების წერაში ერთი კაციც ვერ მეხმარებაო. ჩვენ არ ვართ დასაკარგი ქართველები. დავით უსუფაშვილმა არ უნდა თქვას, რომ მსახიობები არ სჭირდება. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვისაც სიმართლის თქმა უჭირს. მე სოსო ჯაჭვლიანი ვარ და ეს ვიქნები მთელი ცხოვრება.
- „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ ბევრი მსახიობია, მაგრამ პრეტენზია არავის გამოუთქვამს...
- დიახ და სწორედ ამიტომ გითხარით, მე სოსო ვარ ჯაჭვლიანი-მეთქი. მე ვმუშაობ კანონპროექტზე, რომელიც ძალიან მალე გახდება ცნობილი და ყველას, ვინც ჩვენი პროფესიის გამო ეჭვის თვალით გვიყურებს, პასუხს გასცემს. ჯერჯერობით არ დავაკონკრეტებ, რაზე ვმუშაობთ, ძალიან მალე გახდება ცნობილი... მანამდე კი ვიტყვი, ღმერთმა დამიფაროს, თუ ის არ ვთქვი, რასაც ვფიქრობ. ბოდიში, მაგრამ ვიღაცებმა თქვეს, ჯაჭვლიანმა სათქმელი დააგვიანაო...
- დიახ, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა...
- თავზე რომ გიზამენ, დაგვიანებულია?.. ჩემი მადლობელი არ უნდა იყო, რომ რამდენიმე დღე გიყურე და ეს ფაქტი მერე გავაპროტესტე?! პირიქით, შენზე მაგარი ტიპი ვარ, რომ ამდენი ხანი მოგითმინე და ეს არ ვთქვი. ე.ი. ამათ ჰგონიათ, თუ რაიმე დაგვიანდა, პასუხი აღარ უნდა გაგცენ?! იცით, სისხლის აღება როგორ დამკვიდრდა სვანეთში? კანონი არ კანონობდა და ადამიანს ბევრი რაღაც ეშლებოდა. სისხლის აღებას არ ვამართლებ, მაგრამ კანონი უნდა კანონობდეს!
- გაბრაზებული ჩანხართ...
- არა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვებუტები და ვუნაწყენდები. იცით, ჯანსაღი როდისაა ორგანიზმი? როდესაც ამა თუ იმ საკითხში სწორად ჩაერევი. შარშან ამ დროს გაზეთების პირველ გვერდზე დიდი შრიფტით ეწერა - თუ რას ვამბობდი პრეზიდენტზე, მაშინ ტერორი, წივილ-კივილი, „დუბინკები“ და ცოცხები იყო, მაგრამ იმავე ლექსიკით საუბარი რომ გავაგრძელო, არასწორია. როცა ადამიანი წაქცეულია, მას ჩაქოლვა აღარ უნდა.
- ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ წაქცეულია?
- წაქცეულია კი არა, ფორთხავს და რაც უნდა იტლიკინონ, მაგრები ვართო, მაინც წასულია მათი დრო... ამიტომ შესაბრალებიც კი არიან, მაგრამ კანონი თუ დაარღვიე, პასუხი უნდა აგო. მაშინ რა გამოდის, დავაშავე, მაგრამ რახან მთავრობაში ვარ, მეპატიება?! ვისაც მძიმე დანაშაული აქვს, ყველა უნდა დაისაჯოს. პრეზიდენტმა ღია ეთერში გასცა აფრასიძეების ოჯახზე ბრძანება, შედეგად ოთხი ვერტმფრენით 1200 კაცი აფრასიძეების ოჯახს თავს დაესხა. იქიდან ერთი ადამიანი იყო დასასჯელი და არა დასახვრეტი, მაგრამ ყველას გაუსწორდნენ. ეს საქმე უნდა გაირკვეს, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, მაგრამ პროკურატურაში უმეტესობა ძველი კადრია და დამნაშავე ვერ გამოიძიებს დანაშაულს... მე 26 მაისის აქციის მონაწილე და დაზარალებული ვარ. ამ აქციას, ჩემ გარდა, უამრავი დაზარალებული ჰყავს.
- მოითხოვთ ამ აქციის გამოძიებას?
- არა, პირადად მე მივუტევებ და თუ რატომ, ეს ჩემი საქმეა, მაგრამ ვითხოვ, ლუკა კურტანიძეს და სხვებს პასუხი გასცენ!.. მე ისეთი გადამხდა, კინაღამ მოვკვდი, ერთი თვე არაფერი მიჭამია, ლანდი გამდიოდა. პატრიარქმა რამდენიმე ადამიანი შემოაგზავნა და დააბარა - მივალ, ოღონდ ჭამოსო. მაშინ, ფაქტობრივად, ჰალუცინაციები დამეწყო, კრიტიკულად ვიყავი და შევუთვალე - უწმინდესო, უზარმაზარო, ნუ დამჩაგრავ-მეთქი! იცით, რა არის ვაჟკაცობა? როცა ბოდიშს შენ მოიხდი. ერეკლე მეფე მაჩაბელს ეუბნებოდა, თქვენ უნდა გიცავდეთ და აქეთ მიცავთო.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
M.
ბნელი კაცია.არც მსახიობად ვარგა, არც რეჟისორად და პოლიტიკაზე ზედმეტია საუბარი
19:19 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ალბინა
soso jawhvlianshi rogor sheidzleba vinmes ewhvi sheeparos,mashin gamodis aravin yofila sando,sosos zedve etyoba patrioti romaa,usufashvili ki tavisi maghalfardovani sityvebit imsaxurebs ganatleblobas,im sityvebis ukan ra imaleba magia sakitxavi,usufashvili da respublikelebi mtlianad gasadzevebelia partiidan da qveynidanac tu gindat,zianis meti ra moutanes qveyanas da didad gamkvirvebia b-oni bidzinasi vin aghadgina mkvdretit da vin daiyena gverdit,esaa sakitxavi torem jawhvliani da sxva msaxiobebi patriotul saqmes emsaxurebian,zustadac matnairebit unda iyos dakompleqtebuli axali mtavroba,axali shedegebi rom mivighot
17:59 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
berita
სიმართლეს ვიტყვი და მეც არ მომეწონა-სოსოს ჯიპის ამბავი,მაშინ, როცა ეს გაჩანაგებული ხალხი ,იმედის თვალით შემოგყურებს, მაშინვე მანქანა, თან ზვირადღირებული...რაღაც....მაგრამ, სოსო რომ ნამდვილი ქართველი კაცია, თავის კაცურობით, გარეგნობით და ყველაფრით, ეს უდავოა...ისეთმა Fურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესოოოო-არ გაგიგიათ ხალხნოო? ამ საცოდავ ნაც.ბანდას სოსოსნაირ ხალხზე რა აქვთ სათქმელი, ამ ბნელებს,თვითონ კი არა, ლამის დედები შემოსხან ათჯერ სოსოზე მაგარ მანქანებზე,ვაი ნაცებოოოო
16:12 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ამან თავის 100 000-იან მანქანას რომ მიხედოს არ ჯობიააა??? სწორი უტქვამს უსუფაშვილს, ეს და სხვა მისნაირებიი, სკამებს რომ იკავებენ მარტო პარლამენტში რა კანონპროექტის დამწერები არიან. სასაცილოა პირდაპირ...
15:30 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ელლა
ერტი სოსო ტოლია მტელი ნაც ხროვის თავიანთი მომხეებიანად...უფ ვაჟკაცო გაიხარე და გაახარე საქართველო...დიახ უყვარხარ საქარტველოს..
11:08 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS