11 ივნისი, 2018
"მეამაყება, რომ ობოლა ციმაკურიძის შვილი ვარ!" - გოგონა, რომლის ნამღერი ინტერნეტჰიტი გახდა
"მამაჩემი უნიჭიერესი და სასწაული აურის მქონე ადამიანი იყო, მინდა, ხალხს მეც ისე ვუყვარდე, როგორც ის უყვარდათ, ბევრჯერ ჩემი ვინაობა რომ გაუგიათ, სრულიად უცნობებს აცრემლებული თვალებით ჩამხუტებიან და მის ქება-დიდებას მოჰყოლიან. მე ძალიან ამაყი ვარ, ასეთი კაცის შვილი რომ ვარ!" - ცნობილი პაროდისტის ობოლა ციმაკურიძის შვილი - ნუცა ციმაკურიძე ვენაში სწავლობს. მან უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია და მამასა და თავის დღევანდელობაზე ვრცლად გვესაუბრა.


- პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოხმაურებისთვის და უღრმესი მადლობა გადავუხადო
იმ ხალხს, ვინც ჩემს ვიდეოს გამოეხმაურა და ამ ორი დღის განმავლობაში საოცარი სიხარული მომანიჭა, საოცრებების მოხდენა შეუძლია მუსიკას...


დავიბადე თბილისში და გავიზარდე ძალიან მუსიკალურ ოჯახში, სულ სიმღერა და ტკბილი ჰანგები ჩამესმოდა ყურში, ბევრჯერ მომისმენია, რომ ჩემზე ორსულად მყოფი დედა გიტარას ხელიდან არ აგდებდა... ბებიას კონსერვატორია აქვს დამთავრებული საფორტეპიანო განხრით, პიანისტია. ალბათ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბავშვობიდან ვიცოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში გამეკეთებინა, რისთვის მეცხოვრა და რა გზით წავსულიყავი. პატარაობიდან ვმღერი და 3 წლიდან სცენაზე ვდგავარ. უამრავ კონკურსში თუ ფესტივალში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია, ერთ-ერთი ასეთი გადაცემა იყო "ანა-ბანა",
რამაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ალბათ პირველი სერიოზული ნაბიჯები სწორედ "ანა-ბანა"-დან დაიწყო. მე ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი და გრანპრიც სწორედ მე გადმომცეს, მოგზაურობა "პარიზის დისნეილენდში", ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ თემურ ჭყონიას და ანა-ბანა-ს მთელს შემადგენელ ჯგუფს, ჩემს უსაყვარლეს მარინა ბერიძეს... შემდეგ იყო საბავშვო იურმალა, სადაც მხოლოდ სამი ქართველი ბავშვი აგვარჩიეს, სამწუხაროდ, პატარ-პატარა მიზეზების გამო, ვეღარ მოხერხდა ჩემი იქ ჩასვლა და კონკურსში მონაწილეობის გაგრძელება...

Rating


სწორედ ის პერიოდია, როდესაც გარდატეხის ასაკი მქონდა და ვარჩიე, ცოტა ხნით გავჩუმებულიყავი და არ მემღერა, რადგან შემერჩუნებინა და არ დამეზიანებინა ხმა. ალბათ 3 ან 4 წელი მართლაც ასე ვიყავი, ჩუმად. ყველა, ვინც მიცნობდა, სულ მეკითხებოდნენ სად ხარ, რატომ არ ჩანხარ, რატომ არ ღებულობ არსად მონაწილეობასო... სამწუხაროდ, უმრვლესობა ვერ იგებდა გაჩუმების მიზეზს, მაგრამ ჩემთვის მთავარი, საფუძვლიანი მომავალი იყო და არა დროებითი ფურორის მოხდენა და შემდეგ საერთოდ გაჩუმება. მაგრამ უკვე იმ პერიოდში, როდესაც უკვე შემეძლო თვისუფლად მემღერა, მომისმინეს, გამსინჯეს, ძალიან კარგმა და მცოდნე მუსიკოსებმა და მითხრეს, შენ მსოფლიო მნიშვნელობის ხმა გაქვს და საოპერო გზით უნდა გააგრძლო შენი მომავალიო, მართლაც მომდევნო წელს კონსერვატორიაში ჩავაბარე უფასოზე და თემურ გუგუშვილის კლასში წარმატებით გავაგრძელე სწავლა, ძალიან მადლიერი ვარ მისი და მეამაყება, რომ მე მისი მოსწავლე ვარ! არ მინდა გამომრჩეს ჩემი ფეხზე დამყენებელი და ჩემი პირველი პედაგოგი ნინო ბესტაევა. ქალბატონი ლია კვარაცხელია და ბატონი რევაზ ლაგვილავა, სწორედ მათი რჩვით დავადექი იმ გზას, რაზეც ახლა ვდგავარ...


მე ახლა ვენაში ვსწავლობ, მსოფლიოს რეიტინგებით მეორე ადგილზე მყოფ მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით, ვფიქრობ რეგულარული სტუდენტი გავხდე და აქ ბოლომდე გავაგრძელო სწავლა, ამისთვის ბევრი შრომა მიწევს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემს პროფესორს ძალიან მოვწონვარ და არ უნდა, რომ სადმე სხვაგან გამიშვას სასწავლებლად. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS