07 ივნისი, 2018
კაა სოფია ნიჟარაძეს ცოლობაზე უარს ეუბნება - თეატრიდან რუსთაველის აქციაზე მოხვედრილი მსახიობის გული უკვე დაკავებულია
მსახიობი ლაშა ცუცქირიძე ერთი კვირის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო. მისი წამოძახილი კაა - სოც. ქსელში ვირუსულად გავრცელდა და პოლიტიკაში წასულ მსახიობს, არნახული პოპულარობა მოუტანა.

„რეიტინგმა“ ლაშა ცუცქირიძესთან საუბარი მის მიერ შესრულებულ როლებზე საუბრით დაიწყო.

- პროფესიით მსახიობი ვარ, გადაღებული ვარ სხვადასხვა მუსიკალურ კლიპებში, სერიალებში „ყავა და ლუდი“, ასევე „ჩემი ცოლის დაქალებში“. კიდევ ინდურ ფილმებში ვითამაშე.

- რომელ ინდურ ფილმებში ხართ გადაღებული?

- არ ვიცი, იმ ფილმების სახელი. ასე ვერ გეტყვით.

- არ იცით სად ითამაშეთ?

- თქვენ დამაფიქრეთ ახლა იმ ფილმებზე, ინდოელები ფილმს როცა იღებენ, მერე არქმევენ სახელს და არ ვიცი, რა ჰქვია ფილმებს ჩემი მონაწილეობით. ინდურ ფილმებში თამაში ჩემთვის მხოლოდ ფინანსური ინტერესი იყო.

- პოლიტიკაში როდის მოხვდით?

- 2013 წელს მოვხვდი პოლიტიკაში. როცა დავინახე ქვეყანა რეგრესისკენ მიდიოდა, გადავწყვიტე, პროტესტი გამომეხატა. კატასტროფა ხდება ქვეყანაში და ძალას არ ვიშურებ, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო.

- პოლიტიკაში მოსვლამდე რა იყო თქვენი შემოსავლის წყარო?
- ვაკის სარდაფში ვთამაშობდი და სხვადასხვა თეატრებთან ვთანამშრომლობდი, როგორც მიწვეული მსახიობი. სახელმწიფო სამსახურში ერთი წუთითაც არ მიმუშავია. რომ ამბობენ, თითქოს კორუფციულ გარიგებებში ვიყავი, ტყუილია. შინაგანად პატრიოტი ადამიანი ვარ და ამიტომ ვიბრძვი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

- ზვიად კუპრავას როდის დაუმეგობრდით, რამ გაგაერთიანათ?
- მე და ზვიადი ერთ-ერთ აქციაზე დავმეგობრდით. ისიც „ოცნების“ გადაცდომების წინააღმდეგ იბრძვის. ამას მოჰყვა ძმაკაცობა. რაღაცეებს რომ ავრცელებენ ჩვენზე, სისულელეა.

- თქვენი და ზვიად კუპრავას აეროპორტში გადაღებულ ვიდეოს გულისხმობთ?
- თუნდაც. აეროპორტში დავხვდი კაცს, რაღაცის თქმა უნდოდა, გარშემო თანამშრომლები და ჟურნალისტები იდგნენ, ამიტომ ყურში მითხრა სათქმელი, ამათმა კი გულები დაადეს და ისე გაავრცელეს. მარაზმია ეს ყველაფერი.

- გაბრაზებული მეჩვენებით ამ ვიდეოს გამო?
- არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ ძალიან უსუსურობაა. კა-ს მეტი ვერაფერი ჩამიდეს.

- ხომ თქვენ წამოიძახეთ კა?
- კი. სხვადასხვა აზრებს ვუყრიდი თავს და წამოვიძახე კა. ტელევიზიით არ ჩანდა, მაგრამ აქციაზე დაკავებას გვიპირებდნენ და მაღალი ტემპერატურა იყო.

- და კა-ს წამოძახებით გაფანტეთ, ვინც დაკავებას გიპირებდათ?
- არა, რას მეუბნებით (იცინის).

- გიყვართ მულტფილმები?
- ბავშვობაში მიყვარდა, ახლა ახალ პერსონაჟებს ვეძებ, რაც რეალობას შეეფერება.

- შეყვარებული ხართ?
- კი, მაგრამ ვინ არის ჩემი რჩეული, ამას ახლა ვერ ვიტყვი, რადგან არ მინდა, რამე საფრთხის წინაშე დავაყენო.

- ანუ სოფო ნიჟარაძეს ცოლად ვერ მოიყვანთ, გაეცანით მის პოსტს თქვენთან დაკავშირებით?
- წავიკითხე კი და გამეცინა. სოფო ჩემთვის არის პროფესიონალიზმის და სილამაზის ეტალონი.

- თუმცა ცოლად ვერ მოიყვანთ, ხო?

- (იცინის)


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS