სალომე ჭაჭუა: ცოტა ხნის წინ ხატვა დავიწყე. ბავშვობიდან მინდოდა მეხატა, მაგრამ ვიცოდი, არ გამომივიდოდა. ახლა კი, ვიყიდე ყველაფერი და ვჯღაბნი ჩემთვის. სულ სხვანაირად ვიხარჯები, ვფიქრობ. ვინც ნახა, მითხრა: თურმე ხატვა შეგძლებია, რატომ მალავდიო. ვმალავდი კი არა,
– საკმაოდ წარმატებულია შენი საცეკვაო კარიერა, ბევრ ტურნირზე გამოდიხარ.
– წელს ცეკვის სფეროში ძალიან განვვითარდი და უზომოდ ბედნიერი ვარ. ფედერაციაც შევიცვალე, გადავედი, სადაც ტექნიკას დიდ ყურადღებას აქცევენ. ცოტა ხნის წინ ვამბობდი, წელს ვისწავლე რა არის ცეკვა-მეთქი – ტოპ-ტრენერებთან ვემზადებოდი. მათ ვიდეოებზე გავიზარდე და ახლა ისინი რომ გასწავლიან და კომპლიმენტებს გეუბნებიან, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება.
– როგორია შეგრძნება, როდესაც ოცნება რეალობა ხდება?
– პირველად რომ ჩავედი, არ მჯეროდა, ჩემს მეწყვილეს ვეუბნებოდი: თავი სიზმარში მგონია-მეთქი. თან, იმდენად უშუალო ადამიანები არიან, თვითონ მოდიან, გეცნობიან, კითხვებს გისვამენ. რომ ვეუბნები, თქვენს ვიდეოებზე ვისწავლე ცეკვა-მეთქი, არ სჯერათ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სფეროში გურუ კომპლიმენტებს მეუბნება და მაშინ ვფიქრობ, რომ დრო უქმად არ დამიხარჯავს. არასდროს მიცეკვია მედლის გამო, არ მითქვამს, მე უნდა მოვიგო-მეთქი. ჩემთვის ყველაზე მთავარია, როცა სრულიად უცხო ადამიანი მეუბნება: ერთი სიამოვნებაა შენი ცეკვის ნახვაო. იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი ცეკვით, რომ ამას სიტყვით ვერ გადმოვცემ – ეს არის უზომო სიამოვნება.
– ცოტა ხნის წინ სალომე ღვინიაშვილის ჩვენება გახსენი, თან, ძალიან ლამაზად და ეფექტურად.
– სალომეს დიდი სურვილი ჰქონდა, მისი ჩვენება გამეხსნა. მეც ყოველთვის მინდოდა ასეთ ჩვენებაზე, ზუსტად ასეთ სტილში გამოვსულიყავი. სალომემ ხაზი გაუსვა ქალურობას, ელეგანტურობას. მუსიკაც ისეთი იყო, რომ ყველაფერი ზუსტად და კარგად ჩაჯდა. კოსტიუმი ისეთი შევარჩიეთ, რომ ყოფილიყო ესთეტიკური, სენსიტიური და არ გადასულიყო ზედმეტობაში. ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუნდაც, იმ მარტივ მოძრაობებზე – როგორ გამეკეთებინა სწორად, ვულგარულად რომ არ გამოჩენილიყო. ვიყავი ქალური, მანერული, სენსიტიური და ამას ხაზი გავუსვი ქორეოგრაფიაში, იმ მინიმალისტურ კოსტიუმში.
– გქონდა რაიმე კომპლექსი, როდესაც ასეთი სექსუალური კოსტიუმით გამოხვედი, რომელშიც თითქმის მთელი სხეული ჩანდა და მხოლოდ გარკვეული ადგილები გქონდა დაფარული.
– როდესაც ვცეკვავ, კოსტიუმი ისე უნდა მოვირგო, რომ მოძრაობის დროს დისკომფორტი არ განვიცადო. ამიტომ, პრობლემა არ ყოფილა. უბრალოდ, ვფიქრობდი იმაზე, როგორ გამოჩნდებოდა ვიზუალი. თან ჩვენებაზე ადამიანები სხვა რამის სანახავად მიდიან, არ მინდოდა, მაყურებელს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ცეკვის სანახავად მოვიდა. რეპეტიციის დროს უზომოდ ბევრჯერ გადავიღე ვიდეო, სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა რაკურსიდან. ვფიქრობ, ჩვენი ჩანაფიქრი გამოვიდა, რადგან თითქმის 100 პროცენტი კარგი გამოხმაურება იყო. მე და სალომე კოსტიუმზეც ვფიქრობდით ერთად: რა შეიძლებოდა, შიგნიდან ჩამეცვა ცეკვის დროს, ბოლოს ერთად შევჯერდით. ცეკვის დეტალები შევიტანე კოსტიუმში, სალომემ გენდობიო და ვფიქრობ, კარგი გამოვიდა. სალომემ რომ მითხრა, მე მინდა კომბინეზონი, წულიო, უკვე ყველაფერი გასაგები იყო, რადგან ვიცი, რა შეიძლება მოუხდეს ჩემს სხეულს, რა უფრო კარგად გამოჩნდება.
– არსებობს რამე, რაც შეიძლება შენს სხეულს არ მოუხდეს?
– რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი „წიკები“. რადგან კარგად ვიცნობთ საკუთარ სხეულს და ზუსტად ვიცით: რა მოგვიხდება და რა – არა. მე არ მიხდება ყველაფერი. შეიძლება, რაღაც ჩავიცვა, მაგრამ ის ჩემებურად უნდა მოვირგო. განაგრძეთ კითხვა: