07 ივნისი, 2018
"მონარქია აუცილებლად აღდგება" - გაიცანით ღვანკითელი ავტოინჟინერი პრინცი
„რეიტინგის“ რესპოდენტი 35 წლის ირაკლი ბაგრატიონია. ის ბაგრატიონების იმერეთის შტოს მემკვიდრეა. ირაკლი სოფელ ღვანკითში დაიბადა და გაიზარდა. ცხოვრობდა მონასტერში, დამთავრებული აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სასულიერო სემინარია. უფრო დაწვრილებით საკუთარ თავზე ირაკლი ბაგრატიონი გიამბობთ.

- ვიზრდებოდი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მეც მშიოდა, მეც დავმტვრეულვარ და მეც მიყვარს სოფლური ცხოვრება, ჩვენს გაზრდას შორის არანაირი განსხვავება არაა. თუმცა, ბაგრატიონი ყოველთვის იყო პასუხისმგებლობა, ასეთი იყო გარემოცვის
დამოკიდებულება. ღვანკითში დავიბადე და გავიზარდე, დღესაც ვიცხოვრებდი სოფელში, მაგრამ იქ არ არის დასაქმების საშუალება და სამწუხაროდ, ბოლო 15 წელია, თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით ავტოინჟინერი ვარ და ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ გენერალური მენეჯერის პოსტზე. ბაგრატიონებს გვიზიდავს ავტომობილები (იცინის).

- ცნობილია, რომ მონასტერშიც ცხოვრობდით, რატომ წახვედით მონასტერში?
- ყოველთვის მინდოდა მონასტერში წასვლა, პირველად 15 წლის ასაკში წავედი დავით-გარეჯის მონასტერში, სადაც ათი დღე დავრჩი. შემდეგ როცა სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, 4 წელი ვცხოვრობდი ტაბორის მთაზე ფერისცვალების მონასტერში. ფეხით დავდიოდი სემინარიაში. სტიქაროსანი ვიყავი და ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. ჩემი სახლია მონასტერი.

Rating

- შეყვარებული ხართ?

- არ ვარ შეყვარებული. პრეტენზიულიც არ ვარ. უბრალოდ ცხოვრება არის ასეთი, ჩვენ ვეძებთ და ან გაგვიმართლებს, ან არა. ჯერჯერობით მე თანამგზავრს ნამდვილად არ ვეძებ. მიმაჩნია, ადამიანი სანამ ახალგაზრდაა ტავისუფლად უნდა იცხოვროს.

- დიდგვაროვან საცოლეს ეძებთ?
- არავის არ ვეძებ და არც გვარს ვანიჭებ მნიშვნელობას. შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამ თემაზე ლაპარაკი სასაცილოა.

Rating

- თქვენი აზრით, მონარქია აღდგება საქართველოში?
- მონარქია აუცილებლად აღდგება მაშინ, როცა ამას საზოგადოება მოითხოვს. სამეფო დინასტიამ საუკუნებს იმიტომ გაუძლო, რომ ბაგრატიონი არ ემსახურება საკუთარ თავს, ბაგრატიონი ემსახურება საზოგადოებას. ნახეთ სოლომონის სასახლე იმერეთში და ერეკლეს სასახლე კახეთში, ჩვეულებრივი თავადის სახლისგან ის არც განსხვავდება.

- ვის ეკუთვნის მეფობა მონარქია თუ აღდგა?
- უფლის მადლით, გვეზრდება პატარა გიორგი, რომელიც ბაგრატიონების მემკვიდრეა.

- რატომ არ იყავით პრინც ხუანის და ქრსიტინეს ქორწილში, დაძაბულობაა თქვენს შორის?

- არანაირი დაძაბულობა ჩვენს შორის არ არის, ვულოცავ მათ გაბედნიერებას. სწორედ მაგ დღეს, როცა ქრისტინემ და ხუანმა იქორწინეს, ჩემი დისშვილის ნათლობა იყო ქუთაისში და ამას ნამდვილად ვერ გამოვაკლდებოდი.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
gio
კაცობრიობა ვინ მიდის, ეს კი ადამის დროინდელ ამბებს გვიყვება. ვისაც სამეფო ტახტის აღდგენა უნდა წავიდეს სასაფლაოზე, იქ უქადაგოს მკვდრებს
18:41 / 07-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ტატა
დაძაბულობა რატომ უნდა იყოს ხუანს და ირაკლის შორის??? რა კავშირები ჰქონდათ ერთმანეთთან თუ რა????
18:04 / 07-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ტატა
დედა რა გვარია ნეტავ????? ღვანკითში ისე თავადის გვარებიც ცხოვრობენ.
18:01 / 07-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ნნნნ
კარგით რა მეტი ვერავინ ნახეთ,, ღმერთმა ნუ ქნას მაგის იმედზე იქნეს ჩვენი ქვეყანა. ღვანკითლები
17:47 / 07-06-2018
გამოხმაურება / 0 /
G-ordi
არადა ამ დიდებული ვარის ნამდვილი წარმომადგენლები(ბევრი ყალბი ბაგრატიონი არსებობს და საზოგადოების პატივისცემით დაუმსახურებლად სარგებლობენ) სათანადოდ დაფასებულები არ არიან.ირაკლი ამ დიდებული გვარის და იმერეთის მეფეთა ნაღდი შთამომავალია.
17:43 / 07-06-2018
გამოხმაურება / 0 /
bs
ძაან მომწონს რომ მეფობაზე არ იქაჩება, შეიძლება ვცდები მაგრამ სხვებს თუ მეფობა პრივილეგია ჰგონია, ამ კაცს პასუხისმგებლობა და ეს მომწონს
17:29 / 07-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ემჩნევა რომ ბაგრატიონების შთამომავაია. აქვს გამოხატული ქართული ნაკვთები. სახეზე აწერია რომ სუფთა ჯიშის ქართველია.
16:32 / 07-06-2018
გამოხმაურება / 1 /
Niko
აბა მასე კითხე სომხებს
23:36 / 07-06-2018
TOPS