06 ივნისი, 2018
რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი სერიალის გმირი "სექსუალური მარეხი" - "ჩემთვის აუხდენელი ოცნება არ არსებობდა"
"...მიყ­ვარს ის, ვარ­დის­ფერ­სათ­ვა­ლი­ა­ნი, ცხოვ­რე­ბის ტკი­ვილ­გა­უვ­ლე­ლი ბავ­შვუ­რი მა­რი­ა­ნა, რომ­ლის­თვი­საც აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა არ არ­სე­ბობ­და", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ა­ნა ნი­ნი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერთ დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ის ფიქ­რობს, რომ სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თის გამო, თა­ვის დრო­ზე ბევ­რი რამ არ გა­ა­კე­თა და ამის გამო და­ზა­რალ­და კი­დეც... რას საქ­მი­ა­ნობს დღეს და რო­გორ ცხოვ­რებს მსა­ხი­ო­ბი? - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა:

ბავ­შვო­ბის უდარ­დე­ლი წლე­ბი:

- რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვი, მშობ­ლე­ბი ხში­რად გიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ?


- გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, უდი­დეს სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბო­ში გა­ვი­ზარ­დე. ჩემ­თვის
ოც­ნე­ბა არ არ­სე­ბობ­და. სა­ნამ ვი­ოც­ნე­ბებ­დი, უკვე ყვე­ლა­ფე­რი ას­რუ­ლე­ბუ­ლი მქონ­და. ცელ­ქი ნაკ­ლე­ბად ვი­ყა­ვი, უფრო არ­ტის­ტუ­ლი და მხი­ა­რუ­ლი გახ­ლდით... მუდ­მი­ვად ვი­ღა­ცას ვბა­ძავ­დი ან ხმით, ან სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რით. ეს ძა­ლი­ან ამ­ხი­ა­რუ­ლებ­და ჩემს ოჯახს, დე­დას, მე­გობ­რებს და რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლაფ­რით მეც ვი­წო­ნებ­დი თავს.

- რის გამო იღებ­დი მშობ­ლე­ბის­გან ყვე­ლა­ზე ხში­რად შე­ნიშ­ვნას?

- რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნიშ­ვნებს, რა თქმა უნდა, ვი­ღებ­დი. ვთვლი, რომ ამის გა­რე­შე ბავ­შვი პი­როვ­ნე­ბად ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. თუ არ მი­უ­თი­თე, შე­უს­წო­რე, ას­წავ­ლე - არა­ფე­რი გა­მო­ვა...

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი? მას­წავ­ლებს აბ­რა­ზებ­დი?

- სკო­ლას რაც შე­ე­ხე­ბა, მი­ცელ­ქია, მას­წავ­ლე­ბე­ლიც გა­მიბ­რა­ზე­ბია, მაგ­რამ უზ­რდე­ლი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ლა­პა­რა­კი მიყ­ვარ­და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და სწო­რედ ამის გამო ვი­ღებ­დი ხოლ­მე შე­ნიშ­ვნებს.

სიყ­ვა­რუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი

- ბავ­შვო­ბა­ში რა პრო­ფე­სი­ა­ზე ოც­ნე­ბობ­დი?

- თა­ვი­დან­ვე მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და, სხვა ოც­ნე­ბა არც მქო­ნია.

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავ­და?

- სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ნამ­დვი­ლად არ მყვა­რე­ბია. მო­წო­ნე­ბით კი, რამ­დე­ნიც გინ­და... მაგ­რამ ამა­ყი და თავ­ნე­ბა გოგო რო­გორ ვაგ­რძნო­ბი­ნებ­დი ვინ­მეს, რომ მომ­წონ­და?!

- ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­გორ ფიქ­რობ, სი­ა­მა­ყე კარ­გია თუ ცუდი?

- დღეს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ღი­მე­ბა, მაგ­რამ მიყ­ვარს ის ვარ­დის­ფერ­სათ­ვა­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის ტკი­ვილ­გა­უვ­ლე­ლი ბავ­შვუ­რი მა­რი­ა­ნა...

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა სად გა­აგ­რძე­ლე?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე სწავ­ლა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვაგ­რძე­ლე.

- რო­გო­რი სტუ­დენ­ტო­ბა გქონ­და?

- ჩემი სტუ­დენ­ტო­ბა რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა - 90-იანი წლე­ბი გახ­ლდათ... მაგ­რამ თუკი სად­მე იყო სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ეს სწო­რედ ჩვენ­თან იყო, ინ­სტი­ტუ­ტში.

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ხარ?

- რა თქმა უნდა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ! მიზ­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია.

- შრო­მის­მოყ­ვა­რე თუ ხარ? ოდეს­მე სი­ზარ­მა­ცის გამო, რამე გა­გი­ფუ­ჭე­ბია?

- შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ... სი­ზარ­მა­ცე ყვე­ლა ადა­მი­ან­შია და გა­მო­ნაკ­ლისს არც მე წარ­მო­ვად­გენ... სი­ზარ­მა­ცის გამო არა, მაგ­რამ ჩემი ხა­სი­ა­თის გამო ბევ­რი რამ ვერ ან არ გა­ვა­კე­თე და ამან და­მა­ზა­რა­ლა, მაგ­რამ ძნე­ლია, სა­კუ­თარ თავს უღა­ლა­ტო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS