05 ივნისი, 2018
დიზაინერი, რომელმაც მაკა ჩიჩუა პოდიუმზე გამოიყვანა: "რთულია 50 კაცს ჩააცვა ერთ კვირაში..."
გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძეს კარგად არა მხოლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში იც­ნო­ბენ. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა სურ­და და ჩა­ა­ბა­რა კი­დეც, თუმ­ცა, ეს პრო­ფე­სია უპერ­სპექ­ტი­ვოდ მო­ეჩ­ვე­ნა და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რძო. არის ავან­გარ­დუ­ლი მო­დის ასამ­ბლე­ის "ამა"-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და არა­ ერ­თი ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი სწო­რედ მან აღ­მო­ა­ჩი­ნა. სხვა­დას­ხვა დროს წარ­მა­ტე­ბულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ზე მუ­შა­ობ­და, დღეს კი „იქს ფაქ­ტო­რის“ სას­ცე­ნო გა­ფორ­მე­ბა­სა და კოს­ტი­უ­მებ­ზე ზრუ­ნავს.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, ორი წელი ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა და­ინ­გრა და ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლა დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე
გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. უფრო ხე­ლოვ­ნე­ბის და ბიზ­ნე­სის თან­ხვედ­რა და­ვი­ნა­ხე ამ სფე­რო­ში. ესეც არ­ქი­ტექ­ტუ­რაა, ოღონდ ტან­საც­მლის.

- 90-იან წლებ­ში ბი­ჭის დი­ზა­ი­ნე­რო­ბას ოჯა­ხი ალ­ბათ ძა­ლი­ან რთუ­ლად აღიქ­ვამ­და, თქვე­ნი ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა ამ არ­ჩე­ვანს?

- არა­ნა­ი­რი უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია არ იყო. არც არას­დროს ჩა­რე­უ­ლან ჩემს საქ­მე­ში და ამ­ჯე­რა­დაც მშვი­დად მი­ი­ღეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი. მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­ვა­კე­თეთ ავან­გარ­დუ­ლი მო­დის პირ­ვე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი. მე ვი­ყა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დის ინ­დუსტრია. ამ ფეს­ტი­ვა­ლის შექ­მნის იდეა გელა კუპ­რაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და, ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში იყო ჩა­სუ­ლი და როცა იქე­დან დაბ­რუნ­და, თქვა ფეს­ტი­ვა­ლი გა­ვა­კე­თო­თო. ორი წელი ვა­ტა­რებ­დით ფეს­ტი­ვალს, მერე უკვე ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი დაგ­ვიდ­გა და ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლეთ.

ფი­ნან­სუ­რად არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბო­და, დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ვხარ­ჯავ­დით, რაც გვქონ­და, უფრო ენ­თუ­ზი­აზ­მით ვმუ­შა­ობ­დით. ბევ­რმა ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა სწო­რედ აქ აიდ­გა ფეხი, მა­გა­ლი­თად ავთო ცქვი­ტი­ნი­ძე პირ­ვე­ლად ამ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოჩ­ნდა, ზა­ლი­კო ბერ­გე­რი და სხვე­ბი. მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იყო, ხალ­ხი რუ­სე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სომ­ხე­თი­დან და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­დი­ო­და ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად.



- თქვენ რა კუ­თხით მუ­შა­ობ­დით ამ ფეს­ტი­ვალ­ზე?


- ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დი­ზა­ი­ნე­რი არ იყო მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე ფეს­ტი­ვა­ლის მხატ­ვრულ მხა­რე­ზე ვმუ­შა­ობ­დი, რჩე­ვებს ვაძ­ლევ­დი დი­ზა­ი­ნე­რებს, რო­გო­რი სახე ექ­ნე­ბო­და სა­ბო­ლო­ოდ კო­ლექ­ცი­ას. ბევ­რი ინ­ფან­ტი­ლუ­რი იდე­ით მო­დი­ო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისე გვინ­დო­და ამ საქ­მის კე­თე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვდი­ო­და.

პირ­ვე­ლად ფეს­ტი­ვა­ლი 1995 წელს ჩა­ვა­ტა­რეთ, გახ­სოვთ ალ­ბათ რა დრო იყო, რა ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა­ფერს უფა­სოდ ვა­კე­თებ­დით. მა­შინ გაჩ­ნდა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო „ნა­ტა­ლი“, არა ­ერ­თმა ცნო­ბილ­მა მო­დელ­მა სწო­რედ მა­შინ აიდ­გა ფეხი. ძი­რი­თა­დად კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით ვა­კე­თებ­დით ამ საქ­მეს, თუმ­ცა, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ფუ­ლის გამო „გვახ­რჩობ­და“. დღეს რომ იგი­ვე მას­შტა­ბის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ა­კე­თო, გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი დაჯ­დე­ბა. ძა­ლი­ან დიდ ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მე­ო­რეც, ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­იკ­ვა­ლო ამ დრო­ში გზა, უკვე სხვა რა­ღაც სირ­თუ­ლე­ებს შე­ას­კდე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს გა­და­უ­ლა­ხა­ვად მეჩ­ვე­ნე­ბა, მა­შინ არ იყო ეს. კი გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში ორი მო­დის კვი­რე­უ­ლი, მაგ­რამ ავან­გარ­დუ­ლი მოდა არ არის ბიზ­ნეს­ზე გათ­ვლი­ლი და არც მარ­ტი­ვად შე­საქ­მნე­ლი არ არის ავან­გარ­დუ­ლი სა­მო­სი. ბა­ი­ა­რებს არ აინ­ტე­რე­სებთ ასე­თი სა­მო­სი, მო­ტი­ვა­ცი­აც აღარ აქვს ხალ­ხს ასე­თი საქ­მე გა­ა­კე­თოს.

თვალს ვა­დევ­ნებ აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტებს და კრე­ა­ტი­ვი არ აკ­ლია ახალ თა­ო­ბას, ჩვენს დროს თუ მხო­ლოდ ვხა­ტავ­დით და შე­ხე­ბა არ გვქო­ნია ნა­ჭერ­თან, დღეს გა­ცი­ლე­ბით კარ­გი სწავ­ლის პი­რო­ბე­ბი აქვთ, მაგ­რამ ბევ­რი უნდა გა­და­უ­ხა­დო დი­ზა­ი­ნერს ავან­გარ­დუ­ლი სა­მო­სის­თვის.

Rating

- თქვენს დროს რო­გორ ის­წავ­ლე­ბო­და დი­ზა­ი­ნი?

- ჩემს დროს ის­წავ­ლე­ბო­და ქა­ღალ­დზე. იმი­ტომ რომ მა­სა­ლა არ არ­სე­ბობ­და ფაქ­ტი­უ­რად. მა­სა­ლა­ზე შე­ხე­ბა მქონ­და დიპ­ლო­მი როცა გა­ვა­კე­თე მა­შინ, მა­ნამ­დე ბი­ა­ზის მეტი არა­ფე­რი მჭე­რია ხელ­ში. ტყა­ვის და ფეხ­საც­მლის დი­ზა­ინ­ზე ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ ტყა­ვის მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. დღეს რამ­დე­ნი­მე ჩემი ყო­ფი­ლი ჯგუ­ფე­ლი ას­წავ­ლის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში და სხვა­ნა­ი­რად მი­ყავთ კურ­სი. იდე­ე­ბის დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბას ას­წავ­ლი­ან, ვთქვათ მო­ცე­მუ­ლო­ბა არის ბოთ­ლი, ამის მი­ხედ­ვით ხდე­ბა კო­ლექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა. დი­ზა­ი­ნე­რო­ბა არის იდეა და თუ ამ იდე­ას ტექ­ნი­კუ­რად ვერ მო­არ­გებ კონ­სტრუქ­ცი­ას, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS