23 მაისი, 2018
რომელი კონკურსანტი მიაჩნია ყველაზე ძლიერ კონკურენტად ია ტომაშს? - "...X ფაქტორში გადასვლა ჩავაწყვე..."
ია ტომაში ქუთაისელი გოგონაა, რომელიც მაყურებელმა X ფაქტორის სცენაზე გამოჩენისთანავე შეიყვარა ბავშვური ღიმილის, არაორდინალური იმიჯისა და გასაოცარი ვოკალური მონაცემების გამო. როგორც აღმოჩნდა, იას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ და არა ერთი უცნაური, სასაცილო ჭორიც კი აუგორეს.

-პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენი ხანია მღერი?
-ვმღერი 16 წლიდან.

-მოგვიყევი როგორია ერთი ჩვეულებვრივი დღე ია ტომაშისთვის... როგორ იწყება შენი დილა, ვისთან ერთად საუზმობ, სადილობ, რას საქმიანობ და თავისუფალ დროს ვისთან ერთად, როგორ ატარებ?
-დილა იწყება ჩემი კატით, ძირითადად ან თამაში უნდა ან
შია და მაღვიძებს ხოლმე. როცა ვასწრებ ვსაუზმობ ჩემს დასთან ერთად, ის ადრე მიდის ხოლმე უნივერსიტეტში. მთელი დღის განმავლობაში მაქვს რეპეტიციები, და საღამოობით სამსახური. თავისუფალ დროს ვცდილობ ვიყო ბუნებაში, უკეთესია თუ ამას შეყვარებულთან ან ოჯახთან ერთად ვახერხებ. მიყვარს ქუთაისში ჩემს სახლში ჩასვლა.

-შენი აზრით, ჟიურის წევრებს შორის რომელია ყველაზე კრიტიკული, მკაცრი და რომელი პირიქით - ყველაზე ლოიალური?
-ყველა ინდივიდუალურად აფასებს თავის გადმოსახედის მიხედვით. ესე ვერ გამოვარჩევდი.

-ყველაზე ძლიერ კონკურენტად რომელი კონკურსანტი მიგაჩნია?

-გორის გოგონათა კაპელა, ბევრნი არიან ვერ მოვერევი (იცინის).


-X ფაქტორმა დიდი პოპულარობა მოგიტანა, ხალხმა გაგიცნო და შეგიყვარა. ალბათ ქუჩაშიც გაჩერებენ, როგორი გრძნობაა ეს?
-მერიდება, ყველა კომპლიმენტი მერიდება. ბევრის კომენტარზე ამეტირა კიდეც.

-სტატუსი გეწერა სხვისი სიხარულის გაზიარებასა და შურზე, კრიტიკოსებიც გამოგიჩნდნენ? გრძნობ ხალხისგან უარყოფით დამოკიდებულებას?
-ვთვლი, რომ ჯანმრთელი კრიტიკა არასდროს უნდა გეწყინოს. ის რომ ყველა ადამიანს არ მოვეწონები, ესეც ბუნებრივია. უბრალოდ ეს იყო ჩემი პასუხი ყველა ფანტაზია გამცდარ ჭორზე.

-შეგიძლია გაიხსენო ბოლო დროს შენზე მოსმენილი ჭორებიდან, ყველაზე უცნაური?
-კი, X ფაქტორში გადასვლა ჩავაწყვე (იცინის).



- შენი შეყვარებული ყოველთვის შენს გვერდითაა, რამდენჯერმე აღნიშნე კიდეც, რომ სწორედ ის გაძლევს უდიდეს სტიმულს. მოგვიყევი შენი სიყვარულის ისტორია, როდის გაიცანით ერთმანეთი?

-არ მინდა ამ კითხვას ვუპასუხო, უბრალოდ იმას გეტყვი, რომ მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება ღირდა, რომ ეს ადამიანი გამეცნო და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვისაც ჩვენს ერთად ყოფნაში წვლილი მიუძღვის.

-პროექტში გამარჯვება შენთვის კონკურსში მონაწილეობის მთავარი მიზეზია?
-კი, ისევე როგორც ყველასი...

-შეგიძლია გაიხსენო პირველი წარმატება?

-ეტიუდების საღამო მუსიკალურში, როცა ჩემს აპლოდისმენტებზე დედას ცრემლი დავინახე!!!!!

-რას გეგმავ გამარჯვების შემთხვევაში?
-ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ ჩემი დის ოცნება ავახდინო და სასწავლებლად უცხოეთში წავიდეს. თუ ამაში "იქს ფაქტორი" დამეხმარება, ეგ იქნება ჩემი გამარჯვება!


მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Niania
ia tomashi da deme male dashordebian ertmanets.
20:34 / 11-07-2018
გამოხმაურება / 0 /
Lusi
შენ მაინც ვერ გაიმარჯვებ. როგორც ყოველთვის, წელსაც გაიმარჯვებს ბიჭი. ეს ქართული იქს- ფაქტორის ტრადიციაა.
20:32 / 03-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS