- როდის გააცნობიერეთ, რომ მომხიბვლელი ქალი ხართ?
- არ ვიცი. რომ გითხრათ, გაცნობიერებული მაქვს, ძალიან მომხიბვლელი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ (იცინის).
- გაპრანჭვა როდის დაიწყეთ?
- ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი. 13-14 წლისამ, როდესაც მინდოდა, ხალხს
- 2 წლის განმავლობაში, ვაშლის გარდა, მართლა არაფერი გიჭამიათ?
- სხვა საკვებს იშვიათად ვჭამდი. თითქმის დამავიწყდა ყველანაირი საჭმლის გემო. პურზე ლაპარაკი ზედმეტი იყო - 13-დან 28 წლამდე არანაირი ცომეული არ მიჭამია (არც - ტკბილეული, არც - ნამცხვარი). ფაქტობრივად, არაფერს ვჭამდი. მთელი ცხოვრება შეზღუდული კვების რაციონი მქონდა - ვაშლზე და საერთოდ, ვეგეტარიანულ საკვებზე ვიყავი. გემრიელი კერძების გემო დავიწყებული მქონდა. 33 წლიდან რაღაცების გასინჯვა დავიწყე, მაგრამ ახლა ისევ ავკრძალე.
- დიეტის გარდა, სხეულის ფორმაში ყოფნისთვის სხვა მეთოდებს თუ მიმართავთ?
- ჩემდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, არასდროს მივარჯიშია. მაინც ღმერთის მადლობელი ვარ, რადგან ასე თუ ისე, სხეულის ნორმალური ფორმები მაქვს. სპორტდარბაზის აბონემენტი სწორედ დღეს ავიღე და არ ვიცი, უკვე მერამდენედ გადავწყვიტე, ვარჯიში დავიწყო. ახლა ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა, რადგან ჯანმრთელობისა და ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიში ერთადერთი სწორი გზაა. ჩემი მეგობრები (ვინც ვარჯიშობენ) დღითიდღე ახალგაზრდავდებიან და ლამაზდებიან. რაც უნდა შეზღუდულ კვებაზე იყო, სწორი ვარჯიშით მიღებულ შედეგთან შედარებით, ეს არაფერია.
- მატერიალური სურვილების ასახდენად რა თანხა გჭირდებათ - გიფიქრიათ ამაზე?
- მატერიალური შესაძლებლობა ბედნიერების განმსაზღვრელი არ არის, რადგან ახლაც ბევრი რაღაც არის, რაც არ შემიძლია, ვიყიდო. მაგალითად - ახალი მანქანა, კაბა და ა.შ. ეს ძალიან "მომავალი და წარმავალია": შეიძლება ერთ დღეს გქონდეს, მეორე დღეს - არა, მაგრამ ეს არც ხასიათს განმისაზღვრავს და არც - ბედნიერებას, რადგან შემიძლია, ყველაზე ძველი მანქანით ვიარო - არანაირი გართულება არ მაქვს. მატერიალური შემოსავალი იმდენი უნდა გქონდეს, რამდენიც საჭიროა, რომ იარსებო და ელემენტარული ნივთები შეიძინო, თორემ სხვა დანარჩენი ფუფუნების საგნებია, რომელიც ზოგჯერ გექნება, ზოგჯერ - არა.
- რა გაბედნიერებთ, ცხოვრებაში კომფორტს რა გიქმნით ყველაზე მეტად?
- სადმე რომ შევალ და თავდაჯერებული, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, ეს ძალიან მაბედნიერებს. კომპლიმენტებიც მახარებს. განაგრძეთ კითხვა: