16 მაისი, 2018
რამდენი მილიონი დოლარით გაიზარდა ლევან ჯიბღაშვილის ქონება
მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ბოლო დროს მხოლოდ სატელევიზიო შოუებს წყალობს და პრესასთან აღარ „მეგობრობს“, ბევრი შეთანხმების მიუხედავად, მისი და „რეიტინგის“ ინტერვიუ ვერ შედგა, თუმცა, „ქუჩის ბიჭების“ კლიპის პრეზენტაციაზე გამოვიჭირეთ და ბუნებრივია, ვერსად გაგვექცა.

ლევანმა სულ ცოტა ხნის წინ, ახალი სიყვარული იპოვა და გავრცელებული ინფორმაციით, დაიწინდა კიდეც. ბუნებრივია, მასთან საუბარი ამ საკითხით დავიწყეთ.

-ლევან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიდუმლოდ დაიწინდე,მართალია თუ არა?
- არაფერს არ ვადასტურებ, მაგრამ არც ვუარყოფ. დუმილის უფლებას ვიყენებ. ტელევიზიებიდანაც მიწვევენ გადაღებებზე, მაგრამ
ამჟამად მირჩევნია არ გავასაჯაროვო. ადრე, სადაც ფეხს გადავდგამდი, ყველაფერი ცნობილი იყო და ხომ შეიძლება, რაღაცა მარტო ჩემი იყოს?

- ანუ მოგბეზრდა ყურადღების ცენტრში ყოფნა?
- არა, არ მომბეზრდა, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება მინდა, რომ ჩემი იყოს. ლევან ჯიბღაშვილი მკითხველმა რამდენიმე წლის წინ ქართული სერიალებიდან გაიცნო, მოგვიანებით მან ბიზნესი წამოიწყო და რეკორდულ დროში მილიონერად იქცა. მსახიობის კაპიტალი დროსთან ერთად გაიზარდა და მას რამდენიმე წარმატებული რესტორანი აქვს.

- შიმშილით, წყურვილით და გაჭირვებით დავიწყე ბიზნესი. ბევრი ადამიანი მწერს, რომ მათთვის იმედის ნაპერწკალი ვარ, სჯერათ მათაც გამოუვათ. პირველი ბიზნესი 120 ლარით დავიწყე და ახლა უკვე ვზრუნავ, ბევრი სამუშაო ადგილები შევქმნა ქვეყანაში.

Rating

- რამდენიმე წლის წინ დაიწერა, რომ მილიონერი მსახიობი გახდი, ახლა რამდენს შეადგენს შენი კაპიტალი?
- არ მინდა ამაზე საუბარი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ მილიონის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

- შენი ბიზნესის წარმატებაზე პირდაპირ აისახება ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის გაზრდა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის წინ, კლუბებში სპეც-ოპერაციის ჩატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს ტურისტების რაოდენობას, თავად როგორ ფიქრობ?

- ეს სპეც-ოპერაცია ტურისტებს ნამდვილად არ დააფრთხობს და ტურიზმს დააქცევს. ვთვლი, რომ ასე იყო საჭირო და ამიტომ ჩატარდა სპეც-ოპერაცია. ქართველებმა სამწუხაროდ ზომიერება არ ვიცით, ყველაფერი არანორმალური მოგვდის. ამიტომ ასე იქნება, თუ მოხდება ნარკოტიკის ლეგალიზებაც. მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ევროპის არა ერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და იქაც ხდება მსგავსი სპეც-ოპერაციები. დღევანდელი 15-16 წლის გოგონები 25 წლის ქალებს გვანან. სხვანაირი ამბიციები და მოთხოვნები აქვთ. ჩვენი თაობის 15 წლის გოგო თოჯინებით თამაშობდა.

Rating

ახლანდელი ახალგაზრდები, ესენი ლოიალურ ნარკოპოლიტიკას ითხოვენ და ეს ჰგონიათ თავისუფლება. ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მომავალს მსგავს კლუბებში ვერ ვხედავ. არც ერთი ქვეყანა არ იცნობს საქართველოს მუსიკალური დიჯეებით. ყველა გვიცნობს, როგორც სტუმართმოყვარე და ტრადიციულ ხალხს. ამიტომ ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება. პარიზიდან და მოსკოვიდან ჩამოსულ ადამიანს კლუბში „გულაობით“ ვერ გააკვირვებ. მათ ბუნება უნდა აჩვენო, ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო და ა.შ.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ეკკკ
ეს ჯუჯა კაცი რა მოსაწონია ან რა აქვს ამას სექსუალური ნაღდად ფუს იხდის რო მასზე დაწერონ
13:03 / 17-01-2019
გამოხმაურება / 0 /
იაიაია
„სპეც-ოპერაცია“ ასე არ იწერება, უნდა დაწეროთ - სპეცოპერაცია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! აბსოლუტურად ვეთანხმები!!!!!!!!!!!!!
10:21 / 24-05-2018
გამოხმაურება / 0 /
!
რა სისულელეებს ამბობს ეს ბიჭი? ვინ თამაშობდა თოჯინებით 15 წლის ასაკში? თვითონ 30 წლის გახდა რამოდენიმე თვის წინ, ე.ი. ბავშვობა 90-იან წლებში ჰქონდა.ხოდა არ ახსოვს 90-იან წლებში ქართველი გოგოები 13-14 წლის ასაკში რომ თხოვდებოდნენ? მასიურად ასე იყო. 15 წლის ასაკში უკვე შვილები ჰყავდათ და რა თოჯინები...ვის აბოლებს ეს ჯიბღაშვილი თავისი უაზრობებით? თვითონ აქვს მოკლე მეხსიერება და ჰგონია, რომ ხალხიც სულელია? ამოვიდა ყელში მისი გოიმური პიარ სვლები!
17:29 / 17-05-2018
გამოხმაურება / 0 /
Status quo
ეტყობა ეს ბიჭი ფულს იხდის მედიაში, რომ გააპიარონ, თორემ ამ შეუხედავი, მელოტი და საშუალო ნიჭის მსახიობში რა ნახეს ფულის გარდა ასე გულმოდგინედ რომ აპიარებენ.
15:00 / 17-05-2018
გამოხმაურება / 0 /
maiam
ჯიგარი ხარ
20:51 / 16-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS