ლევანმა სულ ცოტა ხნის წინ, ახალი სიყვარული იპოვა და გავრცელებული ინფორმაციით, დაიწინდა კიდეც. ბუნებრივია, მასთან საუბარი ამ საკითხით დავიწყეთ.
-ლევან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიდუმლოდ დაიწინდე,მართალია თუ არა?
- არაფერს არ ვადასტურებ, მაგრამ არც ვუარყოფ. დუმილის უფლებას ვიყენებ. ტელევიზიებიდანაც მიწვევენ გადაღებებზე, მაგრამ
- ანუ მოგბეზრდა ყურადღების ცენტრში ყოფნა?
- არა, არ მომბეზრდა, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება მინდა, რომ ჩემი იყოს. ლევან ჯიბღაშვილი მკითხველმა რამდენიმე წლის წინ ქართული სერიალებიდან გაიცნო, მოგვიანებით მან ბიზნესი წამოიწყო და რეკორდულ დროში მილიონერად იქცა. მსახიობის კაპიტალი დროსთან ერთად გაიზარდა და მას რამდენიმე წარმატებული რესტორანი აქვს.
- შიმშილით, წყურვილით და გაჭირვებით დავიწყე ბიზნესი. ბევრი ადამიანი მწერს, რომ მათთვის იმედის ნაპერწკალი ვარ, სჯერათ მათაც გამოუვათ. პირველი ბიზნესი 120 ლარით დავიწყე და ახლა უკვე ვზრუნავ, ბევრი სამუშაო ადგილები შევქმნა ქვეყანაში.

- რამდენიმე წლის წინ დაიწერა, რომ მილიონერი მსახიობი გახდი, ახლა რამდენს შეადგენს შენი კაპიტალი?
- არ მინდა ამაზე საუბარი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ მილიონის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
- შენი ბიზნესის წარმატებაზე პირდაპირ აისახება ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის გაზრდა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის წინ, კლუბებში სპეც-ოპერაციის ჩატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს ტურისტების რაოდენობას, თავად როგორ ფიქრობ?
- ეს სპეც-ოპერაცია ტურისტებს ნამდვილად არ დააფრთხობს და ტურიზმს დააქცევს. ვთვლი, რომ ასე იყო საჭირო და ამიტომ ჩატარდა სპეც-ოპერაცია. ქართველებმა სამწუხაროდ ზომიერება არ ვიცით, ყველაფერი არანორმალური მოგვდის. ამიტომ ასე იქნება, თუ მოხდება ნარკოტიკის ლეგალიზებაც. მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ევროპის არა ერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და იქაც ხდება მსგავსი სპეც-ოპერაციები. დღევანდელი 15-16 წლის გოგონები 25 წლის ქალებს გვანან. სხვანაირი ამბიციები და მოთხოვნები აქვთ. ჩვენი თაობის 15 წლის გოგო თოჯინებით თამაშობდა.

ახლანდელი ახალგაზრდები, ესენი ლოიალურ ნარკოპოლიტიკას ითხოვენ და ეს ჰგონიათ თავისუფლება. ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მომავალს მსგავს კლუბებში ვერ ვხედავ. არც ერთი ქვეყანა არ იცნობს საქართველოს მუსიკალური დიჯეებით. ყველა გვიცნობს, როგორც სტუმართმოყვარე და ტრადიციულ ხალხს. ამიტომ ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება. პარიზიდან და მოსკოვიდან ჩამოსულ ადამიანს კლუბში „გულაობით“ ვერ გააკვირვებ. მათ ბუნება უნდა აჩვენო, ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო და ა.შ.