"დიჯეი რემბო კვლავ მოთხოვნადია კერძო ივენთებზე, მაგრამ ვავითარებ ჩემს მომსახურებებს და მთლიანად ამ სფეროს. 2012 წელს ივენთ-კომპანია დავაარსე, რომელსაც ნებისმიერი წვეულების ორგანიზების საკუთარ თავზე აღების ყველა
- ივენთ-მენეჯერობა რამ გადაგაწყვეტინათ?
- მე-7 კლასიდან ვოცნებობდი შოუების გაკეთებაზე, სადაც თავადაც უნდა მიმეღო მონაწილეობა. პირველად ამის საშუალება უნივერსიტეტში მომეცა, როცა ღონისძიების ორგანიზება არავინ არ აიღო თავის თავზე. ამ გადმოსახედიდან პირველი მცდელობა განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ ორიათასიანი წლებისთვის კარგი ითქმის. მერე ამას სისტემატური სახე მიეცა. 2003-2004 წლებში, როცა თბილისში კლუბური ცხოვრება არც ისე პოპულარული იყო, მიწევდა დიჯეებისა და აპარატურის ქირაობა და ნელ-ნელა ვეჩვეოდი მუშაობას. ამის შემდეგ 2009 წლიდან, როცა მუსიკის აზრზე მოვედი, დიჯეობა დავიწყე. ძალიან ბევრი კომპანია მქირაობდა, როგორც დიჯეის. სხვათა შორის, ბევრ ცუდად ორგანიზებულ ივენთზეც მომიწია მუშაობა.
- რითი მიგიზიდა ამ სფერომ და კომპანია როგორ დააარსე?
- ივენთის გაკეთება დიდი პასუხისგებლობაა, ფაქტობრივად, შენ ყიდი ბედნიერებას და ამისთვის ყველაფრის გაკეთება გევალება, მაგრამ ზედაპირულად თუ შევხედავთ, ჩვენ ჰაერის გამყიდველები ვართ. კომპანიის შექმნაზე მუშაობა ფაქტობრივად მარტო დავიწყე, თავიდან ჩემი მეგობარი მეხმარებოდა, მაგრამ მალე დაიღალა, ფული არ გვქონდა რომ ჩაგვედო, გვიწევდა კონკურენტებთან ჭიდილიც. ნელ-ნელა დავიწყე ინვენტარის ყიდვა, დღეს საკმაოდ კარგი კაპიტალი გვაქვს და შემიძლია 6 თანამშრომელს ყოველთვიურად ვუხადო ხელფასი. მინდა ერთ წელიწადში 15 ადამიანამდე გავზარდო თანამშრომელთა რაოდენობა. გრძელვადიან პერსპექტივაში მაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ივენთ-კომპანია ვიქნებით.
9-წლიანმა გამოცდილებამ მასწავლა რა ტიპის ღონისძიებაზე, რა მომენტში რისი გაკეთებაა საჭირო. ამას ჩემზე კარგად ვერავინ გააკეთებს. კარგი დეკორაცია და კარგი აპარატურა არ ნიშნავს ორგანიზებულობას, ყველაფერი უნდა იყოს დროული, შეზავებული და ერთიანი. ამ მხრივ ძირითადად არაპროფესიონალიზმია და ნაცნობობით ხდება დაკვეთა. ივენთ-კომპანიები, სამწუხაროდ, არც მსოფლიო ბაზარს ეცნობიან და 5-10 წლის წინანდელი ტენდენციებით მუშაობენ. მე ყოველ წელს ვიცვლები, ჩემმა დამკვეთებმა ზუსტად იციან რას გავაკეთებ, ვმუშაობ მათთან წინასწარ შეთანხმებულად, თუმცა მერე ყველაფერი ჩემ ხელშია.
ხშირად არიან ისეთები, რომლებიც ერევიან ჩვენს საქმეში, თუმცა მათ აზრს ვერ გავითვალისწინებთ. ძირითადად ხომ რეკომენდაციით მოდიან? ჰოდა თუ მანდე, ჩაგაბარებ, ჩემებურად ვაკეთებ. შედეგს ვაღწევ ყოველთვის იხილეთ ვრცლად: