11 მაისი, 2018
ირაკლი ჩხიკვაძე: "ჯერჯერობით დაოჯახებული არ ვარ..."
მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე დეტექტივის - აკაკი შუკაკიძის როლს განასახიერებს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". მისი გმირი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ახალ სეზონზე და ყველა ინტერესით ელოდება, როდის გამოავლენს ნივთების ქურდს... ირაკლი ჩხიკვაძე სერიალსა და თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა...

- სერიალში ქასთინგის შედეგად აღმოვჩნდი... ყოველდღიურად ვცდილობ უფრო და უფრო მეტად გავუგო ჩემს გმირს. მომწონს ის, რომ პატიოსანი კაცია, შრომისმოყვარე, უყვარს თავის ოჯახი, მეგობრები, სამშობლო და ცდილობს, ამისთვის ყველაფერი გაიღოს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ასეთი, მით უფრო უკეთესი იქნება
ჩვენი ქვეყნისთვის.


- თქვენთვის მისაღებია მოსასმენი აპარატურა და ასე შემდეგ?
- დიახ, პროფესიონალურად იქცევა და ამაში ყველა დამეთანხმება... მოსასმენი აპარატურა სასურველი არ არის, მაგრამ ამ გზით ცდილობს, სიმართლე გამოარკვიოს. უწევთ დეტექტივებს ზოგჯერ ამ მსხვერპლზე წასვლა, სიმართლე რომ გაირკვეს. თორემ მე პირადად არ მივესალმები ამ ყველაფერს.


- რამდენად მოგწონთ ის ოჯახი, რომლის დეტექტივიც ხართ?

- თუ მეკითხებით მე პირადად, როგორც ირაკლის, არ მაქვს უფლება განვსაჯო, კარგია თუ ცუდია. ყველას თავის ცხოვრება აქვს და ყველა თავის ცხოვრებით რაღაცას პოულობს... ჩემს პერსონაჟს - აკაკის არ მოსწონს ის ხალხი. ისინი იმდენად გართული არიან საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი იმიჯით, რომ ერთმანეთისთვის ყურადღების მისაქცევად აღარ სცალიათ. ეს ყველაფერი მიუღებელია აკაკისთვის და ამბობს კიდევაც თავის მეუღლესთან.

- როგორც მსახიობის, თქვენი ინტუიციით, ვინ შეიძლება იპარავდეს ნივთებს?
- ჩემი ინტუიციით ჯერჯერობით ვერ ვხვდები, რომელია ქურდი და არც მაქვს უფლება ვილაპარაკო რამე წინასწარ...
გადასაღებ მოედანზე თავს მშვენივრად ვგრძნობ. ძალიან კარგი გუნდია. ყველანაირად ხელს მიწყობენ, კეთილგანწყობილები არიან ჩემს მიმართ და რასაკვირველია, ეს ჩემზე კარგად მოქმედებს. მაქსიმალურად გახსნილი ვარ. უფრო და უფრო მეტად ვეგუები ამ სიტუაციას და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რაც მე გამომიცხადეს.

- პროფესიით მსახიობი ხართ... ამჯერად სად მოღვაწეობთ?
- 2016 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში ვარ დაკავებული... ბევრ სპექტაკლში ვმონაწილეობ და ზოგჯერ რთული რეჟიმია. ერთმანეთს ემთხვევა რეპეტიცია თუ გადაღება და როგორც თეატრიდან, ასევე ფორმულა "კრეატივის" მხრიდან, დიდი ხელშეწყობა მაქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ასე რომ მეხმარებიან. ტკივილი ახლავს ამ ყველაფერს, ხან ერთს რომ აკლდები და ხან მეორეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვახერხებთ დაბალანსებას. იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS