09 მაისი, 2018
როგორი გოგონები მოსწონს იოსებ ბაჯო ტლაშაძეს - "...სტეფანეს შეუძლია მარტო იჯდეს ჟიურის მაგიდასთან..."
"იქს ფაქტორის" სცენაზე ბაჯო იოსებ ტლაშაძის მომღერლის ამპლუაში ხილვა მაყურებლისთვის მოულოდნელი იყო. ის აუდიტორიამ პროექტ „ნიჭიერში“ გაიცნო. როგორც აღმოჩნდა, ხალხის რჩეულ აკრობატს სიმღერაც ბრწყინვალედ გამოსდის. ბაჯომ გვიამბო, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება "ნიჭიერის" შემდეგ და რა მოლოდინები აქვს „იქს ფაქტორში“. მომღერალმა გაგვიზიარა თავისი შეხედულება ჟიურისა და მისი თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი კონკურენტის შესახებ.

- სანამ „იქს ფაქტორის“ კონკურსანტის ამპლუაში მოევლინებოდით მაყურებელს, ისინი "ნიჭიერის" ფინალისტად გიცნობდნენ. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „ნიჭიერის“ შემდეგ?

- „ნიჭიერმა“ ისე შეცვალა ჩემი ცხოვრება,
რომ ნამდვილად ვერ წარმომედგინა. თან სწორედ ისეთ დროს გადავწყვიტე „ნიჭიერში“ გასვლა, როდესაც ყველაზე მძიმე პერიოდი მქონდა, ცოტაც და, შეიძლებოდა თავი დამენებებინა იმ საქმისთვის, რაც ასე კარგად გამომდიოდა (აკრობატიკას ვგულისხმობ). ძალიან დიდი სტიმული მომცა „ნიჭიერმა“ და რაც მთავარია, ხალხის სიყვარული მივიღე, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.


- ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ცალმხრივად იყავით შეყვარებული. ეს ხომ არ იყო კავშირში იმასთან, რომ მძიმე პერიოდი გქონდათ?
- კი, ეგეც იყო მიზეზი სხვა ცხოვრებისეულ წარუმატებლობასთან ერთად.

- როცა „ნიჭიერის“ ფინალისტი გახდით, თქვით, რომ იმაზე მეტი მიიღეთ, ვიდრე გეგმავდით. რა მოლოდინი გაქვთ ამჯერად?

- კარგი კითხვაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი მგონია საკუთარი თავი, იმ ფაქტის დამსახურებით, რომ საზოგადოებამ გამიცნო, როგორც მომღერალი. ასე რომ, უკვე მივიღე ის, რაც მინდოდა. თუმცა, აუცილებლად გამოვიყენებ იმ შანსებს, რომლებსაც ეს პროექტი მომცემს. ვფიქრობ, ასჯერ უფრო მეტად განვვითარდები ამ პროექტში, ვიდრე ეს აქამდე მოვახერხე.


- ვინ მიგაჩნიათ „იქს ფაქტორის“ კონკურსანტებს შორის ყველაზე ძლიერ კონკურენტად?
-არ ვიცი, როგორ ვთქვა, მე კონკურენციასთან დაკავშირებით ჩემებური ხედვა მაქვს... არა მარტო ამ კონკურსში, არამედ ცხოვრებაშიც. მხოლოდ საკუთარი თავია ადამიანის კონკურენტი. ცოტა უცნაურია, ხომ? თუმცა, ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან და მე ამაყი ვარ იმით, რომ მათთან ერთად ვდგავარ სცენაზე... გამოვარჩევდი ერთ კონკურსანტს, გიორგი ლობჟანიძეს. მას უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ასე თუ ისე, ვიცოდი მისი შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ერთ-ერთ რეპეტიციაზე გაოცებული დავრჩი! არ მეგონა, თუ ასე შეეძლო ვინმეს სიმღერა. იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS