- სანამ „იქს ფაქტორის“ კონკურსანტის ამპლუაში მოევლინებოდით მაყურებელს, ისინი "ნიჭიერის" ფინალისტად გიცნობდნენ. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „ნიჭიერის“ შემდეგ?
- „ნიჭიერმა“ ისე შეცვალა ჩემი ცხოვრება,
- ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ცალმხრივად იყავით შეყვარებული. ეს ხომ არ იყო კავშირში იმასთან, რომ მძიმე პერიოდი გქონდათ?
- კი, ეგეც იყო მიზეზი სხვა ცხოვრებისეულ წარუმატებლობასთან ერთად.
- როცა „ნიჭიერის“ ფინალისტი გახდით, თქვით, რომ იმაზე მეტი მიიღეთ, ვიდრე გეგმავდით. რა მოლოდინი გაქვთ ამჯერად?
- კარგი კითხვაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი მგონია საკუთარი თავი, იმ ფაქტის დამსახურებით, რომ საზოგადოებამ გამიცნო, როგორც მომღერალი. ასე რომ, უკვე მივიღე ის, რაც მინდოდა. თუმცა, აუცილებლად გამოვიყენებ იმ შანსებს, რომლებსაც ეს პროექტი მომცემს. ვფიქრობ, ასჯერ უფრო მეტად განვვითარდები ამ პროექტში, ვიდრე ეს აქამდე მოვახერხე.
- ვინ მიგაჩნიათ „იქს ფაქტორის“ კონკურსანტებს შორის ყველაზე ძლიერ კონკურენტად?
-არ ვიცი, როგორ ვთქვა, მე კონკურენციასთან დაკავშირებით ჩემებური ხედვა მაქვს... არა მარტო ამ კონკურსში, არამედ ცხოვრებაშიც. მხოლოდ საკუთარი თავია ადამიანის კონკურენტი. ცოტა უცნაურია, ხომ? თუმცა, ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან და მე ამაყი ვარ იმით, რომ მათთან ერთად ვდგავარ სცენაზე... გამოვარჩევდი ერთ კონკურსანტს, გიორგი ლობჟანიძეს. მას უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ასე თუ ისე, ვიცოდი მისი შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ერთ-ერთ რეპეტიციაზე გაოცებული დავრჩი! არ მეგონა, თუ ასე შეეძლო ვინმეს სიმღერა. იხილეთ ვრცლად: