თუ რა გახდა საქმიანობის შეცვლის მიზეზი და რას აკეთებს ამჟამად, ამაზე ვაკო "რეიტინგს" თავად ესაუბრა:
- რატომ აღარ მღერით და პროდიუსერის ამპლუაში როგორ გრძნობთ თავს?
- უკვე იმდენი წელია აღარ ვმღერი, თავი რატომ დავანებე აღარც მახსოვს. ალბათ, ჩემი არ იყო, ჩემი თავის ბოლომდე რეალიზებას ვერ ვახდენდი. რაც შეეხება
- მალიბუს კლიპზე მუშაობთ, როგორც ვიცი, როგორ მიდის პროცესი და როდის უნდა ველოდოთ პრემიერას?
- დღეს გავდივართ ბოლო ეტაპებს. ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოდის და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი მოხიბლული დარჩება. გვინდა, კლიპის პრეზენტაცია ჩემი საპროდიუსერო კომპანიის გახსნას, 15-16 მაისს დავამთხვიოთ.
- თქვენს საპროდიუსერო კომპანიაზე მოგვიყევით...
- დამკვეთს ვუღებთ კლიპს, ვუწერთ სიმღერებს, ვაპიარებთ ყველა საშუალებით. კომპანია იმუშავებს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მომღერლებთანაც. ივნისში არაჩვეულებრივ ლარა ფაბიანს ვუმასპინძლებთ და იმედია, ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. ასევე ვაკეთებთ ღონისძიებებს ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც ძალიან ენატრებათ ჩვენი ქვეყანა და უყვართ ქართველი მომღერლები. ამ ადამიანებთან ურთიერთობა სულ სხვა რამეა, ვერ გადმოგცემთ ისეთი სიყვარულით სავსეები არიან.
- ყველაზე ხშირად რომელ ქართველ მომღერლებზეა მოთხოვნა ქართველ ემიგრანეტებში?
- ნინო ჩხეიძე, დათუნა მგელაძე, სალომე ბაკურაძე.