- "ჩემი ცოლის დაქალების" ქასთინგზე ძალიან ადრე დამიძახეს. თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ 2012 წელი იყო. რატომღაც უკან ვიხევდი და არ მივდიოდი. ორი კვირა მირეკავდნენ და
ახლახან დამირეკეს და მითხრეს, რომ ბაბუდას როლზე აღმოვჩნდი. ასე დამაბრუნეს სერიალში. ჯერჯერობით ეს სერიები გადავიღეთ და არ ვიცი, კიდევ გადამიღებენ თუ არა.
- რეალურ ცხოვრებაშიც ვაკელი ხართ?
- არ ვარ ვაკელი, პლეხანოველი გახლავართ... მსახიობი ვარ, უკვე 53 წელია თეატრში ვმოღვაწეობ. მითამაშია ტრაგიკული და მხიარული როლებიც. სერიალში ჩემი გმირი ისეთი პიროვნებაა, რომელსაც მიუხედავად თავისი ასაკისა, სურს ფეხი თანამედროვეობას აუწყოს. ახალგაზრდებთან რომ არის, ისეთ ჟარგონებს იყენებს, როგორც ისინი... ასეთი ქალები მართლაც არიან ჩვენს ირგვლივ.
ძალიან სასიამოვნოა გადასაღებ მოედანზე ყოფნა. მე ოდნავაც არ ვარ პრეტენზიული, მაგრამ რომ ვხედავ უფროს-უმცროსობა როგორ არის დაცული, ჩემთვის მაინც ესაა მთავარი – თეატრში, ოჯახში თუ ქუჩაში... გადაღებაზე რომ შევდივარ, გამნათებლიდან დაწყებული, ხმის ოპერატორებით დამთავრებული, მსახიობებზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, მათგან ძალიან დიდ სიმპათიას და პატივისცემას ვგრძნობ... ძალიან კარგები არიან, გადასარევი გუნდია! გიორგი ლიფონავა არაჩვეულებრივი ადამიანი, ტაქტიანი, ნიჭიერი ბიჭია, ქეთი დევდარიანი - უნიჭიერესი და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ სერიალში გადაღებას რომ დავთანხმდი იხილეთ ვრცლად: