ივენთმენეჯმენტი პროექტების განხორციელებისა და ნებისმიერი კომპანიის იდეის საუკეთესო კუთხით წარმოჩენის საშუალებაა. ყოველდღიურად ძალიან ბევრი ივენთმენეჯერი გვთავაზობს ინდივიდუალურ ხედვას გემოვნებიანი წვეულებების სახით. ეს ყველაფერი უდიდეს შრომასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. ჟურნალ "ბომონდი"-ის დღევანდელი სტუმარი „პალიტრამედიის“ ივენთმენეჯერი ინგა ფირცხალაიშვილია, რომელიც საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებებზე გვესაუბრება.
- ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ცხოვრების სხვადასხვა
- პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ, რამაც დაგარწმუნათ, რომ ზუსტად იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ...
- ალბათ, პირველი წარმატება ამ კუთხით ჟურნალ "ბომონდისა" და კოსმეტიკურ ბრენდ "ლიერაკის" ერთობლივ ღონისძიებას უკავშირდება. ივენთის განმავლობაში გავაანალიზე, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გუნდურ მუშაობას, რამდენად შეკრული და ორგანიზებულები ვიყავით. ბევრი წვრილმანი დავინახე, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ მიიღო ის შედეგი, რაც ჩაფიქრებული გაქვს. ივენთის ორგანიზების წინა პერიოდიც შრომატევადი იყო. ალბათ, ყველას გაახსენდება თემატური ნიღბები, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ხელით შევქმენით. შედეგად კი დახვეწილი, ქალური და ბრენდს მორგებული ივენთი მივიღეთ.

- როგორია შენი, როგორც ივენთმენეჯერი ქალის ერთი ჩვეულებრივი დღე?
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ივენთმენეჯერის სამუშაო მსოფლიოს მასშტაბით სტრესულ პროფესიათა ხუთეულში შედის. ჩემი, როგორც ივენთმენეჯერის ჩვეულებრივი დღე შეიძლება დაიწყოს ოფისში მუშაობით, გაგრძელდეს „ქუსლებზე“ ოფიციალური შეხვედრით და დამთავრდეს ლილოში მუშებთან ერთად საჭირო ინვენტარის შეძენით.
- ივენთმენეჯერის 3 ძლიერი მხარე...
- ივენთმენეჯერს უნდა ესმოდეს დროის სწორი მენეჯმენტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. უნდა იყოს მოქნილი, შეეძლოს სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. და ბოლოს, აუცილებლად უნდა იყოს კოლეგიალური და მეგობრული იმ გუნდთან, რომელთანაც უწევს თანამშრომლობა.
- გენდერის როლი...
- მენეჯერი ქალი რაღაც მომენტში შეიძლება უფრო არასერიოზულად აღიქვამს, ვიდრე მამაკაცი. ეს მწარე რეალობაა, თუმცა, გარკვეული პრივილეგიებითაც შეიძლება ისარგებლო. გენდერი მეხმარება იმაში, რომ ვიყო მაქსიმალურად მკაცრი და მომთხოვნი, ეს შეიძლება მამაკაცს არ აპატიონ (იცინის).
- რა სტერეოტიპი გაღიზიანებს, როგორც მენეჯერ ქალს?
- “ქალს არ შეუძლია“ - ეს ფრაზა ყველაზე მეტად მაღიზიანებს და პროტესტის გრძნობასაც მიჩენს. მე ქალი ვარ და შემიძლია. მყავს კარგი ოჯახი და მაქვს წარმატებული კარიერა, ეს ორი რამ კი ერთმანეთთან ჰარმონიას ქმნის და არა დისკომფორტს. ყველაფერი დამოკიდებულია განათლებასა და ინტელექტზე და არა გენდერზე.
დათა ალექსეევი
ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ ჟურნალ "ბომონდში"