02 მაისი, 2018
"სწრაფად ჭამას ვერ გადავეჩვიე" - გუგული მაღრაძემ დიეტით ერთ თვეში ოთხი კილო დაიკლო
გუგული მაღრაძის თქმით, საჭიროა რეგულაციები ჭარბწონიანობის წინააღმდეგ, რადგან ის [ჭარბწონიანობა] გამოუსწრობელ ზიანს იწვევს. მისივე თქმით, ის სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა.

დეპუტატის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ამ წამოწყებას მიესალმება, ზოგს კი სასაცილოდ არ ჰყოფნის, ხოლო ზოგიერთი გუგული მაღრაძეს ურჩევს თავად დაიკლოს წონაში.

ყოფილა თუ არა ოდესმე დიეტაზე, ამ რა ხერხებისთვის მიუმართავს გუგული მაღრაძეს ზედმეტი წონის დასაკლებად, ამის გასარკვევად „რეიტინგი“ დეპუტატს დაუკავშირდა.

- ჭარბწონიანობის პრობლემა ძალიან მასშტაბური გახდა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ზედმეტი წონა მოზარდებში იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, ამიტომ ბავშვობიდან უნდა მივაჩვიოთ პატარები სწორ კვებას და სიღრმისეულად უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა.

- თქვენ როგორ ებრძვით ზედმეტ კილოგრამებს?
- მე არაფერს არ ვებრძვი. სწორი ჩვევებია გამოსამუშავებელი და კვების კულტურა უნდა ავიყვანოთ მაღალ დონეზე, ჭარბწონიანობა ასეთი მასშტაბური რომ არ იყოს.

- თქვენ სწორად იკვებებით?
- სწრაფად ვჭამ, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ამას და ახლა გადაჩვევა რთულია. ინტერვალებსაც ვერ ვიცავ.

- დიეტაზე ყოფილხართ ოდესმე?

- ერთხელ ვიყავი ნატა გაგუას დიეტაზე და ერთ თვეში 4 კილოგრამი დავიკელი. შემდეგ საზღვარგარეთ წავედი და ისევ მოვიმატე. დიეტა არის საკუთარ თავთან ბრძოლა, ამიტომ ბავშვობიდან უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა სწორად კვების წესები და ფიზიკურად აქტიური იყოს.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
Aვოიეე
ეს ვინაა კაცო
22:03 / 03-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ვეტერანი
მაგ ქალბატონმა სიგარეტზე ხომ ხალხს თავი აგინებინა და ეხლა წონასთან დაკავშირებით დაიწყებს სლოკინს
13:56 / 03-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ყრუთა ჯოგი
ნეტა სწორად გაგება შეგვეძლოს რამის და ესეთი გონევაჩლუნგობის ზეიმი არ იყოს!! რა ტქვა ამისთანა ამ ქალმა რო ამხელა აჟიოტაჟი ატყდა? კარგია რო ბავშვები მიაჩვიოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, რასაც ევროპა დიდი ხანია აქცევს დიდ ყურადღებას,რაღაც-რაღაცეების შეზღუდვა აუცილებელია ბავშვებისთვის, ჯანსაღი თაობა რომ გაიზარდოს! ასარსალეთ ენები და ლანძღეთ მარტო, არავინ არ დაფიქრდეს რას თქვა ამ ადამიანმა
13:33 / 03-05-2018
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
რა უნდა ამ ბატს პარლამენტში.ვაი რა გვეშველება.
10:39 / 03-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მოწევა ხომ აგვიკრძალა, ახლა ჭამასაც აგვიკრძალავს.
23:13 / 02-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS