დეპუტატის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ამ წამოწყებას მიესალმება, ზოგს კი სასაცილოდ არ ჰყოფნის, ხოლო ზოგიერთი გუგული მაღრაძეს ურჩევს თავად დაიკლოს წონაში.
ყოფილა თუ არა ოდესმე დიეტაზე, ამ რა ხერხებისთვის მიუმართავს გუგული მაღრაძეს ზედმეტი წონის დასაკლებად, ამის გასარკვევად „რეიტინგი“ დეპუტატს დაუკავშირდა.
- ჭარბწონიანობის პრობლემა ძალიან მასშტაბური გახდა, განსაკუთრებით ბავშვებში.
- თქვენ როგორ ებრძვით ზედმეტ კილოგრამებს?
- მე არაფერს არ ვებრძვი. სწორი ჩვევებია გამოსამუშავებელი და კვების კულტურა უნდა ავიყვანოთ მაღალ დონეზე, ჭარბწონიანობა ასეთი მასშტაბური რომ არ იყოს.
- თქვენ სწორად იკვებებით?
- სწრაფად ვჭამ, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ამას და ახლა გადაჩვევა რთულია. ინტერვალებსაც ვერ ვიცავ.
- დიეტაზე ყოფილხართ ოდესმე?
- ერთხელ ვიყავი ნატა გაგუას დიეტაზე და ერთ თვეში 4 კილოგრამი დავიკელი. შემდეგ საზღვარგარეთ წავედი და ისევ მოვიმატე. დიეტა არის საკუთარ თავთან ბრძოლა, ამიტომ ბავშვობიდან უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა სწორად კვების წესები და ფიზიკურად აქტიური იყოს.