26 აპრილი, 2018
"რის უფლებას მისცემ მამაკაცს ის იმას გაბედავს" - ქართველი მოდელი და ინსტაგრამ-ვარსკვლავი დიპლომატობას აპირებს
ლამაზი , მომხიბვლელი, სექსუალური და ჭკვიანი ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რითაც შეიძლება მოდელი თამო ჯიშკარიანი შეაქო. მასთან ერთი უბრალო ინტერვიუს ჩაწერაც საკმარისია, რომ მიხვდეთ, როგორ ამსხვრევს სტერეოტიპებს მოდელებზე არსებული შეხედულებების შესახებ. შეუძლებელია ინტერნეტ ქსელის აქტიური მომხმარებელი იყოთ და მისი სოციალური გვერდების მიმდევარი არა. ის ყოველთვის ფორმაშია და რა გასაკვირია, რომ თაყვანისმცემლების სიმრავლეს არ უჩივის. ის არა ერთი საერთაშორისო სილამაზის კონკურსების გამარჯვებულია.

- თამო ყოველთვის გამორჩეულია შენი სტილი და დარწმუნებული ვარ, რომ კომპლიმენტებს ხშირად იღებ...
- კლასიკური სტილი მაქვს. ალბათ ეს უფრო იმან განაპირობა, რომ რუსეთში გავიზარდე და გარემო, სადაც მე ვიყავი. ვხედავდი ქალბატონები როგორ ზრუნავდნენ თავიანთ იმიჯზე. თუმცა, ვთვლი, რომ ქართველები ძალიან გემოვნებიანი ერია და ამას ჩვენს ქვეყანაში მოდის კვირეულების სიმრავლე და ქართველი დიზაინერების წარმატებებიც განაპირობებს. რაც შემეხება მე, ვთვლი, რომ ეს სტილი ყველაზე მეტად მიხდება.

- როგორ ახერხებ, რომ ცოტათი თამამი ჩაცმულობა ესთეტიურად ლამაზი სანახავი გახადო?
- ვფიქრობ, რომ შინაგანად არ უნდა იყო ვულგარული და ჩემს შემთხვევაში არც გარეგნობა მაქვს ამ მხრივ. შესაბამისად, ვცდილობ სამოსი ისე შევარჩიო, რომ პრეტენზიული არ იყოს.

- სამოდელო კარიერას ბოლო დროს ჩამოშორდი, აღარ ჩანხარ პოდიუმზე...
- კი ჩამოვშორდი, არც არასდროს ვყოფოლვარ ამ სფეროში სერიოზულად ჩართული. ყოველთვის ჰობის დონეზე ვიყავი. როცა თავისუფალი დრო მქონდა, რატომაც არა,  გამოვდიოდი ჩვენებებზე და სხვდასხვა ფოტოსესიებში ვიღებდი მონაწილეობას. თუმცა, დღეს უკვე ვფიქრობ, რომ გავიზარდე და უფრო სერიოზული გეგმები მაქვს.

ქალზე ძალადობა

- მაგალითად?

- ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი დავამთავრე, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის ფაკულტეტი. ვემზადები მაგისტრატურისთვის, საზღვარგარეთ ვაპირებ ჩაბარებას, ვთვლი, რომ ამ სფეროში ასე უფრო განვვითარდები. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა,  სამსახურიც ჩემი პროფესიით მინდა მქონდეს.

- ანუ დიპლომატობა გინდა ?

- დიახ ან ელჩობა (იცინის).

- სად წარმოგიდგენია თავი ელჩად?

- ჯერჯერობით არსად, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება ჩემგან, წინასწარ რომ გითხრათ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვვითარდები პროფესიული თვალსაზრისით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. 4 ენა ვიცი და ამ ეტაპზე ფრანგულსაც ვეუფლები. განათლების მიღება არის პროცესი, რომელიც შენს ცხოვრებაში სულ უნდა ხდებოდეს, უფრო უნდა იზრდებოდე და გვიანი არასდროს არაფერია. თუმცა, იმაში გეთანხმებით, რომ ბევრი ლამაზი გოგო მინახავს, რომელთანაც სასაუბრო თემასაც კი ვერ მონახავ.

- როგორ უვლი თავს?
- ზოგადად ვარ პრანჭია და ვთვლი, რომ ქალი ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში. ესთეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ძალიან ვუვლი თმას და ვცდილობ, სხვადასხვა პროცედურებით გავიჯანსაღო, რადგან გრძელი თმა მაქვს და უფრო სჭირდება გაფრთხილება. სახის კანს რაც შეეხება, განსაკუთრებული არაფერი, დამატენიანებელი კრემი, რომელიც ჩემს ასაკს შეეფერება. წონის პრობლემა არ მაწუხებს, პირიქით მინდა, რომ მოვიმატო ცოტა, მაგრამ ვერ ვიმატებ (იცინის). მაკიაჟს რაც შეეხება, მსუბუქ ტონალობებს ვამჯობინებ.




- ბრენდებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებს, რაც მომეწონება, იმას ვყიდულობ. ძალიან მნიშნელოვანია, მეცვას კარგი ფეხსაცმელი და მქონდეს კარგი ჩანთა. ხშირად კი ტანსაცმელს ჩემი დიზაინით და გემოვნებით ვიკერავ. შოპინგს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს ეს პროცესი. ყველაზე კარგი რელაქსაციაა ჩემთვის და მიყვარს მარტო სიარული, რადგან არავინ არ მაჩქარებს (იცინის).

- სამი ნივთი რის გარეშეც არ გახვალ სახლიდან?

- მობილური, სუნამო, ჩანთა.

- რას ურჩევდი ქალებს, რომლებიც დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან და მნიშვნელოვანია თუ არა საკუთარი პრინციპები?
- ყველას გვაქვს ცუდი პერიოდები ცხოვრებაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა საკუთარი თავი დაკარგოს. ამ დროს ყველაზე კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ, უფრო ძლიერები და ლამაზები უნდა ვიყოთ. მე პირადად პრობლემები კიდევ უფრო მაძლიერებს. მთავარი არის ის, რომ ქალმა საკუთარ თავს არ გადააბიჯოს და, რა თქმა უნდა, პრინციპებს. ეს არასდროს უნდა დათმოს.

- გენდერულ თანასწორობაზე რა აზრის ხარ?
- გენდერული თანასწორობა ეს ნიშნავს, რომ გონებით და აზროვნებით ვართ თანასწორები. ქალს აქვს ყველაფრის უფლება ისევე, როგორც მამაკაცს.

- ხშირად გვესმის ქალზე ძალადობა, შენი აზრით, რითი არის ეს გამოწვეული?

- მე ვფქირობ, რომ ეს არის ქალის დანაშაული. რის უფლებას მისცემ მამაკაცს, ის იმას გაბედავს. ამიტომ ვერ გავამართლებ იმ ქალებს ერთხელ, როდესაც დაარტყამენ ორჯერ თუ სამჯერ და შემდეგ ურიგდებიან იმ მოტივით, რომ ოჯახი არ დაანგრიონ. მამაკაცი, რომელიც ამას იკადრებს, ეს იქნება მისი დიდი კომპლექსების გამოხატვა და ის ჩემთვის უბრალოდ არარაობაა.






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლილუკა
გიორგი არ ვიცი რა გადაიტანე მაგრამ ობიექტურობას ნუ დავკარგავთ სანამ ყველა ქალს არ ამოხოცავენ მანამდე არ გაახელთ თვალებს მამაკაცები ? მე პირადად თვითონ ძალადობა მაღელვებს და არა გენდერული საკითხები მაგრამ ვაცნობიერებ რომ სანამ ასეთი გულგრილები იქნებით და არ უთანაგრძობთ მხვერპლს მანამდე იაქტიურებენ ფემინისტები იმიტომ რომ თქვენისთანების ფონზე აღზევდნენ ისინი
21:38 / 12-12-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ქალბატონო, ქალი თუ ძალადობს მამაკაცზე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ (ვინც არ იცის, განვუმარტავ: არაპირდაპირი ძალადობაა მოწამვლა, კილერი, შემთხვევითი აგური ზევიდან და ასე შემდეგ), ამაზე რას იტყვით? ყველა მეცოდებით მენტალურად, ძალადობას ვინც გენდერულად განასხვავებს.
23:32 / 02-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS