- თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი დავამთავრე ხატწერა-რესტავრაციის განხრით, თუმცა დიპლომი
16 წლის გახლდით, მშრალ ხიდზე ''ზენიტის'' ფირმის აპარატი რომ ვიყიდე. ფირები შევიძინე და იმ ზაფხულს სოფელში შაშვის ბუდე გადავიღე. შემდეგ ვუღებდი მცენარეებს, ცხოველებს, მწერებს. შემდეგ პეიზაჟებსა და პანორამებზე გადავედი.

- ბუნებიდან ქართულ ბომონდში როგორ აღმოჩნდი?
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პირველ სეზონზე ფოტოგრაფის კასტინგი გამოცხადდა. ერთ-ერთი პროდიუსერი ბექა ცინცაძე გახლდათ და მან გამიწია რეკომენდაცია, ბექას და ჩემი ბანაკის მეგობარი იყო და იცოდა ჩემი შესაძლებლობები. ალბათ, მოეწონათ ჩემი მუშაობა, რადგან ამის შემდეგ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ყველა პროექტს მე ვიღებ. ამისთვის ნოე სულაბერიძის მადლიერი ვარ.

- ცნობილ ხალხთან მუშაობა თავიდან არ გაგიჭირდა?
- კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ''სტარობა'' არ მზღუდავს. მე მგონი, ვარსკვლავი თავად უფრო უნდა იყოს მომზადებული, რომ კარგად გამოჩნდეს. პირველი შოუდან განსაკუთრებულად კრისტი ყიფშიძეს დავუმეგობრდი. ძალიან ბევრ ფოტოს ვუღებდი. ეთერამდე ყოველთვის გამონახავდა დროს, რამდენიმე წუთს მაინც, რომ სურათი გადაგვეღო. სხვები ნაკლებად, რადგან ძალიან ნერვიულობდნენ. მესამე სეზონზე ყველა მონაწილე აქტიურობდა. ბიჭებიდან განსაკუთრებულად - გიორგი ბარბაქაძე, უყვარს სურათების გადაღება. გარდა პროექტებისა, ვიმუშავე ფილმზე ''ცელქი ბავშვები''.

- გიორგი, პოლიტიკოსები არასოდეს მოხვედრილან შენს ფოტოობიექტივში?
- ერთხელ წავედი აქციაზე, მაგრამ დიდად არ მოვხიბლულვარ. არეულობა დამხვდა, თან მაშინ ყველას ერჩოდნენ. თუმცა სხვადასხვა კონცერტზე მყავს პოლიტიკოსები გადაღებული. მაგალითად, ''იავნანას'' კონცერტზე პატრიარქი და ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად გადავიღე.

- გიორგი, თუ გქონია შემთხვევა, რომ გადაღების შემდეგ ფოტოშოპით მკერდის ან ტუჩების გაზრდა მოუთხოვიათ?
- ცნობილებს არა, თუმცა ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. ზოგისთვის ცხვირის ოპერაციის გაკეთებაც გადამიფიქრებინებია. როდესაც კერძო შეკვეთას ვიღებ და თუკი კლიენტს ასეთი მოთხოვნა აქვს, მაშინ ვთანხმდები, თუმცა მანამდე ვარწმუნებ, რომ მთავარია, ფოტოს გადაღების დროს კუთხე შეარჩიო.

- ხშირად გიწევს ცნობილი ადამიანების გადაღება, პაპარაცული კადრებიც გექნება.
- დიახ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ყვითელი პრესა ისე არ ფასობს, როგორც უნდა იყოს და ამიტომ არ მიღირს ამ ადამიანების გადამტერება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსულან და უთქვამთ, წაშალე გადაღებული ფოტოო. მაშინვე წამიშლია, მაგრამ იმის უკან ორი ფოტო დამიტოვებია. ისინი ხომ ვერ ხვდებიან, რომ ერთ დაწკაპუნებაზე სამ კადრს ვიღებ.

- ბავშვების ფოტოსესიაზე მოგვიყევი...
- ცოტა ხნის წინ გავაკეთე სერია ''ჩემი პირველი ახალი წელი''. რამდენიმე ცნობილი ადამიანის ბავშვი გადავიღე. ნანკა კალატოზიშვილის, ნინი ბადურაშვილის, კოტიკო თოლორაიასი, თიკა ფაცაციასი, ანასტასია თოფურიძის. ეს იდეა ჩემი შვილის დაბადების შემდეგ გამიჩნდა, რვა თვის გოგონა მყავს. ეს პროექტი ჩემთვის გავაკეთე, რადგან ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ ძალიან მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა. მათგან ის სიხალასე მოდის, რაც დღეს ქვეყანაში ძალიან გვაკლია. მინდა, ჩემი, როგორც ფოტოგრაფის ნიშა იყოს ჩვილი ბავშვების გადაღება.
გიორგის ნათლული ნუცა

გიორგის ელენე

- ეს იყო შენი საოცნებო პროექტი?
- ამაზე არ მიფიქრია, რადგან ყველა პროექტი განხორციელებამდე საოცნებოა. ინდოეთსა და მალაიზიაში მოგზაურობის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. სიამოვნებით გადავიღებდი ამ ორ ქვეყანას. დოკუმენტალისტიკაშიც აუცილებლად ვიმუშავებ, რადგან სხვადასხვა შოუ მაინც წარმავალია და ქვეყანას, როგორც ფოტოგრაფმა, ისეთი კადრებიც უნდა დაუტოვო, რომ მერე დაგაფასონ.
პოლიტიკოსებიდან ვის გადავიღებდი? პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს, მრავალფეროვანი.

იხილეთ ვარსკვლავების შვილების ფოტოები
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















