„ფარული კონვერტი“ იქნება ის გადაცემა, სადაც პოპულარული ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალებს გაასაჯაროვებენ და მთავარი საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში სოლიდურ თანხასაც მოიგებენ.
იმისთვის, რომ გადაცემის სტუმრები მაქსიმალურად გაიხსნან, ია მათ მაგალითს აძლევს და ერთ-ერთ პირველ გადაცემაში ყოფილ მეუღლესთან, ბიზნესმენ ფადი ასლისთან ერთად გაარკვევს მათი 5-წლიანი რომანის დასრულების რეალურ მიზეზებს.
- ია, ტელეეკრანს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებით. რა ფორმით გამოჩნდებით ამჯერად?
- ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია ტელევიზიასთან,
„რუსთავი 2“-ზე ნამდვილად არის შექმნილი ყველანაირი პირობა, რომ კარგი და რეიტინგული გადაცემა გაკეთდეს. ამისთვის დიდი მადლობა ვანო ჯავახიშვილს, რომლის დიდი წვლილია იმაში, რომ ეკრანზე ვბრუნდები.
- თქვენი ახალი გადაცემა „ფარული კონვერტი“ ჯერ არ გასულა ეთერში, მაგრამ უკვე აგორდა ტალღა, რომ ძალიან სკანდალური და არსებული გადაცემებისგან გამორჩეული იქნება.
- ეს არის გადაცემა პოპულარულ ადამიანზე, რომელიც მოყვება თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს. გაგვანდობს გარკვეულ საიდუმლოებებს და მიიღებს ფულს. ეს არის ისეთი შოუ, სადაც ძალდატანებით ან სტუმრების სურვილის წინააღმდეგ მოხდება რამე. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მეყოლება ფადი ასლი, რომელთანაც 5 წელი ვიცხოვრე. ჩვენს გაშორებაზე დღემდე ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს და ამ გადაცემაში ორივე ბევრ კითხვას გავცემთ პასუხს.
- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, მუსიკოს ტარიელ სუართან ერთად ცხოვრობთ?
- მე ასე გეტყვით: ტარიელი სუ არი. ტარიელ სუარის ხელოვნების ფანი ვარ. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ვერ გავამხელ, როგორი და რა სახის, მაგრამ მე ვცხოვრობ მარტო და ეს მომწონს.
ჟურნალი „სარკე“
ავთო ჩიტიძე