17 აპრილი, 2018
იუნა შაფათავას ჩოგბურთელ დას ხაში და კუჭმაჭი ეზიზღება
სახელი: სოფიო

გვარი: შაფათავა

დაბადების თარიღი და ადგილი:
12/01/1989, თბილისი

ზოდიაქოს ნიშანი: თხის რქა

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პროფესია: ჩოგბურთელი

პირველი კორტი: ჩოგბურთის კლუბი "განთიადი", რომელიც ახლა მიგდებული და დანგრეულია.

სადებიუტო თამაში: გურამ თოხაძის სახელობის პირველობა. ვერის პარკში. მოვიგე.

პირველი ქვეყანა, სადაც ვითამაშე: უცხოეთში პირველად ვიყავი თურქეთში.

ემოცია: ვნერვიულობდი ძალიან.

ტრადიცია, სათამაშო მოედანზე გასვლის წინ: ჩვეულებრივი რუტინა. სირბილი, გახურება, ჩოგნების მომზადება, სახელურის დახვევა, სპონსორის ლოგოს დახატვა და ესპრესო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო: ყველა ჯილდო მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი გამორჩეული
კი: 2014 წელს მსოფლიო საჩოგბურთო ფედერაციამ ხუთ ჩოგბურთელს შორის შემიყვანა ფედერაციის თასზე, სამშობლოსთვის ჩოგბურთის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის.

ყველაზე რთული მატჩი/რთულად დასამარცხებელი მეტოქე: ყველა მეტოქე თავისებურად რთულია. გააჩნია, შენ როგორ ხასიათზე ხარ და როგორ ხარ მზად.

მარცხი/შეცდომა, რომელიც არ დამავიწყდება: ეგეთი შეცდომა მხოლოდ კორტს გარეთ მაქვს და ჩოგბურთის არ ეხება.

ყველაზე დიდი წარმატება: ყველა მოგება ბავშვივით მიხარია (იცინის).

საოცნებო ადგილი და ტურნირი, სადაც მინდა, ვითამაშო: ყველა შეჯიბრი, რომელზეც მიოცნებია, ვითამაშე. დიდი სიამოვნებით მოვიგებდი მაქედან რამდენიმეს, მაგრამ ჯერ ვთამაშობ და იმედია, ეგეც ასრულდება (იღიმის).

ჩემი ოჯახი, ჩემი დები ჩემთვის არიან: საუკეთესო მეგობრები. ყველაზე ახლო ადამიანები დედამიწაზე.

პატარა მაშა: ადამიანი, ვის გამოც ნებისმიერი რამის გაკეთება შემიძლია.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS