უცხოეთში რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ნოსტალგიაა. ამიტომაც წელიწადში 6 თვეს საქართველოში ატარებს, დანარჩენს მოსკოვში.
მომღერალს რუსეთში ყველაფერს მისი ქმარი, რეზიკო ჩხეიძე უგვარებს. ამის შესახებ თამუნა ამონაშვილმა ჟურნალ "სარკეს" უამბო.
– როცა თქვენ და რეზიმ იქორწინეთ, რატომღაც
– ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე იქ ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს.
– საოჯახო საქმეებსაც ის აგვარებს?
– სახლის საქმეს მე ვაკეთებ, გადასახადებს რეზიკო იხდის. კაცის საქმეს ის აგვარებს, ქალისას – მე. შემოქმედებითად თუ რამეს ვაკეთებ, ეს რეზიკოს დიდი დამსახურებაა. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა: რომ არა ის, იქ ვერაფერს ვიზამდი!
– “პროგნოზებს” თქვენს გაშორებაზე დღემდე აკეთებენ?
– რა ვიცი, ყოველ ჩამოსვლაზე სადმე თუ მიმიწვევდნენ, ინტერვიუ იწყებოდა კითხვით: “გავიგეთ, ერთმანეთს გაშორდით…” და ეს დღემდე ასეა. ისე დავიღალე ამ კითხვებით, ყურადღებას აღარ ვაქცევ და სხვა თემაზე გადამაქვს აქცენტი. თუ გავშორდებით, ხომ ვიტყვი, რომ გავშორდით. ეს ჭორები ისეთი გამაღიზიანებელია, ვერ გადმოგცემთ!
– კარიერისთვის შემართული ქალი არ ხართ, რომელიც საქმის გამო პირადს დათმობს?
– ადრე მეგონა, ვიყავი. ვამბობდი, ისეთ კაცს არ გავყვები ცოლად, ვინც სიმღერას დამიშლის-მეთქი. ამის გამო ადრე არ გავთხოვდი, ახლა ამას ვნანობ, უნდა გავთხოვილიყავი და შვილიც მეყოლებოდა. სამწუხაროდ, შვილი არ მყავს. ოჯახი მაინც სხვა გაგებაა, შვილი უნდა იყოს.
– ახლა რა ეტაპებს გადის თქვენი ოჯახი?
– პატივისცემა და სიყვარული ჩვენს ოჯახში თავის ადგილზეა. როგორც ყველა ოჯახი, ჩვენიც გადის ეტაპებს, არის კარგი ამბებიც, პრობლემებიც.
სიყვარულის გარეშე არაფერი არსებობს. შეიძლება ძალიან გიყვარდეს, მაგრამ გაშორდე, ასეთი რამეც ხდება. ანდა არ გიყვარდეს და მაინც მასთან იყო. ეს არის უფლის ნება, რომელსაც ვგრძნობთ, მაგრამ ვერ ვხსნით. ზოგჯერ ამოტივტივდება ლამაზი სიურპრიზები, მერე ისევ ჩაწყნარდება. წლების მერე ყველაფერი ბალანსდება.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე