13 აპრილი, 2018
"პოლიტიკურად შეაფასეს ჩემი გამარჯვება... დარბაზში რუსებსაც კი საქართველოს დროშა ეჭირათ" - "იურმალას" ქართველი გამარჯვებული, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის
ანანო ღიბრაძეს მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ, ის საერთაშორისო კონკურსების ხუთი გრან-პრის მფლობელია. 2009 წელს საბავშვო "იურმალას" გამარჯვებულიც გახდა, მაშინ მის წარმატებაზე წერდა რუსული პრესა, თუმცა, საქართველოში ამის შესახებ თითქმის ვერავინ გაიგო.

- 8 წლის ასაკიდან ვმღერი, პირველად კონკურსზე "ოქროს დისკი" პირველი ადგილი ავიღე, ასე დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა. 2006 წელს გავემგზავრე ბელორუსში კონკურსზე"სლავიანსკი ბაზარი", სადაც მეორე ადგილის მფლობელი გავხდი, 2007 წელს საქართველოში ჩატარდა საბავშვო "ევროვიზიის" შესარჩევი კონკურსი, სადაც 12 გამარჯვებულ ბავშვში მეც ვიყავი. 2007 წელს
ასევე ავიღე გრან-პრი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ჩატარებულ კონკურსში "პესნია მაგია". 2007 წელს ასევე ავიღე უკრაინაში გრან-პრი კონკურსში "ბროლის ტოროლა ". 2008 წელს მივიღე მონაწილეობა ასევე უკრაინის კონკურსზე - "მოლოდა გალიჩინა", სადაც კიდევ ერთი გრან-პრი ავიღე.


Rating

- ანანო, მოგვიყევი შენი "იურმალაში" მონაწილეობის შესახებ...

- 2009 წელს დავიწყე "იურმალასთვის" მზადება. თავდაპირველად კიევში წავედით, რამდენიმე ქართველი კონკურსანტი, შესარჩევ ტურზე, სადაც იგორ კრუტოიმ და მისმა ჯგუფმა მოგვისმინა და მე ამირჩიეს. შემდეგ გავემგზავრეთ კონკურსზე მოსკოვში, სადაც ორი კვირის მანძილზე ალექსანდრე რევზინი გვიტარებდა მასტერკლასებს. კრუტოისთან, რევზინთან, რუმიანცევთან, კობზონთან, პრესნიაკოვთან და აგუტინთან ერთად ვმუშაობდით. მსგავს რეალობაში არასოდეს ვყოფილვარ. 2009 წელს გავიმარჯვე საბავშვო "იურმალაზე". საქართველომ მაშინ მიიღო პირველად მონაწილეობა. იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ორი საკონკურსო დღის განმავლობაში ჟიურის წევრებისგან მხოლოდ უმაღლესი 11 ქულა დავიმსახურე. გამარჯვებულს ანუ მე, წილად მხვდა 2010 წელს დიდების "იურმალაზე" სტუმრის სტატუსით გამგზავრება, ერთ-ერთი საკონკურსო დღის ბოლოს, როდესაც ყველამ სცენიდან იგორ კრუტოის დაბადების დღე მიულოცა, იგი თავად მოვიდა ჩემთან და მთხოვა, მის დაბადების დღეზე ვყოფილიყავი საპატიო სტუმარი. მახსოვს, მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა, მე კი დაბნეულობისაგან ვერაფერი ვთქვი. წვეულებას ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS