12 აპრილი, 2018
19 წლის ქართველი ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
19 წლის სანდრო საათაშვილი ერთ-ერთია იმ წარმატებულ ქართველ ახალგაზრდებს შორის, ვინც ბოლო პერიოდში აშშ-სა და ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტებისგან სრული დაფინანსება მიიღეს. მან აშშ-ში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სწავლის გადასახადი 70 000 დოლარს აღწევს, სრული დაფინანსება მიიღო და სექტემბრიდან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება.

1861 წელს დაარსებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT) მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგში წლებია, პირველ ადგილს არავის უთმობს. 2017 წლის მონაცემებით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის 91 ნობელის ლაურეატია! გარდა ამისა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი მსოფლიოს
წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია. სასწავლებელი აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, კემბრიჯში მდებარეობს.

19 წლის სანდროს მიმართულება ჯერ არ აურჩევია, თუმცა, თითქმის გადაწყვიტა, რომ არჩევანი მათემატიკაზე შეაჩეროს. საინტერესოა, რა გზა გაიარა ქართველმა ბიჭმა მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტში მოსახვედრად - ამის შესახებ სანდრო საათაშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

„გამოცდის ჩაბარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, ძალიან მაღალ ქულებს არ ითხოვენ. უნივერსიტეტში მიღების მთავარი მიზეზი წარსულის საოლიმპიადო წარმატებები გახდა, კერძოდ, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღებული ოქროს მედალი. ქულებზე უფრო მეტად აკვირდებიან შენს CV-ს, ანუ რა გაქვს გაკეთებული, რა გისწავლია, სადმე ხომ არ გიმუშავია და საბოლოო გადაწყვეტილებას ასე იღებენ,“ - განმარტავს სანდრო.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS