10 აპრილი, 2018
"ყველას დიდი მადლობა გინებისთვის, უმადურობასაც აქვს საზღვარი" - თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს
თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესმენმა და ძაღლების თავშესაფრის დამაარსებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

- იცით, რომ 2015 წელს სტიქიამ როგორ დამაზარალა, ფაქტიურად სრულად განადგურდა ძაღლების თავშესაფარი. მე სტიქიამ ვერ გამტეხა, ხალხს არა ერთხელ მოვუწოდე გვერდით დამიდექით-მეთქი, მაგრამ არავინ არ დამიდგა გვერდით. ამის მიუხედავად, მაინც ავაშენე მეორე თავშესაფარი, ყველაფერი საკუთარი ჯიბით გავაკეთე... ის კადრები, რაც დღეს გავრცელდა, კულმინაცია იყო. ამიტომ გადავწყვიტე და თავშესაფარს ვხურავ.

- ვინ გაგივრცელათ ეს ჩანაწერები?
- ბოროტი ადამიანების ნამოქმედარია
ეს. მე ასეთი წესი მაქვს, როცა თავშესაფარში მივდივარ, ლაივი მაქვს ჩართული და ხალხის შეკითხვებს ვპასუხობ. ასე მოხდა იმ დღესაც, როცა დიმა ობოლაძემ დამირეკა. მე გამაღიზიანა იმ ფაქტმა, როგორ არ იცოდა დიმამ სვანიძის ქუჩა დანგრეული რომ იყო, ჯებირებიც კი არ არის აქ. ჩემი ემოცია გამოვხატე და ვიღაცამ ეს მომენტი სათავისოდ მოჭრა ვიდეოდან. ამის გაგრძელება ის იყო, რომ მე და დიმა შევხვდით კაიროს ქუჩაზე, ლეკვები გადმომცა და თავშესაფარში დაგვიტოვა. ბოდიშიც მოვუხადე ემოციურობისთვის. მეორე ვიდეოს რაც შეეხება, დიღმიდან დამირეკეს, აღმაშენებლის ხეივანში ძაღლი არის ბოძზე მიბმულიო. მივედი და დავურეკე ჩემს ჯგუფს, ვუთხარი უპატრონოდ არის ძაღლი დატოვებული, საჭირო აღჭურვილობა წამოიღეთ და მოდით-მეთქი. მოვიდა ჩემი ორი თანამშრომელი, გოგო და ბიჭი. ეს კაცი ნასვამი იყო და დაავიწყდა აღჭურვილობის წამოღებაც. როცა ვკითხე, ასე რატომ იქცევი-მეთქი, მითხრა, ასეთი ხოში მაქვსო და ამაზე ავღელდი.

- საბოლოოდ გადაწყვეტილი გაქვთ თავშესაფარის დახურვა?

- როგორც პატრიარქმა თქვა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ამიტომ გადავწყვიტე, მეც დავხურო ძაღლების თავშესაფარი. ხალხის დაუნახაობას საზღვარი არ აქვს, გული მწყდება, მაგრამ იმის მაგივრად, რომ სხვანაირად იყოს ყველაფერი, ბინძური კამპანია მიდის ჩემს წინააღმდეგ და ამას ჩემი შვილებიც კითხულობენ. დაუნახავია ხალხი. დიდი მადლობა ყველას გინებისთვის, სხვა რა უნდა ვთქვა?!



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ანა
ბოლოს რატო არ მიგვაწყევლა ან მიგვაგინა
18:00 / 19-04-2018
გამოხმაურება / 0 /
Nika-ს
შენ კიდევ ეგეთი გულგრილი და ერთგული ადამიანები, როგორიც ვითომდა ე.წ. ,,დაზარალებულია"!
19:19 / 13-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ლალა
ბატონო თამაზ ! მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ კეთილი საქმისთვის ,რასაც თქვენ აკეთებთ,ეს ადვილი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს საქართველიში. ქველმოქმედებისთვის თუ თანხებს რიცხავენ , ამაში უჩვეულო რა არის ? ყველა განვითარებად ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი პროცესია. ბატონო თამაზ ! კარგი იქნება თუ გააგრძელებთ თქვენს მზრუნველობას უპატრონო ცხოველებზე და არ დახურავთ თავშესაფარს. არ აყვეთ პროვოკაციას.
12:29 / 13-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ფისო
ვერ ხედავთ ბ-ნ თამაზის მიერ გაკეთებულ სიკეთეს ხომ? წრმოიდგინეთ ეს ზაღლები თავშესაფარში რომ არ იყვნენ რამდენი ადამიანი იქნებოდა დაკბენილი და ანტისანიტარია იქნებოდა, თქვენ, ზოგიერთები ერთ ძაღლს ვერ უვლით და ქუჩაში ისტუმრებთ ეს ადამიანი რამდენ ცხოველს უვლის და რამდენი ადამიანი ყავს დასაქმებული! ბატონო თამაზ, გთხოვთ ნუ გაწირავთ ამ საბრალო არსებებს!
11:14 / 13-04-2018
გამოხმაურება / 0 /
მურმან
ეს პიროვნულად რა ნაგავია,თითოეულ მის სიტყვაში ჩანს.კიდევ ბედავს და თავს იმართლებს,აქეთ დაიჩაგრა ბიჭი საზოგადოებისგან თურმე.ეს ფულით ,,აბლატავებული” უნდა გამოიბა ერთ ადგილზე და ანახო როგორ უნდა კაცის დამცირება.კიდევ იმ ტიპს აბრალებს,ხოში მაქ მითხრაო.ეგ მაგის გამბედავი რომ ყოპილიყო,იქვე მიგმარხავდა შე საცოდავო ,მაგ შენი გინებისთვის...
20:27 / 12-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS