10 აპრილი, 2018
"ყველას დიდი მადლობა გინებისთვის, უმადურობასაც აქვს საზღვარი" - თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს
თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესმენმა და ძაღლების თავშესაფრის დამაარსებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

- იცით, რომ 2015 წელს სტიქიამ როგორ დამაზარალა, ფაქტიურად სრულად განადგურდა ძაღლების თავშესაფარი. მე სტიქიამ ვერ გამტეხა, ხალხს არა ერთხელ მოვუწოდე გვერდით დამიდექით-მეთქი, მაგრამ არავინ არ დამიდგა გვერდით. ამის მიუხედავად, მაინც ავაშენე მეორე თავშესაფარი, ყველაფერი საკუთარი ჯიბით გავაკეთე... ის კადრები, რაც დღეს გავრცელდა, კულმინაცია იყო. ამიტომ გადავწყვიტე და თავშესაფარს ვხურავ.

- ვინ გაგივრცელათ ეს ჩანაწერები?
- ბოროტი ადამიანების ნამოქმედარია
ეს. მე ასეთი წესი მაქვს, როცა თავშესაფარში მივდივარ, ლაივი მაქვს ჩართული და ხალხის შეკითხვებს ვპასუხობ. ასე მოხდა იმ დღესაც, როცა დიმა ობოლაძემ დამირეკა. მე გამაღიზიანა იმ ფაქტმა, როგორ არ იცოდა დიმამ სვანიძის ქუჩა დანგრეული რომ იყო, ჯებირებიც კი არ არის აქ. ჩემი ემოცია გამოვხატე და ვიღაცამ ეს მომენტი სათავისოდ მოჭრა ვიდეოდან. ამის გაგრძელება ის იყო, რომ მე და დიმა შევხვდით კაიროს ქუჩაზე, ლეკვები გადმომცა და თავშესაფარში დაგვიტოვა. ბოდიშიც მოვუხადე ემოციურობისთვის. მეორე ვიდეოს რაც შეეხება, დიღმიდან დამირეკეს, აღმაშენებლის ხეივანში ძაღლი არის ბოძზე მიბმულიო. მივედი და დავურეკე ჩემს ჯგუფს, ვუთხარი უპატრონოდ არის ძაღლი დატოვებული, საჭირო აღჭურვილობა წამოიღეთ და მოდით-მეთქი. მოვიდა ჩემი ორი თანამშრომელი, გოგო და ბიჭი. ეს კაცი ნასვამი იყო და დაავიწყდა აღჭურვილობის წამოღებაც. როცა ვკითხე, ასე რატომ იქცევი-მეთქი, მითხრა, ასეთი ხოში მაქვსო და ამაზე ავღელდი.

- საბოლოოდ გადაწყვეტილი გაქვთ თავშესაფარის დახურვა?

- როგორც პატრიარქმა თქვა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ამიტომ გადავწყვიტე, მეც დავხურო ძაღლების თავშესაფარი. ხალხის დაუნახაობას საზღვარი არ აქვს, გული მწყდება, მაგრამ იმის მაგივრად, რომ სხვანაირად იყოს ყველაფერი, ბინძური კამპანია მიდის ჩემს წინააღმდეგ და ამას ჩემი შვილებიც კითხულობენ. დაუნახავია ხალხი. დიდი მადლობა ყველას გინებისთვის, სხვა რა უნდა ვთქვა?!



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
მურმან
რა ნაგავია პიროვნულად ყველამ ვნახეთ.ამის მსგავსი კომპლექსიანი ავადმყოფები კიდევ პიარს იკეტებენ და ცდილობენ კაი ტიპის სახელი იყოდონ.საწყალიააა ახლა ეს ვაჭარი,საწყალი!
13:42 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
xyz
ძალიან დამწყდება გული, ეგ ძაღლები ასე რომ დარჩნენ ქუჩაში, უპატრონოდ. თქვენც იდარდებთ და ინერვიულებთ მერე ბატონო თამაზ. არ ჯობია, რომ თანამშრომლები შეცვალოთ, ვიდრე ეგ საყვარელი არსებები ქუჩაში გამოყაროთ? მე, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, გთხოვთ, რომ დაწყნარდეთ და ასე ცხელ გულზე არ გაიმეტოთ ეგ საყვარელი არსებები, რომლებიც ბევრ ადამიანს ჯობნიან სიყვარულსა და ერთგულებაში.
11:54 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
Status quo
რაც მოგივა დავითაო...
11:10 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
მია
კეთილი საქმის კეთება ადვილი არაა საქართველოში. ვინმე უდგა გვერდში, ეხმარებოდა? მაშინ რატომ არ ლანძღავდნენ, მარტო რატომ აკეთებ კეთილ საქმესო? არ ვიმსახურებთ ამ კეთილკაცს, ძალზე დაბოღმილები ვართ. მადლობა, ბატონო თამაზ იმისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ!
11:08 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
მზია
მესმის რომ ძალიან გულნატკენი ბრძანდებით, მაგრამ იქნებ რომ დამშვიდდებით თქვენს გადაწყვეტილებას გადახედოთ, რადგან ძალიან კარგ საქმწს აკეთებთ.
10:17 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
დავით
კეთილ საქმეს მადლობა არ სჭირდება! არც ზედმეტი რეკლამა და ქების მოსმენა !
10:09 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
კახა
პატრიარქმა როდის თქვა ამ ქვეყანას არაფერი ეშველებაო? რას მიაცვ მააცვამ ბატონო თამაზ? თუ აკეთებ კარგ საქმეს გააკეთე ისე რომ არ გვაყვედრო!
06:16 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნათი
ბ-ნო ელიზბარ ვიცი გიყვართ ცხოველები,მათი მოვლა და ა.შ...ნუ დახურავთ გთხოვთ,მარტო ამ საცოდავი ცხოველების მოვლა პატრონობისთვის გეკუთვნით გმირობა და არა გინება,ნუ აყვებით ამ ხმებს გთხოვთ
01:25 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ხალხი
მშიერი წყდება, რა დროს ძაღლია. ბავშვები შეიცოდე თუ კაცი ხარ. ეგ დაანახე შვილებს, რომ კაცთმოყვარე ხარ და არა მოძულეეეე
22:08 / 10-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯანგო
მოლბა ბიჭი.....
21:21 / 10-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS