ინტერვიუს ბოლოს ვუთხარი, სტატიას გამოგიგზავნით, გადახედეთ და შესწორებები ერთად შევიტანოთ-მეთქი. არა, არ მინდა, თქვენ ხომ თქვენი საქმე უკეთ იცით, და გენდობითო... საკუთარი პროფესიის მიმართ მსახიობს ასეთივე მიდგომა აქვს. მისთვის მთავარია, ბოლომდე დაიხარჯოს, ბოლომდე ჩაეფლოს თავის საქმეში, რათა ის შედეგი მიიღოს, რომელიც მას და რეჟისორს სურთ.
მახსოვს, საუბრისას მითხრა, სუნამო არ მიყვარს, მაგრამ ოთხი მაქვს – ჩემი პერსონაჟებისთვისო. ალბათ იმიტომ,
დავიწყოთ ბავშვობიდან. მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე.
ბავშვობა თან განსაკუთრებულია, თან ჩვეულებრივი. გგონია, რომ განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ ყველაფერი ახლის, ასე ვთქვათ, „შეწოვა“ და შეთვისება ამ დროს ხდება. თუმცა, თან ჩვეულებრივია, იმდენად, რამდენადაც ყველას ბავშვობა ასეთია.
ჩემი ბავშვობა ცოტათი უფრო განსხვავებული იყო, მშობლების სპეციალობიდან გამომდინარე. თვეების ვიყავი, თეატრში პირველად რომ მიმიყვანეს და საბალეტო სპექტაკლის მუსიკა მოვისმინე... წამოვიზარდე და უკვე დრამატულ თეატრში გაგრძელდა ჩემი ცხოვრება. ბებია, ბაბუა, ბიძა, მამა – მათი პროფესიიდან გამომდინარე, ამ სივრცეს გვერდს ვერ ავუვლიდი.
განაგრძეთ კითხვა: