მერი ტარიელაშვილი:
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედა ეროვნებით ოსია, მამა - ქართველი. დედა ძალიან პატარა - 15 წლის გათხოვდა, 16 წლისას უკვე მე ვყავდი, მალევე ჩემი ძმაც დაიბადა და სამწუხაროდ,
მერე ჩემი მშობლები დაშორდნენ. მამასთან ურთიერთობა არ გვაქვს. სადმე რომ შემხვდეს, ალბათ ვერც ვიცნობ. დედა გვზრდიდა და ერთდროულად
- მოდელობა რა ასაკიდან დაიწყე?
- როგორც ბევრი პატარა გოგო, მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი მოდელობაზე. დედა სახლიდან რომ მიდიოდა, დაქალებთან ერთად ჩვენებებსა და კონცერტებს ვაწყობდი, ვიზომავდით დედას კაბებს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ვითხიპნებოდით ტუჩსაცხით... ამ მოგონების შთაგონებით, გადავწყვიტე, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს ვესტუმრო, გავახარო და გავახალისო პატარა პრინცესები. მე მათ ვეტყვი, რომ თუ ძალიან მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს.
- რამ შეცვალა შენი ცხოვრება?
- 3 წლის წინ, ბარბარობის ღამეს, გაზით მოვიწამლე და შემთხვევით გადავრჩი... ამ ფაქტის შემდეგ ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, გამოვიცვალე ფაკულტეტი და პარალელურად, ვცადე ბედი სამოდელო სააგენტოში. მეუბნებოდნენ, რომ მოდის სფეროში, განსაკუთრებით კი მსოფლიო სილამაზის კონკურსში, გამარჯვება წარმოუდგენელიაო. წელს კი "მის ევრაზია" გავხდი. ზოგჯერ მგონია, რომ დამესიზმრა, მაგრამ გვირგვინი და ნომინაციები ადგილზეა.
- გარდა იმისა, რომ სამოდელო საქმიანობას ეწევი, კიდევ რა პროფესია გაქვს?
- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით. მაქვს დასაქმების სააგენტოც და ძალიან მალე ვიწყებ პროექტს, რომლის საშუალებითაც დავეხმარები ახალგაზრდებს, რომ სწორად შეარჩიონ პროფესია. (გაგრძელება)