26 მარტი, 2018
"ცხოვრებასთან შეჯახება გამიჭირდა, არ მჯერა, რომ ვინმემ მე შემცვალოს" - ნინო ჩხეიძე მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ალაპარაკდა
ნინო ჩხეიძის მუსიკალურ კარიერაში არა ერთი სიახლეა. მან ცოტა ხნის წინ გამოუშვა ახალი ალბომი, რომელშიც შესული სიმღერების ნახევარი, სწორედ მისთვის არის დაწერილი. ნინო ახალი გეგმებისა და ქმარ-შვილის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა:

- როდესაც გიორგის გაყევი ცოლად, მაშინ ხვდებოდი იმას, რომ ის კარგი მეუღლე და მეგობარი იქნებოდა?
- ეს მქონდა წარმოდგენილი, ქმარზე არ მიფიქრია, პატარა ვიყავი და ასეთი გამოცდილი თვალი არ მქონია. გიორგის რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ კარგი ადამიანია.

- მას შემდეგ, რაც გიორგი უკრაინაში ცხოვრობს,
ეჭვიანობის მომენტი არ გქონია?

- მე ვარ მე. იმდენი წელი გვაკავშირებს, გიორგი და მე ერთად გავიზარდეთ, არ ვეჭვიანობ, რადგან არ მჯერა, რომ ვინმემ მე შემცვალოს. ჩვენ გარდა ცოლ-ქმარისა, მეგობრები ვართ, ძმაკაცები, ყველაფერი და ასეთ ურთიერთობაში არ „მოსულა“ ეჭვიანობა. რომ გითხრა თავს ვდებ, გიორგი სპეტაკია, არ „გაივლიდა“, უკრაინაში ვინმესკენ არ გაიხედავს, ასეთი რაღაცეების არ მჯერა, უბრალოდ, მე სერიოზულ ურთიერთობებზე ვსაუბრობ და არა რაღაც სისულელეზე, გართობაზე.

- რა მოხდა მაშინ, როცა მიხვდი, რომ ყველაფერი შენი საკეთებელი იყო?

- ამას არ მივხვდი, ფაქტის წინაშე დავდექი. რითაც ვერთობოდი, უცებ გახდა ჩემი შემოსავლის წყარო. გამიჭირდა, თან ძალიან. მე მანამდე ასე არ მიცხოვრია. ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის აღება გამიჭირდა. გაზის, დენის ფულს ყველაფერს რომ გიორგი იხდიდა, უცებ მე უნდა გამეკეთებინა. ცხოვრებასთან შეჯახება გამიჭირდა. როცა გიორგი წავიდა, ყველაფერი ჩემზე გადმოვიდა. ვფიქრობ, გავართვი თავი.

- რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე?
- ჩემთვის რთული პერიოდი იყო 2012-2013 წლები, როდესაც ყველაფერი ავიღე საკუთარ თავზე, ერთ დღეს იღვიძებ და აბსოლიტურად სხვა ადამიანი ხარ სოციუმისთვის. ხალხისთვის, რომელიც გვერდში გყავდა. მაშინ დიდი ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ცხოვრებას. მეგონა, ყველა კეთილი იყო. მასაზე არ ვსაუბრობ. მათი დამსახურებით ვარ დღეს ის, რაც ვარ. ვსაუბრობ მათზე, ვინც ჩემს გარშემო, ჩემს წრეში ტრიალებდა. მეწყინა, ეს ჩემთვის შოკი იყო, უცებ ერთი მეგობარიც აღარ მყავდა. ეს სიმარტოვე რთული იყო, მაგრამ იმ დროს გვერდში დამიდგნენ ქართველი ებრაელები.

ჟურნალი „თბილისელები“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გიორგი
ეს ქალი გამაგიჟებს. დენის, გაზისა და ინტერნეტის ფული არ იცი, როგორ გადაიხადო? კითხე ვინმეს, ან იმავე ინტერნეტში შედი, ან ბანკინგი არ გაქვს, ან საიტები არ იცი, ან აბონენტის ნომერი? ადრე წერდა, მარტო მეშნია აეროპორტებში სიარულიო, – მეგონა, ფრენის შიშზე იტყოდა, – მეშინია, ტერმინალებში არ დავიკარგოო :) :)
22:08 / 26-03-2018
გამოხმაურება / 0 /
წარმატებები!
ამ მომღერლის ფანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გულიაშვილთან რომ ვნახე, რა კარგად ყვებოდა თავის კურიოზებს, ლამის შემიყვარდა - ეს რა კარგი გოგო ყოფილა-მეთქი!..
17:59 / 26-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS