ნატალიამ ქართველი საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ ბავშვობაში, ცნობილ ბებიასა და დედასთან, ეკა მამალაძესთან ერთად სიმღერისას მიიქცია. მაღალი, შავგვრემანი გოგონა კალასისეული სასცენო შარმით სწრაფად მოექცა უცხოური მუსიკალური
მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედია არ არის მომღერლის გამოჩენით განებივრებული, kvirispalitra.ge მკითხველს ნატალია ქუთათელაძე ნიუ იორკიდან საოპერო კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ესაუბრა.
ნატალია ქუთათელაძე:
- ჯულიარდში სასწავლო გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, დღე იწყება ძირითადად 10 საათზე და, უმეტეს შემთხვევაში, მთავრდება საღამოს 9-ზე, თუმცა, სპექტაკლების დადგმის პერიოდში, ღამის 11 საათამდე გვიწევს ხოლმე რეპეტიციებზე ყოფნა, ამას ემატება თეორიული საგნები, რაც მოითხოვს სახლში დავალებების შესრულებას. საკმაოდ მკაცრი წესებია ჯულიარდში გაცდენებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს, სამი გაცდენის შემდეგ ავტომატურად თავიდან გიწევს ამავე საგნის გავლა. თბილისის კონსერვატორიას როდესაც ვადარებ აქაურ სწავლებას, განსხვავება საკმაოდ დიდია. პირველ რიგში, მასალის და პროგრამის რაოდენობის მოთხოვნით და ასევე დაუნდობლობით, რომელიც უფრო "სასტიკს" ხდის ყოველდღიურობას. თბილისის კონსერვატორიას ძალიან ბევრი დადებითი მხარეები აქვს, თავს როგორც საკუთარ მყუდრო სახლში, ისე ვგრძობდი, რასაც ვერ ვიტყვი ჯულიარდზე, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს დღის განმავლობაში იქ ვატარებ, მაინც უცხოა ჩემთვის ის გარემო, თუმცა, სამი წლის თავზე ბევრ მოვლენასთან მომიწია შეგუება, იმის მიღება, რასაც ადრე ვაპროტესტებდი.
- დედის და ბებიისგან განსხვავებით, საოპერო მიმართულება აირჩიეთ...
- ადრეული ასაკიდან იყო გადაწყვეტილი ჩემი პროფესია, რომელიც არც მახსოვს, ავირჩიე თუ არა. თითქოს დაბადებიდანვე ვიცოდი, რომ ამ დარგში მომიწევდა მოღვაწეობა. როდესაც კონსერვატორიაში ჩაბარების დრო დადგა, მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვანებებდი თავს ფორტეპიანოზე დაკვრას. მივხვდი, რომ ჩემგან დიდი პიანისტი არ დადგებოდა და გადავწყვიტე, ხმა დამემუშავებინა. აღმოვჩნდი ქალბატონ დოდო დიასამიძესთან, რომელმაც ერთ წელიწადში სასწაული მოახდინა და მომამზადა კონსერვატორიის მისაღები გამოცდისთვის, ყველაზე დაბალი ქულით გავხდი კონსერვატორიის სტუდენტი.
- გამიგია, რომ მარია კალასს გადარებენ...
- მარია კალასი ჩემი ოჯახის დიდი ხნის ფავორიტია. მის მიერ შესრულებული არიების ჩანაწერები ჩემი ღრმა ბავშვობის მოგონებაა. ნანის და ჩემი ყველაზე საყვარელი და სათაყვანებელი მომღერალია. მსგავსებას რაც შეეხება, არ ვიცი, კომპლიმენტად მივიღო თუ არა... (იცინის).
- რომელია ნატალია ქუთათელაძის საოცნებო საოპერო პარტია?
- საოცნებო პარტია, ბანალურად რომ გიპასუხოთ, "კარმენი" და თუ ოცნებაა, მაშინ "ტოსკას" ვიმღერებდი სიამოვნებით. საერთოდ უფრო მეტად დრამატული პერსონაჟები მიზიდავს, ქალები, რომლებიც თავის თავს სწირავენ სიყვარულისთვის, სადაც უფრო მეტად ექსპრესიულობა და სიღრმეა. არასდროს არ გამომდის ისეთი პერსონაჟების ან მუსიკის შესრულება, სადაც უფრო მეტი სარკაზმი და ირონიაა…
- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- მოკლედ გიპასუხებთ და გეტყვით, რომ ვარ ძალიან, ძალიან ბედნიერი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს გამყვება, მინდა, იგივე გისურვოთ ყველას.
განაგრძეთ კითხვა: