- საქართველოში ქალად ყოფნა რთულია, რადგან მგონია, რომ ჩვენი მენტალური მდგომარეობა ვერ განვითარდა. როცა ისტორიულ ნაწარმოებებს ვკითხულობ, ხანდახან ვხვდები, რომ "იმის იქით" არ მივდივართ. ხშირად მესმის - იმის გამო, რომ მაგალითად, რთული ისტორია გვქონდა, თანამედროვე
- შენს ოჯახში როგორი სიტუაცია იყო - ოდესმე დებს გულისწყვეტა გიგრძვნიათ იმის გამო, რომ გოგონები იყავით?
- ალბათ, მხოლოდ ბავშვობაში, როცა ფეხბურთს ისე ვერ ვთამაშობდით, როგორც ბიჭები, თუმცა, კალათბურთს ბიჭებზე უკეთ ვთამაშობდით (იღიმის).
- შენთვის რა არის პრიორიტეტული ცხოვრებაში?
- საკუთარი თავის რეალიზება. ირგვლივ მყოფ ადამიანებს სულ ვაკვირდები: ვიბადებით, ვიზრდებთ, მეტ-ნაკლებად განათლებას ვიღებთ. მერე ზოგი ძალიან ადრეულ ასაკში თხოვდება, ზოგი - მოგვიანებით და იწყება განსხვავებული ცხოვრება, რადგან ცალკე კომპლექსები იჩენს თავს, რომლებიც მამაკაცებს აქვთ, ქალი კი თითქოს ყველაფერს უთმობს კაცს, რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოს და ბევრ კომპრომისზე მიდის. ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი სოციალური სიტუაციაა, სამსახურები არ არის, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზაცია მხოლოდ 9-დან 12 საათამდე მუშაობა ხომ არ არის? შეგიძლია მოძებნო, რაც "შენია". ჩვენ ერთსა და იმავეს ვხედავთ: ქალები შვილებს აჩენენ (რაც ძალიან კარგია), დილა მათზე ზრუნვით იწყება... ცოტა დრო თუ დარჩათ, შეიძლება სადმე გავიდნენ. იშვიათად შესაძლოა, მეუღლესთან ერთად, რამე ღონისძიებას დაესწრონ. მაინც რუტინაა. ქალებს დროც არ რჩებათ, რომ უბრალოდ, დასხდნენ და წიგნი წაიკითხონ. არაფერს ისეთი დიდი სიამოვნება არ მოაქვს, როგორიც წიგნის კითხვას. ყოველ წაკითხულ ლიტერატურულ ნაწარმოებს სხვა დონეზე აჰყავხარ... ან თუკი ქალს ხატვა გიყვარს, ხატე, წერე, ივარჯიშე, ბიზნესი "აკეთე"... შენში არსებულ რესურსს ნუ დაკარგავ. ქართველი ქალების უმრავლესობა ამისთვის ვერ იცლის, რადგან პრიორიტეტები სხვანაირად გადანაწილდა... მერე ოჯახური პრობლემები იწყება: ცოლები ქმრებით ქრონიკულად უკმაყოფილო არიან, რადგან არსებულ სოციალურ სიტუაციაში, ქმრებიც იმდენ ფულს ვერ შოულობენ, რომ ცოლის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. შესაბამისად, ოჯახში მუდმივი ჩხუბია. მერე ქმრები მიდიან და სხვა პარტნიორებს პოულობენ, როლებთანაც თავს უკეთ გრძნობენ და ოჯახი ინგრევა - ბედნიერები არ არიან. ეს რის გამო ხდება? ჩვენთან მეტ-ნაკლებად რეალიზებული მამაკაცი გახლავთ, ქალი "გამტარის" მოვალეობას ასრულებს. ახალ თაობაში ეს ნაკლებად იგრძნობა. ოჯახი სიწმინდეა, თუმცა ქალს თავისი როლი და რეალიზების საშუალება უნდა ჰქონდეს იმ დოზით, რამდენითაც კაცს აქვს, რადგან ორივე ადამიანია, შინაგანად ორივე ნიჭიერია. ნიჭი ყველა ადამიანს აქვს. უბრალოდ, მას დახვეწა და განვითარება სჭირდება, ამისთვის ორივემ უნდა იბრძოლოს.
განაგრძეთ კითხვა: