12 მარტი, 2018
გაიცანით მსოფლიო ვარსკვლავების ფავორიტი ლაქშერი ბიზნესმენი, რომელმაც რეკორდულ დროში 68 კილოგრამი დაიკლო
წარმატებული, მიზანდასახული, პრინციპული... სხვა ბევრი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც საქართველოში გიორგი ჩიკვაიძის სახელით იცნობენ. ბიონსესთვის, ჯორჯ ბენსონისა და სხვა ვარსკვლავებისთვის კი ის უბრალოდ რამზესია...

- პროფესიით ვეტერინარი ხართ?
- ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ცხოველები, აქედან გამომდინარე, ავირჩიე ეს პროფესია და თავის დროზე წარმატებებიც მქონდა. საკუთარ ვეტერინალურ კლინიკაში საკმაოდ ბევრი პაციენტი მყავდა, და მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი მორჩა. ვფიქრობ, რომ გავყოლოდი ამ საქმეს, წარმატებას მივაღწევდი... მეგობრებში სულ განხილვის და „ღადაობის“ საგანი ვიყავი, აი,
გიორგი და ძაღლები, გიორგი და თევზები და იყვნენ ერთ ამბავში. ძალიან მიყვარს თევზები. დიდი აკვარიუმების დაპროექტება დღემდე ჩემს ჰობად რჩება და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს... შემდეგ იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, სადაც ჩემს თანამშრომლებთან ერთად შევქმენი წამლის რეგისტრაციის სამმართველო და ვმუშაობდი ვეტერინარ ინსპექტორად. იმ პერიოდისთვის ხელისუფლება მეც არ მწყალობდა და პირველი დაპირისპირება მაშინდელ მინისტრ ბაკურ კვეზერელთან მომიწია. როდესაც ამხელა სისტემას ებრძვი, ის ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, თუმცა, არსებობს ადამიანის მორალური ღირებულებები და იმიტომ დავუპირისპირდი, ეს დამთავრდა იმით, რომ მაშინდელმა ადმინისტრაციამ დამიწერა დისციპლინარული შენიშვნა სიგარეტის მოწევაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებდა ჩემს შრომისუნარიანობას, ეს იყო შედარებით მარტივი მიზეზი, თუმცა, საქმე უფრო სერიოზულად იყო. ანხორციელებდნენ ზეწოლას, როგორც ჩემზე, ასევე ჩემს ოჯახზე. მაშინ გადავწყვიტე - ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი ამბიციები და ჟინი - შეიძლება ითქვას, იმ დროისათვის ეს ბრძოლა წავაგე. ამის შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი საერთაშორისო ასპარეზზე, არ ვიშურებდი ძალას და ენერგიას, რომ მემხილებინა ყოფილი ხელისუფლება.
მანამდე იყო ჩემი დიდხნიანი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მქონდა გარკვეული მოწვევები ჰააგიდან, ბევრ მნიშვნელოვან ფიგურას ვიცნობდი, მაშინდელ ხელისუფლებას და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრობლემებს ვუქმნიდი, არ ვაძლევდი საშუალებას, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადაედგათ. ჩემი დიდი ძალისხმევით, ვერ გააუქმეს ეს და დღეს ეს სამსახური ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მერე?
- ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ამას მოყვა ჩემი ხშირი ვიზიტები ევროპაში და ყველაზე ხშირად საფრანგეთში, სადაც დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი საიახტო ბიზნესში. ბევრ კომპანიასთან ვთანამშრომლობდი. საბოლოოდ, ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი იახტების მწარმოებელ ლიდერ კომპანიაში „აზიმუტ ბენეტში“, კომპანია, რომელიც მსოფლიოში ქმნის ამინდს საიახტო ბიზნესში. დავამთავრე მათი აკადემია და დაახლოებით სამი წელი ვიმუშავე კანის ფესტივალის ფარგლებში ჯერ გაყიდვების მენეჯერად, შემდეგ ვიპ გაყიდვების მენეჯერად.

- ვიცი, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აპირებ ამ ბიზნესის პოპულარიზაციას და ამისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვს...

- საორგანიზაციო საბჭოში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, კომპანიაში წამოვაყენე საკითხი, რომ მათ მოეცათ წარმომადგენლობა საქართველოსთვის ანუ „აზიმუტ ბენეტ ჯორჯიას“ სახით, დაახლოებით ოთხთვიანი პროცესი იყო და მე ვცდილობდი მათთვის დამემტკიცებინა დემოკრატიული ხარისხების და კანონმდებლობის თანახმად, რამდენად დემოკრატიული სიტუაცია იყო დღეს საქართველოში, ბიზნესის მხრივ. ფაქტობრივად, მემორანდუმი უკვე დასრულებულია და რამდენიმე დღეში საქართველოში ცნობილი გახდება „აზიმუტ ბენეტ ჯორჯიას შესახებ.

Rating

- რამდენად არის ქართული ბაზარი მზად ამ ბიზნესისთვის?

- ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით განვითარება, რადგან ტურიზმზე დიდ იმედებს ვამყარებთ და არც განვიცდით მათ ნაკლებობას, მათ უნდა შეუქმნა მაქსიმალური კომფორტი. როდესაც კომპანიის წარმომადგენლები მყავდა ჩამოყვანილი, აღფრთოვანებულები დარჩნენ ბუნებით და გაუკვირდათ, აქამდე რატომ არ იყო საქართველოში ეს ბიზნესი განვითარებული.

- საკმაოდ უცნაური სახელწოდებით აპირებთ ბაზარზე თავის დამკვიდრებას, რატომ „რამზესი“?

- ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს. 17 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ბავშვობაში მქონდა ჭარბი წონის პრობლემა და მასთან დაკავშირებული უამრავი კომპლექსი, ჩაკეტილი ცხოვრების წესი, აგარაკზე გადავსახლდი ჩემს ცხოველებთან ერთად. მარტო ცხოვრების პერიოდში, როდესაც გიორგი, ანუ მე, საკუთარ თავში ძალას ვერ ვპოულობდი, საკუთარ თავთან საბრძოლველად შევქმენი ალტერნატიული მე, რომელსაც დავარქვი რამზესი, ჩემი ეგვიფტოლოგიის და ისტორიის სიყვარულიდან გამომდინარე. რამზესი აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, ვიდრე გიორგი. დღესაც რამზესზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, მას არ გააჩნია შიში და მსგავსი ყოფითი დისკომფორტები, შეუძია რისკზე წასვლა და როცა რაღაცას აკეთებს, იცის, რომ გამართლებული იქნება. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს სახელი გამხდარიყო ჩემი ყველანაირი ბიზნესის და წამოწყების საფუძველი.

- საერთაშორისო ასპარეზზეც კარგ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ, მაინც საქართველო არჩიე?

- არსად არ წავალ, მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის საოცარი ადგილი დედამიწის ზურგზე, და მე განვიცდი დისკომფორტს, როდესაც არ ვარ საქართველოში, მიუხედავად იმისა, მაქვს მონაკოს საპატიო მოქალაქის წოდება, საქართველოს გარდა არსად ცხოვრებაზე არ მიფიქრია, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს გარშემო შევქმნა ის პატარა სამეფო, რომელიც წარმოაჩენს ჩემს სამშობლოს.

- საკმაოდ მიზანდასახული ხარ, სხვანაირად არ/ვერ შეძლებდი ამდენს...

- ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ არ არსებობს ოცნება, რომელსაც რეალობად ვერ აქცევ. ხანდახან მეშინია ჩემი ოცნებების, იმიტომ რომ ჩემი ქვეცნობიერი რადიკალურად ყველაფერს ასრულებს. ადამიანი არის ქმნილება, რომელსაც შეუძლია ყველაფერი. არ მიყვარს თამაშები, საიდანაც შეიძლება წაგებული გამოვდივარ, წინასწარ ვაფასებ ყველა რისკს.

Rating

- ბაზარი რამდენად იქნება კონკურენტუნარიანი?

- კონკურენცია ძალიან დიდია. 5-6 წელიწადში იახტების ბიზნესი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე იქნება. მე ზუსტად ვიცი, რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ამ ბიზნესს. კომპანიას, რომელსაც მე წარმოვადგენ, მთელი იტალიის ბიუჯეტის ნახევარი უჭირავს. გადავამზადებთ ახალგაზრდებს ჩვენი ხარჯებით „აზიმ ბენეტის აკადემიაში“ და არ იქნება მარტო ჩემს მოგებაზე აწყობილი ბიზნესი.

- სამომავლოდ შეიძლება პოლიტიკურ ასპარეზზეც გიხილოთ?

- გამორიცხული არაფერია. ამ ეტაპზე არა, მქონდა პოლიტიკური მიზნები, მაგრამ განელდა. მიმაჩნია, რომ ჩემი მორალური ვალია მოქმედ ხელისუფლებას ვედგე გვერდით, დამოკიდებულებები მომწონს ამ მთავრობის.

- შენ იყავი იმ ვიდეო მიმართვის ავტორიც, რომელიც ჯორჯ ბენსონმა კახი კალაძის მხარდასაჭერად ჩაწერა?

- ჯორჯ ბენსონი იყო ჩემი კლიენტი, მე ვიყავი მისი ექსპერტი იახტების საკითხებში, როდესაც ჩემი 31-ე დაბადების დღე ავღნიშნე, საპატიო სტუმრებს შორის იყო ბენსონიც და მაშინ გამიჩნდა იდეა და ვთხოვე, ჩაგვეწერა ვიდეო მიმართვა, რაზეც პირველად მივიღე უარი. ჯორჯმა მითხრა, რომ ძალიან კარგად იცნობდა კახის და იცოდა მის შესახებ, 10 გრემის მფლობელი ვარსკვლავი ვარ და არ ჩავრეულვარ პოლიტიკაში და ტრამპის ინაუგურაციაზე არ წავედი, და არ მინდა, ვუღალატო პრინციპებსო. ეს იყო ჩემი მხრიდან უბრალოდ შეთავაზება და უარიც ჩეულებრივად მივიღე.

დილით ბასეინზე ვიყავით და სათვალე მეკეთა, რომელიც ძალიან მოეწონა და ჩუქება მთხოვა, გავეხუმრე, თუ ვიდეო მიმართვას ჩამიწერ, გაჩუქებ-თქო, მოვიხსენი და ვაჩუქე. ვიდეო მიმართვაზე კი ხელი ჩავიქნიე. სადილის დრო იყო, დამიძახა და მისი პირადი გადაწყვეტილებით ჩავწერე ვიდეო. საიახტო აკადემიაში არ უნდა გამემახვილებინა ყურადღება ცნობილ კლიენტებზე, ჩემი პირადი ემოციები უნდა მომეთოკა, ეს ყველაზე მეტად გამიჭირდა ბიონსეს შემთხვევაში... მისი ბექსთეიჯის სტუმარი ვიყავი და მაშინ მივხვდი, რომ არიან ადამიანი, რომელსაც სხვა ბიოლოგიური ენერგეტიკა აქვთ. ემოციები იმდენად დიდი იყო, რამდენჯერმე დამჭირდა მთელი ფსიქოლოგიის მობილიზება, რომ გონება არ დამეკარგა, ბევრად უკეთესია რეალურ ცხოვრებაში... მისი პარფიუმის სურნელი მთელი სამი დღე ჰქონდა ჩემს ტანსაცმელს და დღემდე ვერ ვივიწყებ, მაშინ მაჩუქა დისკი ხელმოწერით და პირსახოცი.

- ვინ იყვნენ შენი ცნობილი კლიენტები ბიონსეს და ჯორჯ ბენსონის გარდა?
- ვერ გავამხელ, ეს ინფორმაცია კომფიდენციალურია. შეიძლება ჩემი თავი ვერ დავიცვა, მაგრამ საიახტო ბიზნესში კლიენტის კომფიდენციალურობის დაცვა არის ულაპარაკო.

- ახალგაზრდა წარმატებული ადამიანი ხარ, პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩება დრო?
- პირადი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფრის მამოძრავებლად მაინც რჩება სიყვარული, რომელიც ადამიანს ჭირდება ისე, როგორც საწვავი მანქანას. ეს გრძნობა ადამიანს ან შეუძლია ან არა. ცხოვრებაში არ გამისინჯავს მარიხუანა. იმისათვის, რომ ცხოვრებით „ვიკაიფო“, მარიხუანა და მსგავსი რაღაცეები არ მჭირდება.

ცხოვრების ამ ეტაპზე მარტო არ ვარ, ამ ურთიერთობას არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, მე მანიჭებს ბედნიერებას უკვე რამდენიმე წელია, ხშირად არ ვართ ჩვენ ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში ვართ, მაგრამ როდესაც გრძნობა ჭეშმარიტია, მერე გადაგივლის არ ხდება, ყოველდღე მიახლდება, ყოველი დღე არის ახალი ისტორია, ახალი სირთულეებით, მისიებით, მიზნებით.

Rating

- წონაში დაკლება რამ გადაგაწყვეტინა, ამბობენ, რომ შეყვარებული იყავი...

- ბევრი ამბობდა, რომ ვიღაცა მიყვარდა. კი მთელი ბავშვობა მიყვარდა ჩემი მეგობარი, მაგრამ ჩემი ტრანსფორმაცია მას არ უკავშირდება. ადამიანს ვიზუალი გარკვეულწილად პირველად ეფექტს უქმნის და წარმატების მიღწევაშიც ეხმარება, მივხვდი, რომ ადამიანის გარეგნობა დიდ როლს თამაშობს მის წარმატებაში, 23 წლის ასაკში მივიღე ეს გადაწყვეტილება. მაშინ ვუთხარი ჩემ თავს, ან ეხლა იწყებ ბრძოლას ან არასდროს, დაახლოებით 6 თვე ვმუშაობდი საკუთრ თავზე. შევქმენი ალტერ ეგო, ჩემი სამეფო და განკარგულება, რომ მე უნდა შევცვლილიყავი, გავეცი ბრძანება. მიზეზი იყო ის დიდი ოცნება, რაც დაკავშირებული იყო ჩემს ცხოვრებასთან. ჩემი ცხოვრება ეტაპებად რომ დავყოთ, 10 ეტაპიდან მეორე ეტაპს ვამთავრებ.

- რა მეთოდით დაიკელი?
- გამომდინარე იქიდან, რომ სურსათის უვნებლობასთან მქონდა შეხება, ცილოვან საკვებს მივირთმევდი, არ შემიზღუდია შაქარი და შოკოლადი. არ ვურევდი ერთმანეთს ცხოველურ და მცენარეულ ცილას. შეიძლება ბევრი ენდოკრინოლოგი არ დამეთანხმოს, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე მე დ კიდევ 17-მა ადამიანმა, 40 კილოს დაკლების მერე, დავიწყე ვარჯიში ტრენერთა კონსულტაციის შემდეგ, 2 ლიტრი წყალიც არ მისვამს, დღესაც ვიმატებ ხოლმე, მაგრამ ეს არ სცდება 73 კილოს და თუ გადაცდა, ვრთავ სრული განგაშის რეჟიმს. ჩემზე მეტად ალბათ ჭამა არავის უყვარს, მაგრამ არც ერთი დღე არ გამჭირვებია, უარყოფითად არც განწყობაზე უმოქმედია, მიზანი და მოლოდინი იმდენად დიდი მქონდა, ფარ-ხმალი არასოდეს დამიყრია არც ერთ საკითხში.

- კარიერა თუ პირადი ცხოვრება?
- ბოლო ორი წლის განმავლობაში კარიერა ჩემთვის არის პირველ პლანზე. დდი იმედი მაქვს სოლიდურ სიტყვას ვიტყვი ბიზნესში.

- რა კაპიტალის დაგროვება შეძელი ამ პერიოდის განმავლობაში?
- ჩემი ყველაზე დიდი კაპიტალი არის ჩემი ოჯახი, ამაზე საუბარი საზოგადოდ არ მიმაჩნია მართებულად, მიყვარს „ლაქშერი“ ცხოვრების სტილი, ბევრი ფული დამიხარჯავს პირადი კომფორტისთვის. ძირითადად, ფული დისკებში, აპარატურაში, აკვარიუმებში და ჩაცმა-დახურვაში მეხარჯება.

- ბავშვობაში ნინი ბადურაშვილზე იყავი შეყვარებული?
- მე და ნინი ვიყავით კლასელები, ძალიან დიდი ხანი მიყვარდა, მთელი ბავშვობა, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, სხვანაირი ბიჭები მოსწონდა. დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩემი თავის გამკვირვებია დღეს, როდესაც ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მაშინ დავიწყეთ მეგობრობა.

თამუნა პეტრიაშვილი









FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
მარინაააა
ხახახახახახაააააა
19:10 / 12-03-2018
გამოხმაურება / 0 /
მარი
რას მიაღწევდა საქართველოში რომ დარჩენილიყო???!!!ვერაფერს!!!იმედია ოდესმე დაბრუნდება და გააგრძელებს აქ ბიზნესს,ოღონდ იმედია ბადურაშვილს არ მოიყვანს ცოლად(მას სხვანაირები მოსწონდა და ხომ გაყვა სხვანაირს).....ისე აშკარად ცდილობს ამ მთავრობას ასიამოვნოს,რადგან ჩამოსვლის მერე არ ქონდეს მინისტრებთან პრობლემა!ასე რომ გიორგი ჩვენც ვხვდებით რაღაც-რაღაცეებს,მაგრამ არა უშავს.....ფული ყოველთვის ეძებს ფულს....
18:43 / 12-03-2018
გამოხმაურება / 0 /
სტუმარი
"მიყვარს „ლაქშერი“ ცხოვრების სტილი, ბევრი ფული დამიხარჯავს პირადი კომფორტისთვის. ძირითადად, ფული დისკებში, აპარატურაში, აკვარიუმებში და ჩაცმა-დახურვაში მეხარჯება." - ჩვენ კიდევ გვეგონა სამინისტროში მუშაობისას ხალხზე ზრუნვაში ათენებიდთ და აღამებდით.
18:23 / 12-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
"ჩემი მორალური ვალია მოქმედ ხელისუფლებას ვეუდგე გვერდით, დამოკიდებულებები მომწონს ამ მთავრობის" (ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ, უეცრად შეიცვალა ჩემი დადებითი ემოციები ამ კაცის მიმართ). კეთილი და პატიოსანი! როგორც ჩანს ამ ახალგაზრდას, მართლაც მწარედ ახსოვს კვეზერელი და აქედან გამომდინარე მიიჩნევს რომ ამ მთავრობას დაუდგეს გვერდით. ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. გასაკვირი ისაა, რომ ეს მართლაც კარგი აზროვნების ახალგაზრდა კაცი, მხოლოდ დადებითს ხედავს ამ მთავრობის მუშაობაში და არაფერი არ არის მისთვის მიუღებელი და თუნდაც საკრიტიკო. თუნდაც ის, რომ ოფიციალურ მილიონერს ბიუჯეტის ხარჯზე სამკურნალო თანხით აფინანსებენ (გრეჩიხა -30 000 ლარი), მაშინ როცა გაჭივრებულ ადამიანებს 150-200 ლარზე ამათხოვრებენ. ეს თუ მოგწონს, მაშინ პარდონ....
17:29 / 12-03-2018
გამოხმაურება / 0 /
მარინა
კვეზერელის სამინისტრო არ მოგწონდათ, გიორგი, დავითაშვილის ხომ მოგწონთ, თან ცილოვანი საკვებიც გვყარებიათ, ასე, რომ დაუჯერეთ და ფაროსანა მიირთვით:(
14:47 / 12-03-2018
გამოხმაურება / 2 /
მგონი
მგონი ფაროსანა პროტეინის მოყვარულთათვის ჯობია. კეზერელი სიმინდის მცოდნე იყო, თუმცა მიშამ ვერ გაუგო და მოხსნა.
18:06 / 12-03-2018
g
მამალი ძროხები არ უყვარს რა ვერ გაიგეთ)
20:39 / 12-03-2018
TOPS