„რეიტინგი“ კესარია აბრამიძეს დაუკავშირდა.
- როგორც იცით, კონკურსები ჩემი სტილი არ არის და არასდროს მიფიქრია, სილამაზის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ როდესაც მსოფლიოს სილამაზის კონკურსის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩემი ქვეყნის სახელით მივიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მთხოვეს, გა
- რა მოთხოვნები აქვთ კონკურსის ორგანიზატორებს?
- მთავარი მოთხოვნა არის, კონკურსანტი იყოს ბუნებრივად ლამაზი. აქაც ისეთი სტანდარტებია, როგორც მის მსოფლიოზე. ქართველი მისები მიდიოდნენ და მოდიოდნენ სილამაზის კონკურსებზე, თუმცა, არასდროს გაგვიმარჯვია.
სილამაზის კონკურსი სადაც ჩატარდა, ქართველმა ვერსად ვერ მოიგო და ვნახოთ, იქნებ ეს იყოს პირველი სილამაზის კონკურსი, სადაც საქართველო გაიმარჯვებს.
- ცნობილია, რომ მკაცრი შეყვარებული გყავთ, თანახმაა ის კონკურსში მონაწილეობაზე?
- წინააღმდეგია, მეუბნება ჩემთვის შენ ხარ „მის მსოფლიო“ და ამას დამტკიცება არ სჭირდებაო.


