- შენ და ილო ბეროშვილი ცნობილ ადამიანებს შორის, გამონაკლისი ხართ იმ თვალსაზრისით, რომ განქორწინების შემდეგ, კარგი ურთიერთობის აწყობა შეძელით...
- ილო ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და მგონი, ისიც ასე ფიქრობს. ერთმანეთისთვის გულწრფელად ახლობელი და ძვირფასი ადამიანები

- რაც შეეხება გათხოვებას, ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი.
- ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. ერთმანეთს "ჯემ ფესტზე" შევხვდით. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. იქ რაღაც მოხდა, დაახლოებით ისეთი, ელვა რომ დაგეცემა. რაღაც პერიოდი თავს ვიკავებდით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ აღარ შეგვეძლო. მაშინ ძალიან უცნაური განცდა დამეუფლა. პირველად ვიგრძენი, რომ მე არ ვარ ცალკე ადამიანი. ორივეს გვქონდა განცდა, რომ ერთნი ვიყავით დაბადებამდე, სახელებამდე და საერთოდ, ყველაფერ იქამდე, რაც ამქვეყნად პირობითია. ვერ ვამბობდით - "მიყვარხარ", იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა სუბიექტის ურთიერთობაა. ვამბობდით - "შენ ვარ", იმიტომ, რომ ასე ვგრძნობდით. მას რომ ვეხებოდი, ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ვეხებოდი. ამიტომ, გვქონდა განცდა, რომ მეორე ნახევარი არსებობს და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ. მანამდე ორივეს გვქონდა წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება და ამიტომ, ორივე "აცრილები" ვიყავით. ქორწინების გვეშინოდა, მაგრამ მაინც ძალიან გვინდოდა. ყოველდღე ვამბობდით: "ამ პარასკევს ხელს ვაწერთ". ბოლო-ბოლო, გადავწყვიტეთ და წავედით. მეჯვარეები გზადაგზა ავკრიფეთ, სიღნაღში ჩავედით და სუპერმაგარი ქორწილი გვქონდა. გამოვიდა, რომ ექვსი თვე ვიყავით ქორწინებაში. მერე მოხდა, რაც მოხდა.
განაგრძეთ კითხვა:

