27 თებერვალი, 2018
"სანდროს მხარდაჭერა ჩემთვის, ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია" - თათია შარანგია ონლაინ-გადაცემას იწყებას
ცნობილი პიანისტი, 3 შვილის დედა თათია შარანგია, მაყურებლის წინაშე მალე ახალ ამპლუაში წარსდგება. თათიამ საკუთარი გადაცემა „სთორი“ გააკეთა, სადაც ცნობილ ადამიანებს უცნობი კუთხით გაგვაცნობს. ახალი წამოწყების შესახებ, უმშვენიერესი თათია „რეიტინგს“ ესაუბრა:

- მე გავაკეთე ჩემი საავტორო გადაცემა, ონლაინ ფორმატის -“სთორი”, სადაც სხვადასხვა სფეროში წარმატებული და საინტერესო ადამიანები მოყვებიან საკუთარი თვალით დანახულ მათ ცხოვრებას - ბავშვობიდან დღემდე. საკმაოდ დიდი ხანია ვსწავლობ და მაინტერესებს ფსიქოლოგია, მიყვარს და ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა ადამიანებთან ურთიერთობა, მათი შინაგანი სამყაროს გაცნობა. ეს
ის საქმეა, რომელიც ჩემთვის ძალიან საყვარელია და მგონია, რომ ჩემი გადაცემის საშუალებით ადამიანები ჩემთან მოსულ სტუმარს ახალი კუთხით გაიცნობენ.

თუ თქვენ ნახეთ გადაცემის პრომო, ასევე უკვე არსებული პირველი ანონსი, მიხვდებით, რომ ეს ახალი სიტყვაა მედია სივრცეში. ჩემთან ერთად მთელმა გუნდა დაინახა ეს გადაცემა, ბევრი იშრომეს, რომ განსხვავებული, ახალი პროდუქტი შეექმნათ. ჩემთან მოსული სტუმარი არ არის მხოლოდ რესპონდენტი, ის უკვე ჩემი მეგობარი ხდება და აქედან გამომდინარე, დიალოგი, რომელიც ჩვენთან შედგება, იქნება ძალიან გულწრფელი და მაყურებელი ამას აუცილებლად იგრძნობს.

- ალბათ თქვენი მეუღლეც აქტიურად გიჭერთ მხარს ამ წამოწყებაში...
- პირველი, ვისაც ეს იდეა გავუზიარე, იყო ჩემი მეუღლე - სანდრო, რომელმაც ენთუზიაზმით აიტაცა ეს იდეა და მისი მხარდაჭერა ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. გადაცემა შევქმენი ჩემს პროდუსერთან - ლიკა მენაღარიშვილთან ერთად, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია, დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ვენდობი მის მოსაზრებებს, ჩვენი აზრები ხშირად ემთხვევა. ორივეს დიდი ენერგია გვაქვს, გვიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია წარმატებისთვის. ძალიან მაგარი გუნდი მუშაობს ჩვენთან ერთად.

- თქვენი ცხოვრებიდან თუ მოყვებით საინტერესო დეტალებს გადაცემაში?

- ჩემი გადაცემის მთავარი მიზანი სტუმრების მოსმენა და მათ შესახებ მეტი საინტერესოს და სიახლის გაგებაა. გეგმაში მაქვს ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები გავაცნო საზოგადოებას, რომლებიც ძალიან მაგრები არიან თავიანთ სფეროში და მათ ჯერ საზოგადეობა არ იცნობს. რაღაც დროის შემდეგ შეიძლება საკუთარი “სთორიც” მოვყვე გადაცემაში. დიდი გზა მაქვს გასავლელი, სანამ ეს ეტაპი დადგება.

- სამი შვილის დედა ხართ და აქტიურად ხართ ჩართული შვილების აღზრდაში, როგორ ახერხებთ ერთდროულად წარმატებით გაართვათ თავი ოჯახსაც და საქმესაც?

- ეს სავსებით შესაძლებელია, მთავარი სურვილი და დროის სწორად გადანაწილებაა. ბავშვებს უყვართ წარმატებული მშობლები და ეს მათ მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს. ვფიქრობ, ვახერხებ დრო ისე გადავანაწილო, მიუხედავად ჩემი დატვირთული დღის წესრიგის, მათ ყურადღება არ მოაკლდეთ, რადგან ეს ჩემი მთავარი პრიორიტეტია.

- ზაფხულში მესამე ვაჟის დედა გახდით, როგორი ბიჭია პატარა ენდრიუ?

- ენდრიუ საოცარი ბიჭია. ძალიან კეთილი და აზრიანი. მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე ვმეგობრობთ, დაბადების დღიდან მივხვდი, რომ ძალიან კარგი ადამიანი შევმატე სამყაროს. პოზიტიური ბიჭია, სულ კარგ ხასიათზე, მარტივად აღსაზრდელი. ყველაზე დიდი სიამოვნებაა მასთან დროის გატარება. ძალიან თბილია, ოღონდ ჩაეხუტე, ბევრი აკოცე და ეს უკვე ყოფნის ბედნიერებისთვის.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
qeta
shevardznadzis yofili rdzali shen rom kai deda yofiliyavi qmars ugalatebd da sxvas gaekidebodi
00:13 / 26-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS