20 თებერვალი, 2018
თამო ვაშალომიძე დედის ამპლუაში - როგორ ჩაიარა მშობიარობამ და როგორ უვლის პატარას მოდელი
თამო ვაშალომიძემ 12 თებერვალს იმშობიარა, მოდელს გოგონა შეეძინა და სახელად სოფია დაარქვა. როგორც თავად ამბობს, ბავშვი წონით იმაზე ბევრად მეტი დაიბადა, ვიდრე ელოდა, თუმცა, მშობიარობამ ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. თამომ მოგვიყვა, როგორ ართმევს თავს დედობას და ვინ ეხმარება სირთულეების გადალახვაში, როგორ ეგუება დედის ამპლუაში ყოფნას და როდის აპირებს პატარა სოფიას მონათვლას.

- ფიზიოლოგიური გზით იმშობიარე? ხომ არ ყოფილა რაიმე გართულება?

- ბუნებრივი, ფიზიოლოგიური გზით ვიმშობიარე, ყოველგვარი სპინალურისა და გაუტკივარების გარეშე, ყველაფერი მალე და ძალიან კარგად
დამთავრდა.

- სად და ვისთან ერთად იყავი, როცა ტკივილები დაგეწყო, რა მოიმოქმედე?
-10-ში მივედი ექიმთან და მითხრა, რომ თითნახევარზე ვიყავი გახსნილი, მაგრამ სახლში გამომიშვა, დაიძინე და ხვალ დილით მოდიო. რომ წამოვედი, არ ველოდი თუ ასე მალე მივბრუნდებოდი. საცობში ვიყავი, როცა ტკივილები დამეწყო, თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ძალიან ცუდად მიდიოდა საქმე, ექიმს დავურეკე, მითხრა ჩქარა მოდიო... გავაჩერე მანქანა, გადავჯექი სასწრაფოს მანქანაში და დავბრუნდი სამშობიაროში. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა, არადა ყველა მეუბნებოდა, რომ გოგოზე დიდხანს გრძელდება, მითუმეტეს თუ პირველი მშობიარობააო. მადლობა ღმერთს, ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა.


- რამდენი კილო დაიბადა პატარა სოფია?

- ველოდებოდი 3,500-ს და გამახარა, დაიბადა 4,100 (იცინის).

- ვინმე დაესწრო მშობიარობას?

- ყველაფერი იმდენად მალე მოხდა, ფიზიკურად ვერავინ დაესწრებოდა მშობიარობას. მე მინდოდა, ვინმე გამოცდილი, შვილიანი ქალი დამსწრებოდა, სურვილი მქონდა, მაგრამ ისე მალე მოხდა ყველაფერი, ვერ აგიხსნით... ვერაფერი მოვასწარი, ჩემს სადედამთილოს დავურეკე, საბუთები და ჩუსტები წამომიღე ჩქარა-მეთქი.

- არ გინდოდა, რომ ბავშვის მამა დასწრებოდა მშობიარობას?

- ბავშვის მამა ჩამოვიდა 12-ში ზუსტად... მე ზოგადად ვფიქრობ, რომ კაცი არ უნდა დაესწროს ამ პროცესს. ადრე სანამ ვიმშობიარებდი, მანამდეც იგივე აზრზე ვიყავი და ახლა, საერთოდ! ბოლო წუთებში უკვე ისეთი ტკივილები გეწყება, მით უმეტეს თუ გამაყუჩებელს არ იკეთებ, რომ კაცმა ამას არ უნდა უყუროს. მთავარია, პაციენტმა დაუჯეროს ექიმებს, ეს არის ყველაზე სწორი.

- როგორი გრძნობა იყო, როცა პირველად აიყვანე ხელში პატარა სოფია?

- პირველად რომ დავინახე, გავიფიქრე რამხელაათქო... გულზე რომ დამაწვინეს, ისეთ შოკში ვიყავი, ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა... ყოველდღე რომ ვუყურებ, ნელ-ნელა ვაცნობიერებ. ვხვდები, რომ მის გარეშე არ შემიძლია... სადაც არ უნდა გავიდე, სულ ვრეკავ სახლში და ვკითხულობ როგორაა, თუნდაც მაღაზიაში ვიყო, ვრეკავ და ვეუბნები დამანახეთ, მალე მოვალ, 5 წუთში მოვალთქო... ძალიან ფეთიანი ვარ, მეშინია პატარა რომ არის, რამე არ ვატკინო, არასწორად არ დავიჭირო... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გვერდით, სულ მინდა მე მყავდეს. რაც ვიმშობიარე, მას შემდეგ წესიერად არ მიძინია...

- ბუნებრივი გზით კვებავ, თუ ხელოვნურად?
- ბუნებრივი გზით ვაპირებ, სანამ შვებულება მაქვს, ერთი თვე ყველა ვარიანტში ბუნებრივი გზით უნდა გამოვკვებო. დედის რძე ბავშვისთვის აუცილებელია, თუნდაც ძალიან ცოტა.

განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS