12 თებერვალი, 2018
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც იტალიურ ფილმში მთავარ როლში გადაიღეს
ქეთა რიჟამაძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა, უკვე მოასწრო თავის გამოჩენა. 2 წელია, იტალიაში ცხოვრობს, ქალაქ სალერნოში, სკოლის მოსწავლეა. ცოტა ხნის წინ გადაიღეს იტალიურ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა გიფონის ფილმის ფესტივალისათვის, იტალიელი რეჟისორის ლუკა მოლტისანტის მიერ. ფილმში "ფოლოუერი", რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ანონიმური პირების მიერ მოზარდების კონტროლირებასა და ძალადობას ეხება, მთავარ როლს სწორედ ქეთა ასრულებს.

- 2 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად და სასწავლებლად იტალიაში. ვცხოვრობ დედასთან, დეიდასთან
და ბებოსთან ერთად.


- რა განსხვავებაა ქართულ და იტალიურ სწავლებებს შორის, რა მოგწონს იქ და რა მოგწონდა აქ? ან პირიქით...

- საქართველოს და იტალიის სკოლები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, სწავლის სისტემიდან დაწყებული მასწავლებლებით დამთავრებული.

- სწავლის შესახებ დიდს ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მქონია სირთულეები არც საქართველოში და არც იტალიაში. ვფიქრობ, რომ თუ მინდა, წარმატებული ადამიანი გამოვიდე, ყველგან და ყოველთვის უნდა ვისწავლო, რადგან სწავლა არის სინათლე, რომელიც მომავლისკენ მიმავალ კარს გიღებს.

მასწავლებლები იტალიაში უფრო თბილები და თავისუფლები არიან... იქნებიან, ბატონო, თბილები, ჩვენთან შედარებით, მაღალი ხელფასები აქვთ.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS