06 თებერვალი, 2018
ჯანეტ ქერდიყოშვილმა შვეიცარიაში პრინცი მოხიბლა: "მკითხა, რა ჩამოგიტანოო... სანაპიროზე ჩადი და სამი თეთრი ქვა მომიძებნე-მეთქი"
"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი უკვე რამდენიმე წელია, ევროპაში ცხოვრობს. მან შარშან მილანში, "მარაგოში" დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა და მომავალში ამ პროფესიით მუშაობას გეგმავს.

ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მოდელმა ისაუბრა, როგორ შეხვდა ახალ წელს შვეიცარიაში და ვინ არის ერთ-ერთი ქვეყნის ტახტის მემკვიდრე, რომელიც ქართველი მოდელით მოიხიბლა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"კათოლიკურ შობაზე წავედი შვეიცარიაში, გშტაადში. პირველი შემთხვევა იყო, როცა ახალ წელს ოჯახის გარეშე შევხვდი, რადგან მამას თბილისში ჰქონდა საქმე. ჩვენს უახლოეს მეგობართან, "მის უკრაინასა" და მის ოჯახთან ერთად, გავემგზავრე.
უმეტეს წილად ევროპელები ისვენებდნენ და ძალიან ევროპული გარემო იყო. ულამაზესი ადგილია, პატარა სოფელი, დიდი სასტუმროებით, რომლებიც სასახლეებს ჰგავს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა "გშტაად პალასი", რომელიც 100 წელზე მეტია, რაც არსებობს.

- ვინმე არ მოგეწონა?

- ერთი ბიჭი გავიცანი, ოღონდ დავმეგობრდით, თავიდან არ ვიცოდი, ვინ იყო. სასტუმროში ჩემს დაქალს ველოდებოდი და ამ დროს დავინახე, მაგიდასთან იჯდა ოჯახის წევრებთან ერთად. მივხვდი, მოსვლა უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა. დადის წინ და უკან და ვიფიქრე: შევხედავ, მიხვდეს, რომ შევამჩნიე და მივცემ იმის უფლებას, გამარჯობა მაინც მითხრას-მეთქი. გავხედე და ცოტა ხანში მოვარდა, გავიცანით ერთმანეთი.

ახალ წლამდე 3-4 დღე სულ ერთად დავდიოდით: სასრიალოდ, ან სადმე. იქვე ახლოსაა სოფელი ზერმატი, რომელიც ნანახი არ მქონდა. დამპატიჟა, ჩაგვსვა ვერტმფრენში და დაგვათვალიერებინა. ორი ვერტმფრენით გავფრინდით, დაახლოებით 15 კაცი. ულამაზესი ადგილია. ასეთი შეგრძნება მაშინ განვიცადე, როდესაც სვანეთის მთების გასწვრივ მივდიოდი და ახლა, როცა შვეიცარიის ალპებს ვუყურებდი. სუნთქვა მეკვროდა ისეთი ლამაზი და სასიამოვნო იყო.


განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
123
''სამი კაკალი კონკიასთვის''...... ''სამი თეთრი ქვა ჯანეტისთვის''- ახალი ზღაპრის სათაურია. ))))
23:21 / 06-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
შდაატი ყოველთვის დაყვიწყარ მოგონებებთანაა დაკავშირებული და თუ ვინმე "როიალის"გაცნობა გინდა აუცილებლად უნდა წახვიდე მაგ ულამაზეს კურორტზე,შანსი ყოველთვისაა! ძალიან ლა,აზი გოგოა,,,რატომაც არა!:)
21:55 / 06-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS