ერთ დღესაც დრამის წრეზე უთხრეს, რომ კასტინგი იყო და მისი ფანტაზიით ჯიუტი პრინცესა უნდა წარმოედგინა. თავზე გვირვინი დაიდგა და კასტინგზე მივიდა, მისი პრინცესა მოეწონათ და პოპულარულ სერიალში სვეტლანკას როლზე დაამტკიცეს...
"ჩემი ცოლის დაქალებში" სვეტლანკა ჩიკასა და შავლეგოს შვილია, განებივრებული გოგონა, ჯიუტი ხასიათით.
- მოგწონს სვეტლანკას როლი?
- ისე, რა... იმიტომ არ მომწონს, რომ ცუდად იქცევა, მაგრამ აზრიანიც არის, - ცოტა ჯიუტი არ უნდა იყოს? ამდენი ტანსაცმელი გადაუყარა სანიმ, მაგრამ მაგის გამო სულ ცუდი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
განაგრძეთ კითხვა: