პროფესიით ექიმმა და მომღერალმა, ლაშა ღლონტმა ღვინის წარმოება დაახლოებით ერთი წლის წინ
”ჩემთვის ქართული ხელოვნება და ქართული ღვინო სისხლხორცეულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჩემი ჩართვა ღვინის წარმოების პროცესში და მასთან დაკავშირებულ საკითხებში ლოგიკურად მიმაჩნია. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ მე ამ საქმით”, - ლაშა ღლონტი.

- მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ ღვინისთვის შუა გაზაფხულის თვის სახელი, ”აპრილი” დაგერქმიათ და აქვე რომ გვითხრათ, თქვენთვის ”აპრილი” რას უკავშირდება?
- ჩემს ერთ კომპოზიციას ბატონ მურმან ჯინორიასთან ერთად აპრილი ქვია. ასევე ჩემმა ქალიშვილმა არაჩვეულებრივი სიმღერა ”აპრილი” დაწერა და ყველაზე მთავარი, ჩემი შვილიშვილი აპრილის თვეში დაიბადა. ზოგადად, გაზაფხული ძალიან მიყვარს. ჩემთვის მარტი ადრეული გაზაფხულია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ხოლო მაისი გვიანი. აპრილი კი ნამდვილი გაზაფხულია. ვფიქრობ, სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ღვინისთვის ”აპრილი” დამერქმია.
- რით არის ღვინო ”აპრილი” გამორჩეული და როგორ ახერხებს ის ერთხელ დაგემოვნების შემდეგ ღვინის მომხმარებელს თავი დაამახსოვროს?
- აპრილი სამი სახეობის ღვინისაგან შედგება. ეს ღვინოებია - თავკვერი, საფერავი და კაბერნე. დასახელებიდან მიხვდებით, რომ ჩამოთვლილი ღვინოებიდან ორი ქართულია, ხოლო ”კაბერნე” ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული ჯიშის ღვინოა.

ქართული და ევროპული ღვინოების კუპაჟი ძალიან საინტერესეოა. ღვინო ”აპრილი”- ეს არ არის ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო, თუმცა, ის მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებით არის დამზადებული და დასალევადაც ძალიან სასიამოვნოა.
- ამ ყველაფრის ფონზე რომ გვითხრათ, ღვინოს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს?
განაგრძეთ კითხვა