19 იანვარი, 2018
22 წლის ბიჭი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და ახლა ონკოლოგიურ პაციენტებს ეხმარება
22 წლის ბექა ბარამია ცოტა ხნის წინ გავიცანი. წარმოშობით ზუგდიდიდანაა და თსუ-ში ბიზნესადმინისტრირებას სწავლობს. როგორც მითხრა, "ბერი ანდრიას ფონდში" ცხოვრობს. როდესაც იმის გარკვევას შევეცადე, თუ რატომ იქ, მიპასუხა, რომ წლების წინ სიმსივნე დაამარცხა და ონკოპაციენტებს ახლა თავად, როგორც შეუძლია, ისე უმსუბუქებს პრობლემებს.

"პატარაობიდანვე ვემზადებოდი იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებელში მესწავლა, რუსთავში წამოვსულიყავი და ბიძაჩემთან მეცხოვრა. სწავლას კიდევ უფრო აქტიურად მოვეკიდე 16 წლის ასაკში, XI კლასში, მე და დედა წამოვედით კიდეც რუსთავში. მეცადინეობისას საათობით მიწევდა ჯდომა. იმ
პერიოდისთვის ფეხზე, რბილ ქსოვილზე რაღაც წანაზარდი მქონდა, იზრდებოდა, მაგრამ არ მაწუხებდა და ყურადღებას არ ვაქცევდი. აქტიური მეცადინეობის პერიოდში ფეხს ფეხზე რომ ვიდებდი, შემაწუხა, არასასიამოვნო შეგრძნება იყო...

გამოსაკვლევად ნაციონალურ ონკოცენტრში გამიშვეს. კვლევა ჩამიტარდა, მაგრამ დიაგნოზი არ მითხრეს, მაშინვე იქ დამაწვინეს. ვხედავდი, რომ საქმე არც ისე კარგად იყო. ქიმიაზეც თავს ცუდად ვგრძნობდი. ახლობლები თვალს მარიდებდნენ, ზურგს უკან ჩუმად ტიროდნენ. რაღაცნაირად ვცდილობდი, არ შემემჩნია, მაგრამ ფაქტია, ვითრგუნებოდი და მუდმივად ერთ კითხვას ვუსვამდი თავს: რატომ ხდებოდა ეს?"

- მძიმე ფორმა იყო?
- ამას არ ვკითხულობდი, არ მინდოდა. ქიმიას რომ მიკეთებდნენ, სულ მამა მახსენდებოდა, თურმე ამ პროცედურის დროს როგორ იტანჯებოდა. მასაც სიმსივნე ჰქონდა და მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო. სიმსივნე თავში ტრავმის შედეგად განუვითარდა, მე - დაჟეჟილობის შედეგად, არ გაიწოვა.

საავადმყოფოს კედლებში, სადაც ვიწექი, თავის დროზე მამა ანდრიაც იწვა, სადაც თავის უმძიმეს დაავადებას ღირსეულად ებრძოდა. ერთ დღესაც სტიქაროსანმა გიორგიმ, რომელიც ჩვენი ფონდის წევრია, მის ოთახში შემიყვანა და მითხრა, - აი, მამა ანდრია, მიესალმე! გამიკვირდა, - იქ არავინ იყო და ასე რატომ მეუბნებოდა. ჩემთვის ვიფიქრე, ეს ცოტა ვერ არის-მეთქი... მერე მამა ანდრიას ცხოვრების შესახებ მომიყვა (იმ ოთახში ახლაც სამლოცველოა). მის მშობლებსაც გაგაცნობ, როცა მოვლენო. რამდენიმე დღეში დედა თინათინი და მისი მეუღლე ემზარ მილორავა გავიცანი. პირველი, რაც დედა თინათინმა მითხრა, - დღეიდან ჩემი შვილი ხარ და შენზე როგორც შვილზე ვიზრუნებო. გამიკვირდა და თან, მესიამოვნა... 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS