მირანდამ და მისმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ რუსულ გამოცემა ARTANDHOUSES-ს უმასპინძლეს და ქალბატონმა მირანდამ თავის სახლსა და კერძო კოლექციაზე ისაუბრა. გთავაზობთ
- ელიტური ქრონიკების ცნობილი პერსონაჟი ხართ, მაგრამ თქვენი თანამედროვე ხელოვნების უნიკალური კოლექციის შესახებ ბევრმა არ იცის. რამ გიბიძგათ, რომ კოლექციონერი გამხდარიყავით?
- მე და ჩემს ქმარს სახლის კარი ღია გვაქვს ელიტური წვეულებებისთვის, მიღებებისთვის, თემატური საღამოებისთვის, ამიტომ ჩვენი ნამუშევრები ყველასთვის ცნობილია, ვერ ვიტყვი, რომ უცნობია ჩვენი ეს გატაცება. უბრალოდ, პროფესიონალურად არ ვართ ამით დაკავებული. მე მაინც ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს კოლექციონერს, თუმცაღა საკმაოდ დიდი რაოდენობის ნამუშევრები გვაქვს უკვე. ვშიშობ ჩვენს მონაგარს ვუწოდო "კოლექცია", ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
- რამდენი ნამუშევარი გაქვთ?
- ხუთასზე მეტი. ლეონიდს აქვს ვლადიმირ იაკოვლევის და სხვა ნონკონფორმისტების დიდი კოლექცია. მათ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იძენდა და ვერც აცნობიერებდა, რომ ეს კოლექციის შეგროვება იყო...
განაგრძეთ კითხვა: