- ახალ წელს რა გაჩუქა მეუღლემ?
- მიშას ძალიან უყვარს საჩუქრების ჩუქება, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემთვის. რაც შემეხება მე, ძალიან ლამაზი ოქროს საყურეები მაჩუქა. იცის ჩემი სტილი და ცდილობს, რაღაც სიურპრიზებით ყოველთვის გამანებივროს. მოგეხსენებათ ქალებისთვის
- მიშა კონცერტებზე ყოველთვის დაგყვება და თვალს გადევნებს, თუ გიკრძალავს რამეს, მაგალითად ჩაცმულობაში თუ აქვს აკრძალვები?
- არა არაფერს მიკრძალავს. მართლა არ ვალამაზებ და არ ვფუთავ ამ სიტყვებს. პირიქით ძალიან თავისუფალი ქმარია და ჭკუამხიარული. ბევრი მეუბნება ხოლმე თითქოს „გრუბი“ ტიპი ჩანსო და ვინც გაიცნობს, უი, შენ რა საყვარელი და კარგი ყოფილხარო. შემდეგ ყველას უყვარდება.
- ეჭვიანი თუ არის?
- არა, არ არის. არც მე ვაძლევ ამის საბაბს და არც ის. რაღაც ორი ერთნაირი სულის ადამიანი ვართ. მემგონი, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. მე-5 წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ და მინდა, ცხოვრების ბოლომდე ამ სიტყვებს ვიძახდე მასზე. ვუფრთხილდებით ამ ყველაფერს და ვცდილობთ, ჩვენი თანაცხოვრება მაქსიმალურად მრავალფეროვანი გავხადოთ.
- 2018 წლისგან რას ელოდები?
- ახალი წლისგან, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო შვილს ვნატრობთ. გვინდა, რომ ნიკუშას დაიკო ან ძამიკო ჰყავდეს. თუ ღმერთის ნებით ეს მოხდება, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ეს აკლია ჩვენს სრულყოფილ ბედნიერებას. ტყუპებიც თუ იქნება, ესეც ძალიან გამიხარდება (იცინის).
დაგაინტერესებთ: როგორ აყუჩებს სოფო ბედია განრისხებულ ქმარს