08 იანვარი, 2018
"ცხოვ­რე­ბა უც­ნა­უ­რი რა­მეა და მოხ­და ისე, რომ 2013 წლი­დან უკ­ვე აქ ვცხოვ­რობ" - დაათვალიერეთ მარინა ბერიძის არტბინა ვაკის ეპიცენტრში
მა­რი­ნა ბე­რი­ძე ვა­კე­ში, ცენ­ტ­რა­ლურ გამ­ზირ­ზე ცხოვ­რობს. ერ­თი მხრი­დან მი­სი სახ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს გა­დას­ც­ქე­რის, მე­ო­რე მხრი­დან კი - ვე­რეს ხე­ო­ბას.

ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას კორ­პუ­სი თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზაინი­თა და პი­რო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პ­ლექ­სის ნა­წი­ლია. შეხ­ვალთ თუ არა სა­დარ­ბა­ზო­ში, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო დაგ­ხ­ვ­დე­ბათ: სა­ვარ­ძე­ლი მო­სას­ვე­ნებ­ლად, დი­დი, ლა­მაზ ­ყ­ვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი ქოთ­ნე­ბი და სარ­კე, რო­მელ­საც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად სელ­ფის­თ­ვის იყე­ნე­ბენ.

ამას­თან, კორ­პუსს იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი ლიფ­ტე­ბი აქვს, ჩემ­ნა­ი­რი მში­შა­რა ადა­მი­ა­ნიც კი უშ­ფოთ­ვე­ლად ავედი მა­ღალ სარ­თულ­ზე.

- ამ ბი­ნა­ში 2013 წელს გად­მო­ვე­დი, მა­ნამ­დე სო­ლო­ლაკ­ში,
ბევ­რად უფ­რო კარგ და დიდ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც 50 კვ.მ ფართობის მხო­ლოდ ვე­რან­და მქონ­და თა­ვი­სი ჰა­მა­კით, თბი­ლი­სუ­რი ეზო­თი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით...

მყავ­და მე­ზო­ბე­ლი სე­და, გამ­ყიდ­ვე­ლი რი­ტა, იყო გა­და­ძა­ხი­ლე­ბი: “ა­მო­მი­ტა­ნე პუ­რი”, “სი­გა­რე­ტი გა­მი­თავ­და, ამო­მა­წო­დე”, ყა­ვას ვსვამ­დით ხე­ებ­ით და­ბუ­რულ ეზო­ში... მოკ­ლედ რომ ვთქვა, თბი­ლი­სურ ეზო­ში გა­ვა­ტა­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წლე­ბი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა უც­ნა­უ­რი რა­მეა და მოხ­და ისე, რომ 2013 წლი­დან უკ­ვე აქ ვცხოვ­რობ.

ბინის ყიდ­ვის სა­კითხი რომ დად­გა, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, ჩე­მი შვი­ლი ცხოვ­რობს პირ­ველ სა­დარ­ბა­ზო­ში და მი­სი დი­დი სურ­ვი­ლი იყო, რომ მას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS