- თავიდან, როცა მე და ბექამ ბინის ყიდვა გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა, ადგილის მიხედვით დავიწყეთ ძებნა. იქიდან გამომდინარე, რომ ბექა ვაკეშია დაბადებულ-გაზრდილი, უფრო ეს უბანი გვინდოდა. მე საბურთალოზე გავიზარდე და იქაურობაც ძალიან
რემონტი
- დიზაინერი არ მყოლია, შეიძლება ამას დღეს გარკვეულწილად ვნანობ, რადგან რაღაც დეტალები მაკლია, ბოლომდე „შევსებულიც“ არ ვარ. თავიდან ერთი სული გვქონდა, როდის გადმოვიდოდით და როგორც კი იმ მდგომარეობამდე მივედით, რომ უკვე საცხოვრებლად მზად იყო, გადმოვედით... მერე, როგორც ხდება ხოლმე, რაღაცების გაკეთება დავიწყეთ და ესეც გამეწელა.

საერთო ჯამში, ჩემი სახლით და რემონტით მაინც კმაყოფილი ვარ, ფერები არის ისეთი, როგორიც მე მიყვარს: მშვიდი, არც ძალიან ფერადი და შემაწუხებელი და არც სულ მთლად თეთრი. ზოგადად თეთრი მიყვარს, მაგრამ ჭარბად ეგეც მაღიზიანებს. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი, ყველა დეტალი ჩემი ნაფიქრი და ნაწვალებია, თუ შეიძლება ასე ითქვას (იღიმის). მე დავდიოდი, ვარჩევდი, ვხაზავდი, ვხატავდი, ვაჩვენებდი ხელოსნებს და მოკლედ, თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი ამ პროცესში.
ყველაზე მეტად შპალერის შერჩევა გამიჭირდა, დიდხანს ვორჭოფობდი. ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად, არ მიყვარს შპალერი, ზედმეტი ორნამენტები, ფერები ცუდად მხდის. მითხრეს, მაშინ ქაღალდი გააკარი და შეღებეო. არც ეს მინდოდა, რაღაც ძალიან უბრალო გამოვიდოდა. დავიწყე სიარული და კატალოგში აღმოვაჩინე ნალესი ეფექტის მქონე შპალერი... მაინცდამაინც ეს არ ჰქონდათ ადგილზე, სად არ ვეძებე და ბოლოს გამოვაწერინე. ორი თვე ამის გამო რემონტი შევაჩერე. საბოლოოდ, ის გამოვიდა, რაც მინდოდა, არაა შემაწუხებელი და არა „შპალერულია“ (იღიმის).
განაგრძეთ კითხვა: